IMEDI /  04 მაისი 2020, 14:15 / სანდო წყარო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.

თერმოსკრინინგი უტარდება როგორც ხალხმრავალ ობიექტებთან მყოფ და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს, ასევე მათ აკითხავენ სახლებშიც.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგს გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს დეპუტატები და ა(ა)იპების თანამშრომლები ახორციელებენ.
გურჯაანში თერმოსკრინინგი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 16:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ტურისტული კომპანიებისა და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა

ბიზნესის ნაწილში, ქონების გადასახადი სრულად იქნა გადავადებული წლის ბოლომდე, ტურისტული სექტორის საშემოსავლო გადასახადებიც ასევე გადავადდება. სასტუმროები, რომლებსაც ბრუნვა აქვთ 20 მილიონ ლარამდე, მათ სახელმწიფო ბანკის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარება, ამისთვის ჩვენ ფული დარეზერვებული გვაქვს. მაგრამ სასტუმროები, რომლებიც არიან უფრო მსხვილი, 20 მილიონზე მეტი ბრუნვით, მათ სახელმწიფო ეხმარება ქონების გადასახადის შეღავათით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ, ძალიან კარგად ესმით რაზეც ვსაუბრობ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

ზაზა გაბუნია

27 მაისი 2020, 15:59

პოლიტიკა

ზაზა გაბუნია: ოპოზიციამ აბსურდის მიღწევის საკითხში საკუთარი ანტირეკორდი მოხსნა

„უკვე აშკარაა, რომ ოპოზციის მიზანი გახლავთ გააბუნდოვანოს საკითხი, დაამძიმოს სურათი და შეგნებულად თუ შეუგნებლად ერთმანეთში აურიოს საკითხები, რომ უბრალოდ არ შედგეს დისკუსია, არ შედგეს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც, დიახ, არის პროგრესი, არის გამარჯვება, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება მადლობას არ ითხოვს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ირმა ინაშვილი

27 მაისი 2020, 15:55

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: მთავრობა ხალხს ეუბნება, რომ დახმარებები იქნება ორი თვის შემდეგ და ეს ორი თვე როგორ იცხოვრეს ამ ადამიანებმა, ვეკითხებით ამას?

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, ახალი კორონავირუსის გამო შემნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის პრობლემურია.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 15:46

პოლიტიკა

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე მეტად დასჭირდება

მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილის მიერ, stopcov ფონდში გაწეულ დონაციასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა ამ დონაციას გამოიყენებს მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად დასჭირდება. მთავრობის მეთაურმა ბიზნესომბუდსმენს stopcov ფონდის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

ელენე ხოშტარია

27 მაისი 2020, 15:42

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია მთავრობას კორონავირუსის ოფიციალურ სტატისტიკაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მინიშნების გაკეთებას სთავაზობს

„აბსოლუტურად მესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდინფიცირებულის აღრიცხვა ტექნიკურად შეუძლებელია, მაგრამ ეგებ გაგვეკეთებინა, რჩევის სახით მინდა გითხრათ, მინიშნება, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ არ იყოს სურათი, რომ საერთოდ გამოტოვებულია ეს ორი ტერიტორია“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

გოგა გულორდავა

27 მაისი 2020, 15:40

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: ვინც გუშინდელი ქალაქის მორთვა დაგვიწუნა, მათ 2011 წლის 26 მაისი მინდა შევახსენო, როდესაც საკუთარი მოქალაქეები სისხლში ჩაახრჩეს

„მათ, ვისაც 2011 წლის 26 მაისთან დაკავშრებით მოკლე მეხსიერება აქვთ, მინდა ეს დღე შევახსენო, როდესაც საკუთარი მოქალაქეების სისხლში ჩახრჩობით ​ და გვამების რუსთაველის მოედანზე დალაგებით შეხვდნენ ამ დღეს. ზოგიერთმა მათგანმა ეს დღე საერთოდ ვერ გახსენა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

27 მაისი 2020, 15:33

საზოგადოება

აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა

სააღსრულებო სერვისებით სარგებლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტით უკვე შესაძლებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. ვიზიტამდე წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე აუცილებელია (my.gov.ge).

გიორგი ვოლსკი

27 მაისი 2020, 15:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გულდასაწყვეტია, რომ ზოგი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე, საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე, საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიც არის, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას“.

27 მაისი 2020, 15:25

ეკონომიკა

ბიზნეს ასოციაცია ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს მიესალმება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თენგიზ ცერცვაძე

27 მაისი 2020, 15:23

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ დააზუსტა, რომ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად COVID-19-ის ანტისხეულები ათასიდან 6 ადამიანს აღმოაჩნდა და არა 6 პროცენტს

„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული. მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა - ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ, დაზუსტებული ადამიანებით 6 ადამიანი. 6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რომან კაკულია

27 მაისი 2020, 15:23

COVID19

რომან კაკულია პრემიერს: არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია სუბსიდირებული პროდუქტების მიმართ?

