imedi /  04 მაისი 2020, 14:41 / სანდო წყარო

კახეთში 10 საკარანტინო ზონაში მყოფ 500-მდე პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში კორონავირუსზე ტესტირება 10 საკარანტინო ზონაში მყოფ 500-მდე პირს ჩაუტარდა. ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მოქალაქეებს COVID-19-ზე საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამი დღით ადრე კიდევ გამოიკვლევენ.

"საკარანტინო ზონებიდან ნიმუშების აღება გრძელდება. კარანტინში მყოფ ყველა მოქალაქის ანალიზის ნიმუშებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა რომელიმე მათგანს COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ლუგარის ლაბორატორიაში ვაგზავნით სამი დღით ადრე, სანამ ისინი დატოვებენ ამ სივრცეს", - განმარტა ნელი ხიზანიშვილმა.

რაც შეეხება ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეებს და მედიკოსებს, რომელთა რაოდენობა 147-ს აღწევს, ამ ეტაპზე სპეციალისტები, 45 კონტაქტის ბიოლოგიური ნიმუშის პასუხებს ელოდებიან.

კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. COVID- 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2020, 21:46

COVID19

ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.

03 ივნისი 2020, 21:42

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს ვიზუალური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები გადაეცა

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა.

03 ივნისი 2020, 21:41

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყება ყველა მედიასაშუალებას მოუწოდებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება.

03 ივნისი 2020, 21:07

სამართალი

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლა იყო. არიან დაშავებულები

თბილისში ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არიან მსუბუქად დაშავებულები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ჯუზეპე კონტე

03 ივნისი 2020, 21:06

COVID19

იტალიის პრემიერი: ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა.

03 ივნისი 2020, 20:54

რეგიონი

ბათუმში, მოძრაობის „შემახე ამნისტია“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა „შემახე ამინისტია"-ს წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას ითხოვენ და საპროტესტო აქციას ყველა ქალაქში აანონსებენ.

ლიონელ მესი

03 ივნისი 2020, 20:40

სპორტი

ლიონელ მესიმ ტრავმის გამო „ბარსელონას“ ვარჯიში გამოტოვა

არგენტინელმა სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. მიზეზი ტრავმა გახდა, რომლის გამოც მესი მინიმუმ 10 დღე სრულფასოვან ვარჯიშს ვერ შეძლებს. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „ბარსელონა“ 13 ივნისს „მალიორკასტთან“ გამართავს. მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

მიხეილ სააკაშვილი

03 ივნისი 2020, 20:27

მსოფლიო

სააკაშვილმა ონლაინ-შეხვედრის მონაწილე „ეშმაკთან გაუშვა“

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ონლაინ-რეჟიმში დასმულმა კითხვამ გააღიზაიანა. კითხვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს ეხებოდა, რომლის გადადგმასაც უკრაინის მოსახლეობა საბჭოსგან ელის, რასაც სააკაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. „კითხვა ნიკოლაი სტოიკოსგან: როდის იქნება კონკრეტული საქმეები? ნიკოლაი სტოიკო, თქვენ როდის გექნებათ კონკრეტული საქმეები? ან რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? მოდით, ერთად მოვყვეთ, რომ მე, სააკაშვილი მოვედი და ერ კვირაში იმედები გაგიცრუეთ... ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ. უკვე ყელში ამომივიდა ასეთი საუბარი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

03 ივნისი 2020, 20:26

COVID19

ჯანმომ ჰიდროქსიქლოროქინი „სოლიდარობის კვლევაში“ დააბრუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი „სოლიდარობის კვლევაში“ დააბრუნა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 20:25

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, პირბადეების იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა

სამი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიო პირბადეების დეფიციტს განიცდიდა, საქართველომ შეძლო და იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „მედიფარის“ პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითრაების სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

03 ივნისი 2020, 20:24

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის მოქმედი შემადგენლობა დაითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დღეს დილით ლუკაშენკომ სხდომა გამართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ იმსჯელეს.

03 ივნისი 2020, 20:09

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძემ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ონლაინ დიალოგში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კანონპროექტი, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გათვალისწინებულია საქართველოში კაპიტალის ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების დონე.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი

03 ივნისი 2020, 19:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევას გონივრული ნაბიჯი უწოდა

თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რადიო „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, - ინფორმაციას reuters.com-ი ავრცელებს. „ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პუტინს ეხება. ამიტომ, მისი მიწვევა ბევრ საკითხს უფრო მარტივად გადაჭრიდა,“ - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

03 ივნისი 2020, 19:52

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს

„კომიტეტი ამის შემდეგ ექსპერტთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება სახელმწიფო უწყებებს, იმისთვის, რომ ამ თემის ირგვლივ მოკვლეული პრობლემატიკა იქნეს მაქსიმალურად აღმოფხვრილი და გატარდეს ის ღონისძიებები, რასაც კომიტეტი მიიჩნევს აუცილებლად იმისთვის, რომ პრობლემა აღმოიფხვრას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

03 ივნისი 2020, 19:42

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში ფრენების განხორციელებას აუკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში ფრენების განხორციელებას აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პეგი პოუპი

03 ივნისი 2020, 19:38

კულტურა

ამერიკელი მსახიობი პეგი პოუპი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი პეგი პოუპი გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება. პოუპის სამახიობი დებიუტი თეატრში 1950-იანი წლების ბოლოს შედგა, 1960-იანი წლებიდან ის სერიალებსა და ფილმებში მონაწილეობდა.

მარკ ესპერი

03 ივნისი 2020, 19:26

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: სამხედროების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი მხარს არ უჭერს ამბოხების შესახებ კანონის გამოყენებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს სამხედროები გამოიყენოს არეულობების ფონზე სამართალდამცველების ფუნქციების შესასრულებლად.

ეკატერინე მიქაბაძე

03 ივნისი 2020, 19:24

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძემ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტზე ონლაინ დიალოგში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ კანონპროექტის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ონლაინ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. დიალოგი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

03 ივნისი 2020, 19:16

მსოფლიო

თურქეთში აშშ-ში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები დააკავეს

დემონსტრაცია აშშ-ში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ გაიმართა. დემონსტრანტებმა იქ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ძალა მას შემდეგ გამოიწყენა, რაც 50-მა აქტივისტმა პოლიციის მოწოდება არ შეასრულა და არ დაიშალა.

03 ივნისი 2020, 19:06

პოლიტიკა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ბერნის მერთან შეხვედრა გამართა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ირაკლი ხუცურაულმა ბერნის მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-შვეიცარიის ორმხრივ ურთიერთობებს, კერძოდ ხაზი გაესვა, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების 102 წლისთავი აღინიშნება.