IMEDI /  02 მაისი 2020, 20:48 / სანდო წყარო

თერგვისსა და ფლავში თერმოსკრინინგი 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა.

მთელი დღის განმავლობაში ორივე სოფელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ.

უკვე გამოვლენილია და შესწავლილი იმ პაციენტის კონტაქტები, რომელსაც COVID19 2 მაისს დაუდასტურდა.

18 პირს მიეცა თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია. საეჭვო პირთა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. სულ 23 ნიმუშის, მათ შორის ცხელების ცენტრებიდან. ექიმები ტესტის პასუხს ხვალ ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ჩინეთი ტესტირება

26 მაისი 2020, 16:44

COVID19

უხანში კორონავირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად 9 დღეში 6,5 მილიონი ტესტი ჩატარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც 2019 წლის დეკემბერში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა, დაავადების გავრცელების მეორე ტალღის შესაჩერებლად 9 დღეში კორონავირუსზე 6,5 მილიონი ადამიანი გამოიკვლიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

26 მაისი 2020, 16:39

საზოგადოება

მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მსურს, გულითადად მოგილოცოთ და გავიზიარო ის სიხარული, რომელსაც ამჟამად განიცდით. ამასთან, მსურს, გისურვოთ თქვენ და თქვენდამი დაქვემდებარებულ პოლიციის ოფიცრებსა თუ სამოქალაქო თანამშრომლებს ჯანმრთელობა, უსაფრთხო სამსახური და კმაყოფილება ჩვენდამი მონდობილი მისიიდან“- ნათქვამია იაროსლავ შიმჩუკის მილოცვაში.

ესპანეთი კორონავირუსი გლოვა

26 მაისი 2020, 16:38

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა

გლოვა ოფიციალური ცერემონიით დასრულდება, რომელზეც მთავრობის წარმომადგენლები COVID-19-ით გარდაცვლილი 26 834 ადამიანის ხსოვნას მიაგებენ პატივს. ესპანეთში კორონავირუსის 235 400 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

26 მაისი 2020, 16:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ. ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სადგურის აღდგენის პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს.

26 მაისი 2020, 16:33

COVID19

Reuters-ი: გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 47 ათასს გადააჭარბა

გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 47 ათასს გადააჭარბა. ვირუსს 47 343 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ სტატისტიკაში იგულისხმება შოლტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და სამეფოს მაშტაბით ბოლო დროს საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რაოდენობაც.

26 მაისი 2020, 16:31

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

„ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის სახელით, პატივი მაქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი საქართველოს პოლიციას, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია, მივულოცო ქვეყნის დამოუკიდებლობა. გილოცავთ!“-ნათქვამია მარია გამეზ გამეზ-ის მილოცვაში.

თავისუფალი საქართველო

26 მაისი 2020, 16:27

პოლიტიკა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით „თავისუფალი საქართველო“ ხვალ საპროტესტო აქციას გამართავს

„თავისუფალი საქართველო“ ხვალ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. „27 მაისს, 13:00 საათზე, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარედ, პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს, მოთხოვნით: აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

26 მაისი 2020, 16:25

პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

საქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება.

კორონავირუსი ვაქცინა

26 მაისი 2020, 16:22

COVID19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად უკვე €9.5 მილიარდზე მეტი შეგროვდა

ჯერ კიდევ 4 მაისს, ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო ონლიან-კონფერენცია გამართა. აშშ-მა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პირველ ეტაპზე 7.4 მილიარდი ევრო შეგროვდა. ამ ინიციატივის მიზეზი - გლობალურ დონეზე ვაქცინების და წამლების შესაქმენლად კვლევები კოორდინაცია. პრეპარატების შექმნისთანავე ისინი ყველა სახელმწიფოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე ღარიბებისთვის.

26 მაისი 2020, 16:16

მსოფლიო

ავსტრალიაში 2019 წლის ხანძრებით გამოწვეულმა დაკვამლიანებამ 500-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავსტრალიაში გასული წლის რამდენიმეკვირიანი ხანძრებით გამოწვეულმა დაკვამლიანებამ და ჰაერის დაბინძურებამ უკვე 445 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გასულ წელს ავსტრალიაში ტყის ხანძრები რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ და რამდენიმეთვიანმა გვალვებმა გამოიწვია.

