imedi /  03 მაისი 2020, 16:31 / სანდო წყარო

Spiegel: ნატოში შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან

ნატო

ნატოში შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან და ამ მიზნით სპეციალურ გეგმას შეიმუშავებენ. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.

მისი ცნობით, გასულ კვირას ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებმა ნატოს გენმდივან, იენს სტოლტენბერგთან დახურული შეხვედრა გამართეს და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ამერიკელი გენერალი, ტოდ უოლტერსი იქნება. გამოცემის მტკიცებით, დახურულ შეხვედრაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღაზე კოორდინირებული პასუხი ალიანსის შიგნით ნდობისა და ერთიანობის ლაკმუსის ქაღალდი იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:05

პოლიტიკა

პრემიერი ბოკერიას: ბატონო გიგა, ალბათ ვინმე გაგიჯავრდათ და გუშინწინდელის შემდეგ ზედმეტად აგრესიული ხართ, დაწყნარდით

„არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იქნება ჩამონგრეული. თქვენ აი ამ, სულელური ციფრებით მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდით, თქვენ პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც თქვენ ცდილობთ რომ აქ რაღაცნაირად ვიღაცა მოხიბლოთ - გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 17:03

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: მარტივად შევადაროთ, ნაცმოძრაობამ 8 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე 4%-ით შეამცირა, ჩვენ 6 წელიწადში 10% კლება დავაფიქსირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სიღარიბე ქვეყანაში მხოლოდ 4%-ით შემცირდა. „ქართულმა ოცნებამ“ კი 6 წლის განმავლობაში სიღარიბის 10%-ით შემცირება შეძლო.

ნათია თურნავა

29 მაისი 2020, 16:57

პოლიტიკა

ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ

ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც 8 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, მოსახლეობა ამ დონეზე გვენდობა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ეფექტური მუშაობა ისევ და ისევ ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის „გორბის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 55 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა. მეორე პოზიციაზე გასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი გამოკითხულთა მხოლოდ 12 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 16:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსს“: მუდმივად ჩვენი ამორჩევა, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

მუდმივად ჩვენი ამორჩევა, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. „ზონდერი ბასიშვილი მიზის წინა სავარძელზე და ვითომც არაფერი. ეს ხომ თქვენი სტილია, რა მოხდა. ყველას მოგიწოდებთ, პრემიერსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და უმრავლესობის წევრებსაც, როდესაც ლაპარაკობთ ზოგადად ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ბაჩანა არაბული

29 მაისი 2020, 16:53

სპორტი

ბაჩანა არაბული საბერძნეთის „პანიონისის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა არაბული საბერძნეთის „პანიონისის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 26 წლის ფორვარდს ხმა გამოკითხულთა 24.41-მა პროცენტმა მისცა.

29 მაისი 2020, 16:53

საზოგადოება

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი დედამიწის დღე. 2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 16:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ადამიანი და მასზე ზრუნვა არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება, ეს გამოისახება იმ ეკონომიკურ პაკეტში, რომელიც მთავრობამ შესთავაზა საზოგადოებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, დღეს პარლამენტში სიტყვიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ზრუნავს მოქალაქეებზე, რასაც შეთავაზებული ეკონომიკური პაკეტი ადასტურებს.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 16:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 21 ივნისს ჩვენ უკვე შეგვიძლია, პირველი მოსმენით მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი

21 ივნისს ჩვენ უკვე შეგვიძლია, პირველი მოსმენით მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ ამ ვალდებულების შესაბამისად ვიმოქმედებთ და სხვებსაც აქეთკენ მოვუწოდებთ. ეს მათი პასუხისმგებლობაა და თუ პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებენ, ამ შემთხვევაში, ეს მათთვის უკეთესი იქნება. ჩვენ არაფერს არც ვიგებთ და არც ვკარგავთ იმით, ისინი რას მისცემენ ხმას და რას არ მისცემენ. მთავარია, სრულად ვიყოთ მობილიზებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 16:45

