imedi /  01 მაისი 2020, 19:38 / სანდო წყარო

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩინეთის ელჩთან ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია განიხილა

შეხვედრა ჩინეთის ელჩი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლი იენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, ჩინეთის მიერ გაწეული დახმარება COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის ქართველი და ჩინელი მედიკოსების, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე და იმ ქმედებებზე, რომელსაც ორივე სახელმწიფო პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად მიმართავს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში, სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის პროპაგანდაზე, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 პანდემიის დროს და შეეხო საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულების ობიექტს, როგორიც ლუგარის ლაბორატორიაა. აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომელსაც სამწუხარო გამოხმაურება მოჰყვა ჩინეთის მედია საშუალებებში.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ იგი ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის სამედიცინო და კვლევითი მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ პანდემიის დაწყებიდან დამყარებულია ქართველი და ჩინელი ექიმების, ეპიდემიოლოგების და დაავადებათა კონტროლის სამსახურების მუდმივი კონტაქტი და მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ინფორმაციების, კვლევის შედეგების და მკურნალობის მეთოდების აქტიური გაზიარება.

ჩინურ მხარეს მიეწოდა დამატებითი დეტალური ინფორმაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის და მნიშვნელობის შესახებ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა და მისი ეფექტური საქმიანობა COVID-19-ის პანდემიის პრევენციის და დამარცხების კუთხით, ასევე ცენტრის თანამშრომლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის ლაბორატორიებთან და მედიკოსებთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.

თავის მხრივ, ჩინურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაობას და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას რეგიონის მასშტაბით. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებს.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 08:56

COVID19

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 200-ს გადააჭარბა

​​​​​​​თურქეთში ახალი კორონავირუსის ინფექციით უკვე 5 206 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, აქ ვირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 1 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ვირუსი 204 610 ადამიანს დაუდგინდა, 179 492-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ერლ კამერონი

05 ივლისი 2020, 08:47

მსოფლიო

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი გარდაიცვალა

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი 102 წლისა გარდაიცვალა. მსახიობი 1917 წლის 8 აგვისტოს ბერმუდში დაიბადა. სიცოცხლის ბოლო წლები კი ქალაქ კენილვორტში, მეუღლესთან ერთად გაატარა. ოჯახის წევრების თქმით, მსახიობი ძილისას გარდაიცვალა.

05 ივლისი 2020, 08:34

მსოფლიო

ბაქოში, საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მისი ჩაქრობა მეხანძრეებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. ცეცხლი 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე 32 სახანძრო ეკიპაჟი და 160-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული.

05 ივლისი 2020, 08:17

COVID19

ყაზახეთში 2-კვირიანი კარანტინი ამოქმედდა

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალება მასობრივი და საოჯახო ღონისძიებები. გარდა ამისა, დაიხურება სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ფიტნეს-ცენტრები, ბასეინები, პლაჟები, აკვაპარკები, გასართობი ცენტრები, რელიგიური ობიeქტები, კინოთეატრები, საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები.

05 ივლისი 2020, 08:03

მსოფლიო

პარიზის სასამართლომ ფრანგ ჯიჰადისტს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

​​​​​​​პარიზის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს, ტაილერ ვილუსს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისას, სირიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის 30 წლით მიუსაჯა პატიმრობა. ვილუსს ბრალი 2013-2015 წლებში ტერორისტული ჯგუფის წევრობაში, ISIS-ის მებრძოლთა ჯგუფის ლიდერობასა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში დასდეს.

05 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში, მაიამიში უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა

აშშ-ში, მაიამიში (ფლორიდას შტატი) უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა. ამის შესახებ mirror წერს.

05 ივლისი 2020, 00:43

ტაბლოიდი

ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს

გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს.

ინდოეთი ოქროს პირბადე

05 ივლისი 2020, 00:30

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი კორონავირუსისგან დაცვას ოქროსგან დამზადებული ნიღბით ცდილობს

შანკარ კურადემ ოქროსგან დამზადებული ნიღაბი აირჩია, რომელშიც სასუნთქად ნახვრეტებია გაკეთებული. მისი საფასური 3,8 ათას დოლარს აღემატება.

ეთიოპია

05 ივლისი 2020, 00:23

მსოფლიო

ეთიოპიაში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მომღერლის მკვლელობის შემდეგ არეულობას 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 166 ადამიანი დაიღუპა ეთიოპიაში ძალადობრივი დემონსტრაციის დროს, რომელიც ცნობილი მომღერლის მკვლელობას მოჰყვა. იუწყება მედია პოლიციაზე დაყრდნობით. ეთიოპიაში ცნობილი მომღერლის, ჰანტალუ ჰუნდესას მკვლელობამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა.

05 ივლისი 2020, 00:01

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ რაჭაში აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ინფორმაციას და ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალას „მთის ამბები“ ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 23:59

ტაბლოიდი

შრი-ლანკაზე მდინარის ნაპირიდან ნიანგმა პოლიციელი გაიტაცა

შრი-ლანკაზე ნიანგმა გაიტაცა პოლიციელი, რომელიც მდინარეში ჩავარდნილ ტელეფონს ეძებდა. ამის შესახებ Ada Derana წერს.

ციურიხი

04 ივლისი 2020, 23:40

მსოფლიო

ციურიხის ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმას ემსხვერპლა

DW-ის ცნობით, 55 წლის ქალს ვეფხვი მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის ვოლიერში იმყოფებოდა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის ვიზიტორები და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ქალის დახმარება ვოლიერიდან მისი გამოყვანით სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 23:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდა ოპოზიციას სიძულვილის ენის აკრძალვა

პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს და მისი პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას დაუჭირეს მხარი.

04 ივლისი 2020, 23:05

საზოგადოება

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა აშშ-ის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ილია მეორე

04 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

ილია მეორე: გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა იმ თანადგომისადმი, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პატრიარქის მილოცვას საპატრიარქო ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 22:32

სპორტი

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გავრცელების გამო მეორედ შეწყდა

მთავრობამ ვირუსის გავრცელების მატების გამო, 14-დღიანი კარანტინი გამოაცხადა და ეროვნული პირველობაც ავტომატურად შეწყდა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 22:20

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია

„არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია და ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება“, ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა

„იქნება ორპორალური სისტემის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაცილებით უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ ძალებს და დებატებს ვიხილავთ პარლამენტში“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების თემაზე ისაუბრა.

04 ივლისი 2020, 21:51

სამართალი

პროკურორი: დავით ჭაკუას ორივე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განუცხადა. მისი თქმით, გენერალური პროკურატურა ამ საქმეებზე ძიებას აგრძელებს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს

მგონია, რომ მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ძალიან კარგად მესმის, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც წაართვეს ქონება და შეიძლება, დღეს ვერ დაუბრუნდეს; უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უშუალო მწამებელი სასჯელს ჯერ კიდევ არ იხდის. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.