imedi /  02 მაისი 2020, 13:10 / სანდო წყარო

ემბრიოლოგის თქმით, პანდემიის გამო ორსულებმა ექიმთან გეგმურ ვიზიტებზე უარი არ უნდა თქვან

ორსულობა კორონავირუსი

რა რისკები არსებობს კორონავირუსის პანდემიის ფონზე ხელოვნური განაყოფიერებისას. ​ამის შესახებ „დილის შოუს“ და „ანატომიის“ გაერთიანებულ ეთერში ემრბიოლოგმა ნინო მუსერიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ხელოვნური განაყოფიერებისას მიღებული ორსულობა გაცილებით უფრო სათუთია, ვიდრე ბუნებრივი. ამასთან, ასეთი გზით დაორსულებული ქალები უფრო მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

„იმიტომ რომ 40 წელს ზემოთ გადაცილებული ორსულობები უფრო ხშირია ინვიტრო-განაყოფიერებით მიღებული და ამ შემთხვევებში ქრონიკული პათოლოგიებიც უფრო მეტია ამ პაციენტებში: დიაბეტი, ენდოკრინული პათოლოგია. ამიტომ გაცილებით უფრო მეტი გეგმიური ვიზიტი უწევთ ამ პაციენტებს ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ ყველა რეკომენდაციას, მაინც არ არის საჭირო გადავდოთ გეგმური ვიზიტები“, - ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, უკვე არსებობს პროტოკოლი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაონ რეპროდუქტოლოგებმა და ემბრიოლოგებმა პანდემიის პირობებში.

„13 მარტს დაიდო რეკომენდაცია, რომ ახალი ციკლები არ უნდა დაგვეწყო და არ უნდა გვემუშავა და COVID-თან ერთად უნდა მივეჩვიოთ მუშაობას. 23 აპრილს დაიდო მსოფლიო რეკომენდაცია რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა ასოციაციის, რომელიც გვეუბნება როგორ უნდა ვიმუშაოთ. და იცით რა, ალბათ ეს ცხოვრება შეიცვლება და COVID-თან ერთად მუშაობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ, ყველა პაციენტი და ყველა ჩვენგანი უნდა აღვიქვათ როგორც ინფექციის წყარო. ამიტომ ვიმუშავებთ სრული დაცვით, რომ არ შევუქმნათ პაციენტებს რისკი და ასევე ჩვენ“, - ამბობს მუსერიძე.

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2021, 13:44

ეკონომიკა

არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული სესხის თანხა, თითოეულ საწარმოზე, 500 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებები განხორცილდა, რომლითაც დაზუსტდა არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის გასაცემი კრედიტის თანხა. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებზე არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული სესხის თანხა, თითოეულ საწარმოზე, 500,000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა.

27 სექტემბერი 2021, 13:41

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს

აღნიშნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა, Culture Trip-ზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო. საქართველოს საიმიჯო ინფორმაციის გავრცელება 28 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, საფრანგეთში; გერმანიაში; ბალტიის ქვეყნებში; ისრაელში; საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. საერთაშორისო პლატფორმა Culture Trip-ზე ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სათავგადასავლო, ეკო და აგრო ტურიზმს, ღვინოს და გასტრონომიას. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში (FB, Instagram; Twitter) საქართველოს საიმიჯო ფოტო მასალა განთავსდა, მომზადდა 9 სტატია, სოციალურ ქსელებში ე.წ. ჩვენების (Impressens ) რაოდენობამ 5,590,000 შეადგინა.

27 სექტემბერი 2021, 13:37

სამართალი

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

​​​​​​​გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატი ბრეგაძე

27 სექტემბერი 2021, 13:34

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: საქართველოს წარმატება კანონის უზენაესობის კომპონენტში მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია

იუსტიციის მინისტრი მსოფლიო ბანკის კვლევას „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს“ გამოეხმაურა. რატი ბრეგაძემ კანონის უზენაესობის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-4 ადგილს იკავებს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

27 სექტემბერი 2021, 13:31

ტაბლოიდი

ბრიტანეთში, დედისა და დედობილისგან უარყოფილი ჩოჩორი ადამიანმა შეიფარა

რძის ბოთლიდან სმა და საფენები - ასეთია 12 დღის ჩოჩორის ყოველდღიურობა, რომელიც ბიოლოგიურმა დედამ და დედობილმა ერთად უარყვეს. ის კაცმა შეიფარა და ოჯახთან ერთად უვლის. მას შემდეგ, რაც დედამ ჩოჩორი არ გამოკვება, ის სხვა ვირს მიაბარეს, თუმცა, რძე არც მან უწილადა.

27 სექტემბერი 2021, 13:28

ეკონომიკა

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია

მენეჯმენტის უმაღლეს რგოლებს შორის შეხვედრებზე განხილულ იქნა არაბეთის ეროვნულ ნავთობკომპანიასა და კორპორაციას შორის პარტნიორული და საქმიანი თანამშრობლობის პერსპექტივები.

27 სექტემბერი 2021, 13:22

პოლიტიკა

მსოფლიო ბანკის კვლევა World Governance Indicators: „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 45-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის მასშტაბით მე-19 პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. „გლობალური მმართველობის ინდიკატორებით“ ყოველწლიურად 214 ქვეყანა, მათ შორის მსოფლიო ბანკის 189 წევრი სახელმწიფო ისეთი პარამეტრების მიხედვით ფასდება, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი“, „ხელისუფლების ეფექტურობა“, „კანონის უზენაესობა“ „რეგულაციების ხარისხი“ და ა.შ., - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2021, 13:22

საზოგადოება

ჟვანიას სკოლამ USAID-ის მხარდაჭერით, პროექტი „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში“ წარადგინა

„პროექტის ფარგლებში 40 ბენეფიციარი გადამზადდება. უზრუნველყოფილი იქნება იმ სერვისების მდგრადობა, რომლებიც განვითარდება ამ სატრენინგო პროექტის ფარგლებში, დარჩება სისტემაში და მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის“, - განაცხადა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

27 სექტემბერი 2021, 13:17

თავდაცვა

ქართველი ოფიცრები უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო სწავლებაში Rapid Trident 2021 მონაწილეობენ

ქართველი სამხედროები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო დამკვირვებელ- მაკონტროლებელი ოფიცრებით არიან წარმოდგენილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას არ ველოდებით

„მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ, ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდებით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

27 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ელისო ბოლქვაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

27 სექტემბერი 2021, 12:56

COVID19

WSJ: ჯანმო ახალ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება განაახლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება განაახლოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

27 სექტემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიებს აგრძელებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა. 2021 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციამ 23 პრეს, ინფო და გასტროტური გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას; ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ პროვოკაციები მოაწყონ

ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და არა მხოლოდ, არამედ ჩვენს პარტნიორებს, ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში

მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ხელისუფლების ეფექტიანობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 38-ე, ევროპაში კი მე-19 ადგილზე დასახელდა

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5%-ის დონეზე იყო გაყინული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რეიტინგის მიხედვით, საქართველოში კანონის უზენაესობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში

„რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:43

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ

აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კავკასიის რეგიონში სამშვიდობო დიალოგის ფორმატის დაფუძნების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კუჭავა

27 სექტემბერი 2021, 12:40

პოლიტიკა

კახა კუჭავა: არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს

არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

27 სექტემბერი 2021, 12:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

1-ელ ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.