imedi /  03 მაისი 2020, 12:33 / სანდო წყარო

დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 633 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი რუსეთი

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 633 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 134 687-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში კიდევ 58 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1280-მდე გაიზარდა. კორონავირუსი რუსეთში ამ დროისთვის 16 639-მა ადამიანმა დაამარცხა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:45

პოლიტიკა

გიორგი გახარია სალომე სამადაშვილს: მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ იტყუებით

„კითხვის აი ასეთი პროვოკაციული ფორმულირების პირობებშიც კი მოსახლეობის 60% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საბედნიეროდ, არსებობს სხვა, ბევრად უფრო დამაჯერებელი კვლევებიც, რომლებშიც 70, 75 და 80%-ს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა, როგორც ნატოში გაერთიანების, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის არ ჩამოსულა“, - განაცხადა პრემიერმა.

ქვეშის ციხე

27 მაისი 2020, 17:44

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:40

პოლიტიკა

პრემიერი სამადაშვილს: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლო დროს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ, რომელიც სინამდვილეში არ გაქვთ

„ყველაფერთან ერთად, გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შესაბამისად ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც შეაფასებენ კონკრეტულად იმ 8 მარტის შეთანხმებასაც. სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავთ, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:39

COVID19

გიორგი გახარია: მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენმა ოლიმპიელებმა ვარჯიში და წვრთნა გააგრძელონ

საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენს ოლიმპიელებს, იმ 200 ადამიანს, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ ოლიმპიური საგზური, შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული პირობები იმისთვის, რომ ივარჯიშონ, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2020, 17:37

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ II-ს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან ალბერ II-მ კორონავირუსი გადაიტანა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია გიგა ბოკერიას: პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანა

„პოლიტიკური პროცესის დასრულების ყველაზე აქტიური სურვილი ვინმეს თუ აქვს, აქვს ხელისუფლებას. ეს უბრალოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის, აი ამ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით

რაღაც მოდელები თანამშრომლობის ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ. ასევე, სახელმწიფოს რეზერვების შექმნის, უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, გარკვეული სქემები უკვე აქვს. დაგროვილი რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. იმ ნაწილს, რაც შეეხება სასურსათო უზრუვნელყოფას ქვეყნის - აქ არანაირი პრობლემა იქნება. როგორც ამ კრიზისის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. დაახლოებით 1-2 საათი რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლებზე იყო პატარა დეფიციტი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები, ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა. უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში მეორე ტალღისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

27 მაისი 2020, 17:22

COVID19

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკომისია 750 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკომისია 750 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:22

COVID19

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, გამონაკლისის სახით, 2019 წლის ბოლო 6 თვის შემოსავლებით იხელმძღვანელებენ

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, გამონაკლისის სახით, მთავრობა წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებული შემოსავლების მიხედვით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:17

ეკონომიკა

გიორგი გახარია: მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე და ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ

ბიუჯეტის წარდგენის, ასევე პარლამენტის რეგლამენტის მიერ განსაზღვრული თარიღები არსებობს, მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დეპუტატ რომან კაკულიას კითხვას, რომელიც ბიუჯეტის პარამეტრებზე შეეხებოდა.

გია ვოლსკი

27 მაისი 2020, 17:12

პოლიტიკა

გია ვოლსკი ლუგარის ლაბორატორიაზე: რუსეთის მხრიდან ეს არის პოლიტიკური მუქარა, სანქციებს მიმართოს საქართველოს წინააღმდეგ

საქართველო არა თუ შემჩნეული არ არის, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ საფრთხეს, რომელზეც რუსეთი საუბრობს. ვფიქრობ, ეს მაინც არის პოლიტიკური მუქარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელისუფლების მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებზე.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:09

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თუ ვინმეს ვაწყენინეთ - ბოდიში

„ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების გვესმის, რატომ არ ვიყავი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა ამასაც თავიდანვე ვუპასუხებ - ეს რეგლამენტი არის თქვენი მიღებული და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები, ჩვენ ამ დროს მერწმუნეთ, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ამისთვის ცალკე ბოდიში. კიდევ ვიმეორებ, რეგლამენტი ამას ითვალისწინებს და ჩვენ არაფერი დაგვირღვევია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:08

პოლიტიკა

პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას გამორიცხავს

„​არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის ჩვენ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდე როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვან ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციული ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების არ იმუშავებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:03

საზოგადოება

გიორგი გახარია უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს დიასპორის დღეს ულოცავს

„მოგეხსენებათ, დღეს დიასპორის დღეა და ჩვენს ყველა თანამემამულეს, რომელიც დღეს ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობს და სად ცხოვრობს, მინდა, მათ ეს დღე მმივულოცო. განსაკუთრებით ასეთი გლობალური კრიზისის პირობებში, თითოეულ მათგანს მინდა დავპირდე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამშობლოში ცხოვრების შესაბამისი, ღირსეული პირობები შევქმნათ“.

თენგიზ ცერცვაძე

27 მაისი 2020, 17:00

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას

„მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად, არც ერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც ერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არც ჩემი გატაცებაა და არც ჩემი საქმე“, - განმარტა ცერცვაძემ.

27 მაისი 2020, 17:00

COVID19

საფრანგეთში საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობა აიკრძალა

საფრანგეთის მთავრობამ გააუქმა დებულება, რომლითაც საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაშვებული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ოფიციალურ მაცნეში, Journal-officiel-ში გამოქვეყნდა.

ამირან გამყრელიძე

27 მაისი 2020, 16:59

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყებას: ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ

ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება.

ლუგარის ლაბოარტორია

27 მაისი 2020, 16:56

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია

არაერთხელ განგვიცხადებია და არ დავიღლებით, ამის საჯაროდ განცხადებით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ საგარეო საქმება მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

27 მაისი 2020, 16:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი არ შესწირავს და არ დაეხმარება პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით

ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შესწირავს და არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით,- ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "ჯეო გრუპთან" და ტენდერებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას. „იმას, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები, მივესალმები. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ყველა კომპანიას, ვინც არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შეწირავს, არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტენდერებს, ტენდერებს იგებს კომპანიები ტენდერების საფუძველზე. შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფილიპ რიკერი

27 მაისი 2020, 16:41

საზოგადოება

ფილიპ რიკერი: აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშოროსო სამართლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ერთიან ღირებულებებზე, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ახლა კი ჩვენ ერთად ვებრძვით კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას“, - ამბობს რიკერი.