IMEDI /  04 მაისი 2020, 17:32 / სანდო წყარო

ბიძინა კულუმბეგოვი: შეიძლება ვაქცინა შეიქმნას, მაგრამ ის არ იყოს ხანგრძლივი იმუნიტეტის გამომუშავების გარანტია

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

ალბათ სჯობს, რომ ვაქცინა იყოს ძალიან კარგად გამოცდილი, კარგად გააზრებული, კვლევის ფარგლებში დიდ პოპულაციაზე დატესტილი და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს მისი გლობალური გამოყენება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ არ დამთავრდა რაღაც ციკლი ეპიდემიური და არ გაირკვა ბოლომდე ექვემდებარება თუ არა სეზონურობას, ნესტისა და ტენიანობის გავლენას, ექვემდებარება თუ არა მოდალობებს, რომელსაც რესპირაციული ინფექციის 99%-ი ემორჩილება, მაშინ შეიძლება სხვა მიდგომა იყოს.

„მაგრამ ეს თუ ისევ დარჩა იმ ჩარჩოებში, რასაც ვუყურებთ რესპირაციული დაავადებების დროს, მე ვფიქრობ, რომ რაღაც თვალსაზრისით ის სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ შეიძლება მობრუნდეს, მაგრამ ის არ იქნება იმდენად დამაზიანებელი და რთული, თუ ჩვენ მომზადებული შევხვდებით.

ვაქცინას ბევრი ნიუანსი აქვს. აჩქარება ვაქცინასთან მიმართებაში არ იქნება სწორი. თუ გადავხედავთ პრეისტორიულ მონაცემებს, ვაქცინის შექმნის მცდელობა იყო მერსის დროს. ეს იყო კორონავირუსის წინა შტამი 2012 წელს. ამ ვაქცინამ გამოიწვია შინაგანი ორგანოების დაზიანება და და არ მიეცა შესაძლებლობა, რომ განვითარებულიყო“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ახლა არის ვითარება, როცა სამედიცინო ბიოტექნოლოგიები სულ სხვაგვარია. „ახლა სულ სხვა არის მსოფლიო, ვიდრე იყო იყო 5-10 წლის წინ ან 3 თვის წინ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ვირუსს გენომური და მუტაციური ცვალებადობა აგრესიული არ აქვს. აღწერილია 600-მდე მუტაცია, მაგრამ სამი ან ოთხია მნიშვნელოვანი, რამაც შესაძლოა ვაქცინის ეფექტურობაზე მოახდიონოს გავლენა. თუმცა აქაც შეიძლება იყოს გამოსავალი.

ჩვენ ვიცით გრიპის ვირუსის მაგალითი, როდესაც ერთი და სტაბილური ვაქცინა არ გვაქვს. მაგალითად გვაქვს სტაბილური ვაქცინები წითელა, წითურა, ყბაყურაზე, ბე ჰეპატიტის ვირუსზე, მაგრამ გრიპთან მიმართებაში სტაბილური ვაქცინა არ არსებობს და თითქმის ყოველ წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იმ შტამს შეიტანს მხოლოდ, რომელიც ყველაზე აქტუალურია ან მუტაცია განიცადა შესაბამისმა ანტიგენურმა კომპონენტმა“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 01:46

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჟურნალისტს: თქვენ რომ მატყუარები არ იყოთ, არც კი დავფიქრდებოდი, წავშლიდი Twitter-ის გვერდს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკაში რომ პატიოსანი მედია იყოს, ის Twitter-ის პროფილს აუცილებლად წაშლიდა.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 01:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კანონიერად რომ შეიძლებოდეს Twitter-ის დახურვა, ამას გავაკეთებდი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იურისტებთან სოციალური ქსელი „ტვიტერის“ დახურვის შესაძლებლობის საკითხს შეისწავლის.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 01:07

საზოგადოება

კახა კალაძის განცხადებით, პოლიცია მეტროში მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებს

„იმედი მაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროსაც ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ავტობუსებს რაც შეეხება, აქ ერთადერთი მოთხოვნაა პირბადით ასვლა. დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიცირების არ ჩართვა. ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა. მეტროშიც, საპატრულო პოლიცია დაგვეხმარება და მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 00:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელების რეგულირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სოციალური ქსელების მუშაობის რეგულირების შესახებ განკარგულებას.

ავტობაზა

29 მაისი 2020, 00:49

საზოგადოება

კახა კალაძე: მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია, რომ მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ 29 მაისიდან მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს.

მერაბ ფაჩულია

29 მაისი 2020, 00:46

პოლიტიკა

GORBI-ის დამფუძნებელი: დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ გაიუმჯობესებს 2016 წლის მონაცემებს

მერაბ ფაჩულიას თქმით, GORBI-ის კვლევის შედეგები 1990 წლიდან აქვს. „დღეს სიტუაცია სხვანაირადაა - ჩვენ ვსაუბრობთ, უფრო კრებითი პროცენტებით, რაც სხვა სიტყვებით არის, მმართველი გუნდის და არა ერთი ადამიანის, ქართული ოცნების თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შეფასება. თუმცა, ვერავინ ვერ უარყობს ბატონი ივანიშვილის პოლიტიკურ წონას“,- აღნიშნა ფაჩულიამ.

ვალერიან გორგილაძე

29 მაისი 2020, 00:41

პოლიტიკა

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისმა ე.წ. ციხის კადრების მსგავსად „ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაცია მოახდინა

კომპანია „გორბის" მიერ ჩატარებვული კვლევის შედეგები დიდწილად განპირობებულია კორონავირუსის კრიზისით, კორონავირუსი კი თანამედროვე ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეპიდემიოლოგიური კრიზისი; სწორედ ამ დროს „ქართული ოცნების" მთავრობამ მოახდინა მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი კრიზისული მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკების დემონსტრირება, ამიტომ ვხედავთ ჩვენ ამ რეიტინგის ზრდას" - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში" სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ ისაუბრა.

