imedi /  02 მაისი 2020, 10:52 / სანდო წყარო

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით 83 პაციენტია მოთავსებული, აქედან 7 რეანიმაციაში მკურნალობს

საუნივერსიტეტო კლინიკა

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით 83 პაციენტია მოთავსებული, აქედან 7 რეანიმაციაში მკურნალობს, - ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების Facebook-გვერდზეა ნათქვამი.

„2 მაისის მონაცემებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 91 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 83 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 7 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 78 პაციენტი“, - აცხადებენ კლინიკაში.

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2020, 23:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა

1-ლი ივნისის მონაცემებით, მოსკოვში COVID19-მა 71 ადამიანი იმსხვერპლა. რუსული მედიის ცნობთ, ყველა პაციენტს კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თბილისის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ლივერპული

01 ივნისი 2020, 23:33

მსოფლიო

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს. მერსისაიდული კლუბის 29 ფეხბურთელმა სტადიონზე წრე შეკრა და გარდაცვლილის მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატა. აქცია ეგიდით „ერთობა ჩვენი ძალაა“ ჩატარდა.

ტომ კოტონი

01 ივნისი 2020, 23:29

მსოფლიო

სენატორი ტომ კოტონი: ვნახოთ, „ანტიფას“ ტერორისტები რამდენად მაგრები იქნებიან, როდესაც 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას დაუპირისპირდებიან

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტომ კოტონი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში განვითარებულ ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემთხვევებს გამოეხმაურა. სენატორის თქმით, „არეულობა, ანარქია და ძარცვა დღეს საღამოს უნდა მორჩეს“.

01 ივნისი 2020, 23:27

სპორტი

„რეალმა“ სრული შემადგენლობით ივარჯიშა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „რეალი“ 14 ივნისს „ეიბართან“ გამართავს. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 27 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება.

01 ივნისი 2020, 23:03

მსოფლიო

ცუკერბერგს ტრამპის გამო თანამშრომლები აუჯანყდნენ

Facebook-ის თანამშრომელთა ნაწილი ვირტუალური გაფიცვის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მაია ცქიტიშვილი

01 ივნისი 2020, 23:02

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში ყველა ტურისტს ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ

„აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ეს ქვეყნებიც კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაუძღვნენ და ინფიცირებულების დაბალი რაოდენობა ჰყავთ. შესაბამისად სწორედ ამ ქვეყნებთან ვმუშაობთ, რომ ტურისტი აქედან შემოვიყვანოთ. საქართველოში ყველა ტურისტის ჩამოსვლა ორგანიზებული იქნება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკოგაზი

01 ივნისი 2020, 22:56

სამართალი

გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ეკოგაზის ტერიტორიაზე აფეთქებისას დაშავებული ერთი ადამიანი ამავე კომპანიის თანამშრომელია. ის კონტაქტური იყო და ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრია გადაყვანილი.

01 ივნისი 2020, 22:54

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ძმა: რას აკეთებთ? ძალადობრივი პროტესტი ჩემს ძმას უკან არ დააბრუნებს

პოლიციის ძალადობის შედეგად მოკლული ჯორჯ ფლოიდის ძმა, ტერენს ფლოიდი მოქალაქებბს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტერენს ფლოიდმა მისი ძმის გარდაცვალების ადგილას გამართული აქციის დროს განაცხადა.

01 ივნისი 2020, 22:43

რეგიონი

ქუთაისის მერია „ბავშვთა უფლებების კოდექსთან“ დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში, იმერეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 22:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი

თბილისის მერი, კახა კალაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს. მისი თქმით, პარტიაში თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს. კახა კალაძის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს შემდეგი მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრთა შერჩევა.

თენგიზ ცერცვაძე

01 ივნისი 2020, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმს პასუხობს. მისი წერილი ინფექციური საავადმყოფოს Facebooc-ზეა ხელმისაწვდომი.

მარიო დიას-ბალარტი

01 ივნისი 2020, 22:23

პოლიტიკა

კონგრესმენი მარიო დიას-ბალარტი: საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული მოკავშირეა და აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მარიო დიას-ბალარტი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან შემდგარ საუბარს გამოეხმაურა.

მაია ცქიტიშვილი

01 ივნისი 2020, 22:22

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს აინტერესებდა, ადამიანი როგორც ფასეულობა, მათ დროს არ არსებობდა

„ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ოპოზიცია, რომელიც კითხვებს სვავს, აკრიტიკებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს აინტერესებდა, არ აინტერესებდათ მათ ქვეყანაში ადამიანი თავს როგორ გრძნობს და ადამიანი როგორც ფასეულობა, მათ დროს არ არსებობდა და დღეს როდესაც ამ პოლიტიკური ძალიდან გვესმის აღშფოთება, თუ რატომ არ ვეხმარებით 500, 1000 ლარით ყველა მოსახლეს, ამ დროს უნამუსობაა, მორალთან საერთო არ აქვს ამ საკითხის მათი მხრიდან დასმას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აფეთქება

01 ივნისი 2020, 22:19

სამართალი

თბილისში, ეკოგაზის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ვიდეო

თბილისში, ლისი პანორამას მიმდებარედ, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე სახანძრო სამსახურის ჯგუფები მივიდნენ. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

01 ივნისი 2020, 22:03

COVID19

ე.წ. „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება. მისი თქმით, „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში.

ადამ კინზინგერი

01 ივნისი 2020, 21:44

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: პროტესტის უფლება ისტორიული შენობების დაწვას ან მაღაზიების ძარცვასა და გაჩანაგებას არ მოიცავს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

ხათუნა ზახაშვილი

01 ივნისი 2020, 21:43

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ერთადერთი, რითაც შევძლებთ კორონავირუსის შეჩერებას, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა

„ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ხათუნა ზახაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ, რათა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს.

კონგო

01 ივნისი 2020, 21:23

მსოფლიო

კონგოში ებოლას ვირუსმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ მბანდაკაში ინფიცირების 6 შემთხვევა დადასტურდა. 4 პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. რეგიონის გუბერნატორი მოსახლეობას სიმშვიდისა და ჰიგიენური წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპი

01 ივნისი 2020, 21:21

მსოფლიო

დონალდ ტრამპი გუბერნატორებს: უნდა დააპატიმროთ და გაასამართლოთ ძალადობრივი აქციების მონაწილეები, თუ არადა ჩლუნგებს დაემსგავსებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას გუბერნატორებს მკაცრი ფორმით მოუწოდა, უფრო ხისტად იმოქმედონ ძალადობრივი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.