imedi /  01 მაისი 2020, 21:54 / სანდო წყარო

ჯანმო: კორონავირუსს ბუნებრივი წარმომავლობა აქვს და ამას უამრავი მეცნიერი ადასტურებს

კორონავირუსს ბუნებრივი წარმომავლობა აქვს და ამას მსოფლიოს უამრავი მეცნიერი ადასტურებს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა.

„რაც შეეხება უხანში ვირუსის წარმომავლობას, უამრავი მეცნიერისგან ინფორმაციას ვიღებთ და ყველა ერთ რამეს ამბობს: ვირუსს ბუნებრივი წარმომავლობა აქვს. ჩვენ ახლა უკეთ გვესმის სიტუაცია და განვაგრძობთ ვირუსის სწავლას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროფილაქტიკური ზომები მივიღოთ. ეს მომავალში ანალოგიური სიტუაციის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი

26 მაისი 2020, 13:31

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ გვაქვს უფლება, გამოძიებისთვის საჭირო მასალები გავამჟღავნოთ, რადგან საქმე არასრუწლოვანს ეხება

მათი თქმით, ქართველი სპორტსმენის ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ დროისთვის უფლება არა აქვთ გამოძიებისთვის საჭირო მასალები გაამჟღავნონ, რადგან საქმე არასრუწლოვანს ეხება.

ლახამულის ოთხთავი

26 მაისი 2020, 13:29

საზოგადოება

მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.

მარინა ეზუგბაია

26 მაისი 2020, 13:16

საზოგადოება

მარინა ეზუგბაია: როცა ჩვენ დამოუკიდებლები არ ვიყავით და დაპყრობილები გვერქვა, მაშინაც თავისუფლები ვიყავით

„დამოუკიდებელი შეიძლება არ იყო, მაგრამ თავისუფალი იყო. ჩემთვის საქართველო ყოველთვის ასეთი იყო. დამოუკიდებელი იყო თუ დაპყრობილი, ის მუდამ თავისუფალი იყო“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

26 მაისი 2020, 13:07

საზოგადოება

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს შენობაზე საქართველოს დროშა გამოსახეს. ვიდეო

26 მაისის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე საქართველოს დროშის ფერები გამოისახა. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოს ჰიმნის ფონზე აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რუსთავი

26 მაისი 2020, 13:02

საზოგადოება

რუსთავის მერი: ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება

26 მაისის აღსანიშნავად, ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, ქალაქის მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ანსამბლის წევრებს და რუსთაველებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

26 მაისი 2020, 13:00

COVID19

ტაილანდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

ტაილანდის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი იუწყება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

26 მაისი 2020, 12:51

რეგიონი

ბოლნისის მერი: ვისურვებდი, ჩვენს სახელმწიფოს ყველა დასახული მიზნისთვის დროულად მიეღწიოს

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, მუნიციპალურ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და ისტორიულ უბნებში საქართველოს ეროვნული დროშები და მისალოცი ბანერები გამოიფინა.

ემანუელ მაკრონი

26 მაისი 2020, 12:43

საზოგადოება

საფრანგეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საფრანგეთის საელჩო აქვეყნებს. მაკრონი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და საფრანგეთს განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. "ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ. ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას, და თქვენ შეძლებთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგეტიკის სექტორებში

26 მაისი 2020, 12:42

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

„26 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 14 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 6 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 13 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 12:32

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი ერთიანობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა

„26 მაისი ერთიანობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა. ამ ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება. ამ რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 12:27

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია

ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები. მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატოს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე

26 მაისი 2020, 12:24

საზოგადოება

ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გიგზავნით გულმხურვალე მილოცვას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას”, - ნათქვამია დედოფლის წერილში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

26 მაისი 2020, 12:22

COVID19

ჩეხეთმა დღეიდან ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი გახსნა

ჩეხეთმა დღეიდან ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი გახსნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. საზღვრის გახსნის მიუხედავად, მოქმედებს შეზღუდვები ქვეყანაში შემსვლელთათვის.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:12

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს და კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ ამ კრიზისიდან

მინდა, აღვნიშნო ყველა იმ ადამიანის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩვენთან ერთად, ახალი პოლიტიკის ფარგლებში ქმნის მყარ საფუძველს ჯარის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და დასაფასებლად, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასავითარებლად. ჯამში, თქვენ ყველას უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სახელმწიფოს წარმატებულ მშენებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:08

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავისუფლება დგას ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე

ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად, ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებსა და სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისი 2020, 12:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს

საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:03

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს: ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე

მსურს, დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მერაბ კოსტავას ბიუსტი ზუგდიდში

26 მაისი 2020, 11:57

რეგიონი

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირების და საზოგადო მოღვაწეების ძეგლები ყვავილებით შეამკო.

გიორგი გახარია

26 მაისი 2020, 11:53

საზოგადოება

გიორგი გახარია: საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ერთიანობა, ჯარის წარმატება არის გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, საქართველოს ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიულ პარტნირობთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან- ამის შესახებ გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

26 მაისი 2020, 11:52

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ერთად შევძელით, რომ სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში, კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი სახელმწიფოთი, ჩვენი საზოგადოებით

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას არაერთი ომი გამოუვლია და სისხლის ფასად ბევრჯერ მოუწია ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა, წელს განსაკუთრებული განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდით - უხილავმა მტერმა, ახალმა კორონავირუსმა, საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გამოცდის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.