სალომე ზურაბიშვილი
რუვენ რივლინ

26 მაისი 2020, 16:10

საზოგადოება

ისრაელის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მოხარული ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კარგი ურთიერთობითა და თანამშრომლობით, რომელიც ეფუძნება დაახლოებით 2,600-წლოვან ებრაელთა საქართველოში ცხოვრების ძალიან დიდ ისტორიას - ამის შესახებ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისრაელის პრეიდენტის წერილში წერია, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.

ადამ კინზინგერი

26 მაისი 2020, 16:06

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ

„საქართველოს, ჩვენს დიდებულ მეგობრებსა და მოკავშირეებს, დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობთ და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ“, - წერს კინზინგერი.

26 მაისი 2020, 15:59

საზოგადოება

27 მაისს საქართველოს მოქალაქეები ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, 2020 წლის 27 მაისს, ავიაკომპანია Air India-ს რეისით სამშობლოს დაბრუნდება 15 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.

26 მაისი 2020, 15:56

ტაბლოიდი

ინდოეთში მშობლებმა შეცდომით ცოცხალი ჩვილი დაკრძალეს

ინდოეთის შტატ გუჯარატში მშობლებმა შეცდომით, ცოცხალი ჩვილი დაკრძალეს. ამის შესახებ The Indian Express-ი წერს. გამოცემის ცნობით, მეორე დღეს გამვლელმა იპოვა ჩვილი გოგო, რომელსაც მიწა ჰქონდა მიყრილი. ჩვილი ცოცხალი იყო და ტიროდა. კაცმა დაუძახა მეზობლებს, გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო. თუმცა ადგილობრივებმა ჩვილის ახლო მდებარე კლინიკაში გადაყვანა უფრო სწრაფად შეძლეს.

ვადიმ პრისტაიკო

26 მაისი 2020, 15:54

საზოგადოება

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკთხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ევროპული და ევროატლანტკური ინტეგრაციის საკთხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ვადიმ პრისტაიკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: „ჩემი გულითადი მილოცვა ჩვენ ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. თქვენი ძალა და თავისუფლებისადმი ერთგულება ჩვენ ყოველთვის შთაგვაგონებდა. მჯერა, რომ უკრაინის და საქართველოს პარტნიორობა გვაძლიერებს და ჩვენ ერთად მოვიტანთ მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში“, - ნათქვამია მის პირად Twitter გვერდზე.

26 მაისი 2020, 15:49

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 000-ს გადააჭარბა

ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 855 059-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 208 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 15 086-ს აღწევს.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 15:48

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: დამოუკიდებლობა ყველაფრის ქვაკუთხედია, დანარჩენი ყველაფერი მიღწევადია

„ილია ჭავჭავაძე ამბობდა „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“-ო, ასეა ზუსტად. დამოუკიდებლობა ყველაფრის ქვაკუთხედია . ყველაფერი დანარჩენი მიღწევადია, ყველაფერი დანარჩენი ადამიანის ნიჭზე, უნარსა და მონდომებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

გიორგი ვოლსკი

26 მაისი 2020, 15:44

ეკონომიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოაწყოს, ქულები და დივიდენდები ჩაიწეროს

მე არა მგონია, რომ სიმწვავე უნდა აკლდეს ოპოზიციის შეკითხვებს, პირიქით, მწვავეც უნდა იყოს და საქმიანიც, მაგრამ ეს სურვილები და ეს ოცნებები უკვე დიდი ხანია ჩავაბარეთ წარსულს, იმიტომ, რომ დიდი ხანია არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, მოხსენებაში, რომლითაც ხვალ, პრემიერი პარლამენტის წინაშე წარდგება ყველა მნიშვნელოვან თემაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და მმართველი გუნდის შეკითხვებიც შეეხება ყველა იმ თემას, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

ნათია თურნავა

26 მაისი 2020, 15:40

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც დამოუკიდებლობის საწინდარია

ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მან დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ბორჯომიდან მიულოცა.

26 მაისი 2020, 15:32

რეგიონი

აჭარაში ადმინისტრაციული შენობები და ბათუმის ბულვარი საქართველოს დროშებით გაფორმდა

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობები საქართველოს დროშებით გაფორმდა. დროშები გადმოიფინა ასევე ბათუმის ბულვარის სიმბოლოდ ქცეულ ისტორიულ კოლონადებზეც. ერთი დღით კი ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.