ვიქტორ ყიფიანი

29 მაისი 2020, 00:33

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი GORBI-ის კვლევაზე: ოპოზიციას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი, რომ შედეგებში ასახულ წარმატებას მიაღწიოს

„ეს კვლევა ჩემთვის სარწმუნო ნიშანია, რომ ამ შედეგს შეიძლება ვენდოთ და სარწმუნოდ მივიჩნიოთ. ნიშანი არის ამ კვლევის არა მხოლოდ გამოკითხვა, არამედ ასისტირება, დახმარება, ნავიგაცია, გზის ჩვენება და კიდევ ერთხელ მონიშვნა, სად გვიჭირს და სად უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული“, - აღნიშნა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა.

ლუსი ფლინი

29 მაისი 2020, 00:25

პოლიტიკა

GORBI-ს კვლევის დიზაინისა და ანალიზის დირექტორი: ვფიქრობ ბევრი ადამიანი ბედნიერია იმით, რომ ამჟამად საქართველოში ცხოვრობს

„ახლახანს ჩავატარეთ კვლევა თქვენთვის, ტელეკომპანია იმედისათვის. ზარები ჩვენი პანელური კვლევის წევრებისათვის განხორციელდა 15-19 მაისს და გამოიკითხა 1’090 ზრდასრული რესპონდენტი. კვლევის ძირითადი თემა ეხებოდა კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზის. როგორ შეცვალა ამ კრიზისმა ადამიანების ცხოვრება, მათი აზრით როგორ უმკლავდება მთავრობა ამ კრიზისს და ა.შ“- განაცხადა ლუსი ფლინმა.

29 მაისი 2020, 00:21

მსოფლიო

აშშ-მა „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერის შესახებ ინფორმაციისთვის 3 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა

აშშ-მა სამი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „დაეშის“ მთავარი პროპაგანდისტის, მუჰამად ჰადირ მუსა რამადანის დაკავებაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 00:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე GORBI-ის კვლევაზე: ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვს

„საერთო სურათი არის ის, რომ ოპოზიცია არის მთლიანად გაკოტრებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათი პროცენტები არის ძალიან დაბალი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვთ და მეორეც - არც არავითარი დესტრუქციის რესურსი აღარ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 00:00

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: მოსახლეობა გვენდობა და ეს ნდობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს

ჩვენ ვცხოვრობთ განვითარებად, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენი მთავარი გამოწვევა ისევ და ისევ არის სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 23:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არასდროს პარლამენტის ნდობის რეიტინგი არ ყოფილა ისეთი, როგორიც დღესაა

„დარწმუნებული ვარ, რომ აქაც არაფერი გამოუვათ, იმიტომ რომ საზოგადოების მხარდაჭერა კონკრეტულ პარტოებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს რომ თავი დავანებით, არის მშვიდობისკენ, სტაბილიზაციისკენ, განვითარებისკენ და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ როგორც ახლა მოერიეთ კორონავირუსს, ისევე მოვერიოთ რეცესიას, იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც ამ ინფექციამ მოიტანა და რომლის დაბრალება უნდათ ხელისუფლებაზე, მაგრამ ასე არ გამოვა. ყველა ხედავს, მთელ მსოფლიოში ასეა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

28 მაისი 2020, 23:50

მსოფლიო

დაეში: კორონავირუსის პანდემია ჩვენი მტრებისთვის ღვთაებრივი სასჯელი იყო

ტერორისტული დაჯგუფება დაეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ღვთაებრივი სასჯელი იყო მათი მტრებისთვის. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ აუდიოჩანაწერის მეშვეობით გაავრცელა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა ნამდვილად არ იყო

ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, გარკვეულ კვლევებს ვატარებთ და გვაქვს წარმოდგენა საზოგადოებრივ აზრზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გითხრათ, რომ ცოტა მაღალია ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ჩვენი პარტიის შემთხვევაში რეიტინგთან დაკავშირებით, იქ არის 9% გადაუწყვეტელი, იქ ალოკაცია შეიძლება გაკეთდეს და მაშინ დაახლოებით ერთი და იგივეა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ GORBI-ს კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 23:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს

ანგარიშგასაწევია ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, თუმცა გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ სამწუხაროდ საქართველოში დღეს ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

28 მაისი 2020, 23:04

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

„ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის”, -განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 22:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ დღემდე ვერ აპატია ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ქვეყანას დეგრადირებული პოლიტიკური ძალა ჩამოაცილა

„2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის თავდასხმის მთავარი ობიექტია. ამის პირველი მიზეზია, რომ მან შეძლო ის, რაც წლების მანძილზე ვერ ხერხდებოდა და ქვეყნის ცხოვრებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა. მან ქვეყანას აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა ჩამოაშორა, რომელიც მთლიანად ძალადობასა და აგრესიაზეა დაფუძნებული. სწორედ ეს ვერ აპატიეს დღემდე ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა კობახიძემ.

28 მაისი 2020, 22:28

COVID19

თურქეთში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ალბათ დეპრესიაშია და რეაბილიტაციას ცდილობს

„ახლა ალბათ დეპრესიულ სიტუაციაში არიან, რეაბილიტაციას ეცდებიან, თუმცა ხვალ ნახავენ, რომ შეიძლება ორი იმდენი მიიღონ, რაც გუშინ. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის რა უნარები აქვს, მთავარია, ვის რა პოზიცია აქვს, რა აქვს ნაკეთები და გაფუჭებული. სწორედ ეს განაპირობებს იმ უსუსურ მდგომარეობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.