საზოგადოება

გიორგი გახარია: სკოლებში სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია

სველი წერტილები სკოლებში სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან, განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერი ოპოზიციას მშენებარე და კაპიტალურად გარემონტებული სკოლების სტატისტიკის მიწოდებას დაჰპირდა. „აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, წერილობით სტატისტიკასაც მოგაწვდით, უბრალოდ არ მინდა ახლა აქ დრო დავხარჯო, რამდენი ახალი სკოლა შენდება და რამდენს უტარდება კაპიტალური რემონტი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 16:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში ამდენი ტყული ისმის

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში ამდენი ტყული ისმის. დღევანდელი დღის კონკრეტული მონაკვეთი შეეხება ინტერპელაციას ნაციონალური მოძრაობის მიერ დასმულ კითხვას. დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე რამდენიმე დღე იმუშავეს „ნაცებმა“ და ბატონი რომანი [გოცირიძე] თავისით არ გადაწყვეტდდა, როგორ მიეყენებინა ზიანი პრემიერ გახარიასთვის“.

29 მაისი 2020, 16:39

მსოფლიო

მინეაპოლისის პოლიციამ CNN-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლა

ქალაქ მინეაპოლისის პოლიციამ CNN-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. CNN-ის გადამღები ჯგუფი მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციისას პირდაპირ ეთერში დააპატიმრეს.

გიგა ბოკერია

29 მაისი 2020, 16:38

საზოგადოება

გიგა ბოკერია: თქვენ უფრო ჭკვიანები რატომ ხართ, ვიდრე ის, ვინც თვითონ უნდა წყვეტდეს, როდის დახარჯოს თავისი ფული

თქვენ უფრო ჭკვიანები რატომ ხართ, ვიდრე ის ხალხი, ვინც თვითონ უნდა წყვეტდნენ, როდის უნდა დახარჯონ თავისი ფული? თქვენ თუ „შავი დღე“ ახლა არ გიდგათ, იმ ხალხს უდგას, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მულტიფუნქციური სპორტის სასახლე

29 მაისი 2020, 16:33

საზოგადოება

შალვა გოგოლაძემ მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, პაატა გურასპაულთან ერთად, თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა და სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

29 მაისი 2020, 16:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: 53 საქმეა სტრასბურგიდან, წინა ხელისუფლების დანაშაულების გამო, ჩვენ დღეს ფული უნდა გადავიხადოთ

ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პლენარულ სხდომაზე უპასუხა, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 16:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია ოპოზიციას: ეტყობა დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ

„მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, რა თქმა უნდა დღეს აქ ვდგევართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად და ასევე, ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც არ უნდა ითქვას და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები სძლევს - ეტყობა, დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ნათია თურნავა

29 მაისი 2020, 16:26

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

2012 წელთან შედარებით პრაქტიკულად ჯერადობით გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი, ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი, პენსიის ოდენობა, მასწავლებლების ხელფასი და სხვ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გვქონდეს პროგრესი - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ამ დიდი გლობალური გამოწვევის დროსაც კი ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება, იქნება ეს ბიზნესის დახმარება, თუ რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

29 მაისი 2020, 16:24

ეკონომიკა

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა

ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა(მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2-საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

29 მაისი 2020, 16:20

COVID19

15 ივნისიდან საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის

15 ივნისიდან 29 ქვეყნიდან ტურისტები საბერძნეთში გამგზავრებას შეძლებენ. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობაში განაცხადეს.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 16:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობას“: მაზოხისტები ხართ, სადისტები იყავით

ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას უპასუხა. „რაც შეეხება „ნაცკლასტერს“, მაზოხისტები ხართ, სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში და რამდენი ადამიანია ამით დაზარალებული“.

დიმიტრი ხუნდაძე

29 მაისი 2020, 16:17

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი საერთო ევროპულს უახლოვდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა. პიკური მაჩვენებელი ამ მხრივ იყო 2009 წელს, დღეს კი ის უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.