პანდემიის განმეორების შემთხვევაში, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული სტრატეგია იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ჩვენ ამ ეტაპზე, სუბსიდიით მივუდექით? - ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ქვეყნის პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

27 მაისი 2020, 15:21

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: პრემიერ-მინისტრის დღევანდელი მოხსენება იმის თვალნათელი მაგალითია, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს მიდიოდა სწორად, გონივრულად, სწრაფად

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოხსენების შემდეგ, დაინტერესდა მთავრობის გეგმებით იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც კულტურის სფეროში კოლექტიურად ქმნიან პროდუქტს.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2020, 15:14

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მზად ვართ, არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე

„ოქტომბრის ბოლოს გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი არჩევნები საქართველოში. ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დესტრუქციული ძალისგან, ჩენი ოპოზიციისგან მიეწოდება დეზინფორმაცია და მნიშნელოვანია, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი, სადამკვირვებლო ფართო მისიები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ამ არჩევნებთან დაკავშირებით“.

თამარ ჩუგოშვილი

27 მაისი 2020, 15:05

პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლება კრიზისს საკმაოდ ეფექტურად გაუმკლავდა

„დღეს თავს ყველა უფრო მეტად დაცულად ვგრძნობთ, ვიდრე ცოტა ხნის წინ და შესაბამისად, ეს როგორც ხელისუფლების მუშაობის, ასევე ჩვენი მოქალაქეების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა და ამისთვის ყველას მადლობა ეკუთვნის“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

27 მაისი 2020, 14:59

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღია ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას

რუსეთი სისტემატურად არღვევს ღია ცის ხელშეკრულების დებულებებს, ახდენს მის პოლიტიზებას და აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში.

ეკა ბესელია

27 მაისი 2020, 14:57

პოლიტიკა

ეკა ბესელია პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მთავრობის გეგმით დაინტერესდა

„ერთი ეხება სწორედ ​იმ ადამიანების სამართლიან სოციალურ გარანტიებს, რომელთა მიმართ არაერთხელ, სხვადასხვა ფორმატში ყველამ გამოვხატეთ. ესენი არიან ექიმები, სამედიცინო პერსონალი, ყველა ის ადამიანი, არა მხოლოდ სამედიცინო სპექტრი, არამედ მათ შორის ისინი, ვინც იდგნენ ამ გამოწვევის დრო წინა ხაზზე და ვისზეც გადავიდა ყველაზე მეტი ტვირთი. მათი სოციალური ანაზღაურების საკითხები, რომელიც არის ერთ-ერთი პრობლემა, ამაზე სად არის ნაფიქრი და რას აპირებთ, იმიტომ რომ ეს იყო პრობლემური საკითხი იქამდე, სანამ პანდემიად გამოცხადდებოდა გამოწვევა“, - კითხულობს ბესელია.

სერგი კაპანაძე

27 მაისი 2020, 14:56

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: შერჩევითი სამართლის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც საგანგებო მდგომარეობისას რელიგიური დღესასწაულების დროს ხდებოდა

„შერჩევითობის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც რელიგიური დღესასწაულების დროს ხდებოდა. თქვენ დააწესეთ ძალიან მძიმე ჯარიმები კომენდანტის საათის დარღვევაზე, საგანგებო მდგომარეობით შემოღებული შეზღუდვების დარღვევაზე და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამას ღიად არ დაემორჩილა, არ დაჯარიმდა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნინო წილოსანი

27 მაისი 2020, 14:49

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩვენ უსაფრთხო კუნძულივით ვართ იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სადაც ირგვლივ მყოფი ქვეყნები ეპიდემიის საკმაოდ მაღალი გავრცელების ხარისხში არიან

„ ვიცი თქვენი სწორი რეაგირება და ხედვა ტურიზმის დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით. თქვენი მეთაურობით შემუშავებული ყველა პროგრამა მეტ-ნაკლებად კარგად პასუხობდა ამ სექტორის პრობლემებს თუმცა, არ შემიძლია არ გავაჟღერო გიდების, მძღოლების, ტურისტული კომპანიების თხოვნა, რომლითაც ისინი მე დამიკავშირდნენ. საქმე ეხება ერთ შემთხვევაში ტურისტული ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან ოფიციალურად დასაქმებული ადამიანებისთვის 1200 ლარიანი დახმარების მიღების შემთხვევებს. ტურიზმის სექტორი მეტ-ნაკლებად სეზონურია და პერიოდული, ამიტომ ა. წ. პირველ კვარტალში, მათ არ ჰქონდათ ფინანსური მოძრაობა და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი გადახდილი არ აქვთ თუმცა, წინა წლის საკმაოდ დიდ პერიოდში ისინი საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ. ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე თხოვნა არის - იქნებ გათვალისწინებული იყოს წინა წლის შემოსავლები“, - აღნიშნული თხოვნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც პრემიერმინისტრი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენდა.

რომან გოცირიძე

27 მაისი 2020, 14:43

პოლიტიკა

რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს კოვიდფონდიდან ფულის დახარჯვისკენ მოუწოდა

წერილი მოგწერეთ თქვენ და მაინტერესებდა კოვიდფონდის ხარჯვის შესახებ. რატომ არის ეს ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ? 133 მილიონი ლარი არის ამ ფონდში აკუმულირებული და ჯერ პასუხი არ მიგვიღია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საქართელოს პრემიერ-მინისტრს პარალამენტში მოხსენების დასრულების შემდეგ ჰკითხა.

თინა ბოკუჩავა

27 მაისი 2020, 14:31

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა

„კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე, დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსც თქვენ უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით? რომ 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა? რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე, მაშინ, როდესაც 90%-ის უდიდესი ნაწილი ასევე სიღარიბეშია?“, - კითხულობს ბოკუჩავა.