imedi /  03 მაისი 2020, 14:25 / სანდო წყარო

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გორის მუნიციპალიტეტში კოვინინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა.

თერგვისიდან, ფლავიდან და ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში 23 ნიმუში იყო გაგზავნილი.

პასუხების ნაწილი უკვე ცნობილია და მათგან ერთია დადებითია. ის თერგვისი-ფლავის შემთხვევებს უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 215 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 528. ინფექციას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 მაისი 2020, 20:14

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს. აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერმა „ლიკუდის“ საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაცია

25 მაისი 2020, 20:12

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

მარინა ენდელაძე

25 მაისი 2020, 20:10

COVID19

მარინა ენდელაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება დეზინფორმაციაა

„ამ საკითხზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. არ მგონია, რომ თუნდაც რომელიმე მინისტრმა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთოს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება აბსოლუტურად დეზინფორმაცია იყო. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პაციენტის შესახებ არაფერი დამალულა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

25 მაისი 2020, 19:54

COVID19

შვედეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა

შვედეთში, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო რბილი მიდგომა იყო მიღებული, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2020, 19:42

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, დავით კვერნაძე

25 მაისი 2020, 19:35

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი: მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა

მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია. როდესაც შეჯიბრზე დავყვებოდი ყველა მეკითხებოდა, რატომ იყო ის ასეთი წყნარი. მას შეეძლო წაგებულ თამაში საერთოდ არ ენერვიულა და მეორე დღეს ეს თამაში მოეგოო, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადმა მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:34

საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:28

საზოგადოება

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

25 მაისი 2020, 19:21

COVID19

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირების შეძენის გამო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებმაც ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირება შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:20

ეკონომიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ

საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია ეკონომიკური აქტივობების ნელ-ნელა დაწყების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

25 მაისი 2020, 18:58

COVID19

დიმიტრი პესკოვი საავადმყოფოდან გაწერეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომელსაც აქამდე კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა სააგენტო ТАСС-ს განუცხადა.

25 მაისი 2020, 18:53

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 141 შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ს სულ 4 340 ადამიანი ემსხვერპლა. ინფექცია 156 827 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 118 694 გამოჯანმრთელდა.

25 მაისი 2020, 18:47

COVID19

ჩეხეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნა მოხსნა

ჩეხეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

გოჩა ლორთქიფანიძე

25 მაისი 2020, 18:38

სამართალი

გოჩა ლორთქიფანიძე: 2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე სახელმწიფოს კომპენსაციის სახით დაახლოებით 6 მლნ ლარამდე თანხის გადახდა მოუწია

2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე სახელმწიფოს დაახლოებით 6 მლნ ლარამდე თანხის გადახდა მოუწია, - ამის შესახებ იურისტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მინისტრის მოდგილემ პარლამენტში მის მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მომენტის გამო.

25 მაისი 2020, 18:34

საზოგადოება

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპლაიტეტის სოფელ ტვიბში მდინარე მუხრა ადიდდა, საავტომობილო გზაზე გადავიდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უამინდობოს გამო დაზიანებული გზის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტირსთვის არის შესაძლებელი.

25 მაისი 2020, 18:33

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: აპრილში კომერციული ბანკების დეპოზიტები და სესხები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ აქვეყნებს სტატისტიკურ ინფორმაციას. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით (2.25%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.32%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.21 მლრდ ლარი შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 18:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება თუ შეძახილები, რომ სურთ, განახორციელონ საპარლამენტო კონტროლი, დემაგოგია და ფარისევლობაა

„ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული არაერთი რეფორმა ევროპული სასამართლოს ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული“, ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა. ამ საკითხზე მოსმენა დღეს კომიტეტის სხდომაზ მოსმენა გაიმართა.

მიხეილ მიშუსტინი

25 მაისი 2020, 18:26

COVID19

რუსეთის პრემიერი: ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ საზღვარგარეთ ტურისტული მოგზაურობისგან

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვისგან.

25 მაისი 2020, 18:24

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კოვიდინფიცრების 150-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსი 149 ადამიანს დაუდასტურდა. 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 4 271 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 2,741 გამოჯანმრთელდა, 51 კი ვირუსს ემსხვერპლა. აზერბაიჯნში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

25 მაისი 2020, 18:11

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები განიხილეს

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევ საკითხებთან ერთად, განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი უძღვებოდა. კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე, სსიპ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ - ლევან რაზმაძემ წარადგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ ზოგიერთ ელემენტთან დაახლოებასა და იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში.