imedi /  01 მაისი 2020, 17:41 / სანდო წყარო

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გაახანგრძლივა. როგორც ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის შედეგად იყო მიღებული.

ოპერატიულ შტაბში ასევე აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების სიჩქარისა და გამოჯანმრთელების დინამიკის გათვალისწინებით, აქამდე დაწესებული რიგი შეზღუდვების შერბილება მოხდება.

შეზღუდვების შერბილება ეტაპობრივად განხორციელდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. კერძოდ, 4 მაისიდან ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანსა და აფშერონში მუშაობას განაახლებენ სახელმწიფო სტრუქტურები, სავაჭრო ობიექტები და სილამაზის სალონები.

ბაქოს, სუმგაითის, განჯას, ლენქორანისა და აფშერონის გარდა ყველა სხვა ქალაქსა და რაიონში რესტორნები და კაფეები გაიხსნება. ოპერატიულ შტაბში არ გამორიცხეს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, კარტანტინის რეჟიმი შესაძლოა, კვლავ გამკაცრდეს.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1 854 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 50 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2020, 12:03

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბატონი გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს

„არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომლებიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ დ ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხეს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა მინისტრმა.

კომპანია „ნოვას“ მეგაცენტრის გახსნა

04 ივნისი 2020, 12:01

ეკონომიკა

თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. როგორც თიბისიში აცხადებენ, პროექტი მათი მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობა ჯამში 3 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია. 2020 წლამდე „ნოვა“ ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა.

lego პოლიციელი

04 ივნისი 2020, 11:51

მსოფლიო

აშშ-ში საპროტესტო აქციების გამო Lego-მ პოლიციელების ფიგურების შემცველი ნაკრებების რეკლამაზე უარი თქვა

„პარტნიორებს ვთხოვთ თავი შეიკავონ Lego-ს სარეკლამო კონტენტის განთავსებისგან. პატივს ვცემთ აქციას #BlackOutTuesday და აშშ-ში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ჩვენს სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებას ვაჩერებთ“, - განაცხადეს Legos-ს პრესსამსახურში.

მარიანა ჩოლოიანი

04 ივნისი 2020, 11:43

სამართალი

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:37

პოლიტიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნება

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნებიჯების ამსახველი ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, დაინტერესებულ პირს ეს ანგარიში უხსნის, თუ რა სქემით, რა მოტივით და რა სტრუქტურით მიიღებოდა გადაწყვეტილებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

პოლიტიკოსი გაშიშვლება

04 ივნისი 2020, 11:35

ტაბლოიდი

მექსიკელ პოლიტიკოსს Zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა

მექსიკელ პოლიტიკოსს, 66 წლის სენატორ მართა ლუსია მიჩერ კამარენას Zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ავრცელებს. მიჩერის თქმით, მომხდარის შესახებ მან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც კოლეგებმა მას პირადი შეტყობინებები გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.

04 ივნისი 2020, 11:29

საზოგადოება

თბილისში სახლი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, აფეთქებას კიდევ ერთ სახლი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. რომელიც ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებსა და მცხოვრებლებს. მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:24

COVID19

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად გაიხსნება

„22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე, ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არც ერთი ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

მერაბ შარიქაძე

04 ივნისი 2020, 11:21

სპორტი

„ორიაკის“ განცხადებით, მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი დატოვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი „ორიაკი“ დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს. საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, „პრო დ2“-ში მოასპარეზე „ორიაკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ დატოვა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:17

ეკონომიკა

მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება

მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე, მინიმალური საგრანტო თანხა კი გაიზარდა 20-დან 40 ათას ლარამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:15

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი მიზანია სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება

ჩვენ ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, გვაძლევს ვირუსის გავრცელების ეფექტურ კონტროლს, მაგრამ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ყოველდღიურად უნდა იყოს, უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ეფექტურად გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისს. ჩვენი ამოცანა არის ინფიცირების უსწრაფესად გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ, მისი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე სწრაფად დაბრუნება - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:14

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა კომპანიებს საბანკო სესხების გარანტიით დაეხმარება

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ადგილობრივ ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

04 ივნისი 2020, 11:08

რეგიონი

სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი გაიხსნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით, ადგილობრივი ფერმერები კარტოფილის ექსპორტზე გაიტანას შეძლებენ.

დიეგო არმანდო მარადონა

04 ივნისი 2020, 11:03

სპორტი

დიეგო არმანდო მარადონა „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარ მწვრთნელად რჩება

დიეგო არმანდო მარადონა „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას აგრძელებს. როგორც არგენტინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთის ლეგენდასთან ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. მარადონამ „ხიმნასია“ 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა. გუნდს 20 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 7 მოიგო, 8 წააგო და 5-ჯერ ფრეს დასჯერდა.

04 ივნისი 2020, 11:01

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 107 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 19 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 995 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ფოტო: greekcitytimes

04 ივნისი 2020, 10:56

მსოფლიო

საბერძნეთში აშშ-ის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ათენში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა, აშშ-ის საელჩოს შენობას მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით უპასუხა, - ამის შესახებ Greekcitytimes-ი წერს. დაკავებულია 5 ადამიანი. საპროტესტო მარშში 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ათენის ცენტრში განლაგებული აშშ-ის საელჩო პოლიციის ავტობუსებითაა გარშემორტყმული. გაძლიერებულია დაცვა.

ნავთობი ციმბირი

04 ივნისი 2020, 10:51

მსოფლიო

ციმბირში მდინარეში 20 ათასი ტონა ნავთობის ჩაღვრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მდინარე ამბარნაიაში 20 ათასი ტონა ნავთობი ჩაიქცა. შემთხვევა 2 დღის წინ ქალაქ ნორილსკში მოხდა. მდინარე ტბას უერთდება, ამ ტბიდან კი კიდევ ერთი მდინარე გაედინება, რომელიც ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეს უერთდება.

ამერიკის საელჩო

04 ივნისი 2020, 10:50

ტაბლოიდი

ამერიკის საელჩო ლეიკემიით დაავადებულისთვის ქართული კერძის მომზადებაზე: ასეთი კეთილშობილური და გულწრფელი ჟესტი ქართული დიდსულოვნების ჭეშმარიტი გამოხატულებაა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ამერიკაში მცხოვრებ ქართულ თემს და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მადლობას უხდის, რათა ისინი ოჰაიოში მცხოვრებ ლეიკემიით დაავადებულ ამერიკელს სურვილის ასრულებაში დაეხმარნენ.

მარინა ეზუგბაია

04 ივნისი 2020, 10:46

COVID19

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევა არის საბურთალოს წყარო და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი

ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს. იყო 800 და ახლა არის 801 დადასტურებული შემთხვევა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევა უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია ე.წ საბურთალოს კლასტერს განეკუთვნება „გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4ით გაიზარდა და არის 644. ამ მონაცემების გათვალისწინებით ამ ეტაპზეკოვიდ ცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამ ნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 80-ზე მეტია. ახალი შემთხვევა არის საბურთალოს წყარო და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი. ჩვენი ცენტრის მონაცემები ჯერჯერობით სტაბილურია. გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. პრობლემური და მძიმე პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს. გვყავს მხოლოდ ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი. ​გამოჯანმრთელებულების მონიტორინგი გრძელდება. დღეს სავარაუდოდ 7 პაციენტს ჩაუტარდება მონიტორინგი და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

04 ივნისი 2020, 10:46

საზოგადოება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. საქართველოს დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 4 ივნისიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია.