imedi /  04 მაისი 2020, 21:10 / სანდო წყარო

ევროპარლამენტარი: უმჯობესია, ფრენის წინ სიცხის შემოწმება იყოს სავალდებულო, ვიდრე კოვიდ-პასპორტი, რომელსაც რეალურად ერთსაათიანი ვადა აქვს

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის ტრასპორტისა და ტურიზმის კომიტეტის წევრი კოვიდ-პასპორტებზე Imedinews-თან საუბრობს.

მარიან მარინესკუსთვის მიუღებელია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კოვიდ-პასპორტების გაცემა და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ევროპარლამენტარის თქმით, პირველი, ეს არის გარანტია და უსაფრთხოება, რომელიც ამ უმწვავესი კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ კოვიდ-პასპორტით ვერ დავიცავთ საკუთარ თავს და ვერც სხვას. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი, რომელსაც სხვა ქვეყანაში გამგზავრება სურს, მიდის ექიმთან და იტარებს ტესტირებას. სწრაფი ტესტის შემთხვევაში15 წუთში და ლაბორატორიული ტესტირებიდან 48 საათში ის იღებს პასუხს.

ამ პასუხის საფუძველზე გაიცემა კოვიდ - პასპორტი, მაგრამ ადამიანი შეიძლება ტესტირებიდან 1 საათში დაინფიცირდეს. რა ხდება ამ დროს? დაცული არავინაა და რა აზრი აქვს კოვიდ-პასპორტს. ადამიანი მიიღოს პასპორტს, რომლითაც მოგზაურობის საშუალება ექნება და მას შეიძლება, რამდენიმე დღეში სიმპტომების გამოვლენა დაეწყოს.

ეს ძალიან სერიოზული საკითხია და კოვიდ-პასპორტის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ეს სამედიცინო ცნობა თუ პასპორტი არაფერს ცვლის.

კოვიდ-პასპორტი 100 %ით ეფექტიანი ვერ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს. არაერთხელ ითქვა, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ არ მოხდება პაციენტის ხელახლა დაინფიცირება. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რა პერიოდით იმოქმედებს იმუნიტეტი. ამ იდეის განხორციელება შეუძლებელი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ექიმები ვერ მოახერხებენ ყველა მოქალაქეს ტესტი ჩაუტარონ და შემდეგ გასცენ იმუნიტეტის სერთიფიკატი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია, სავალდებულო გახდეს ფრენის წინ სიცხის შემოწმება და სამედიცინო ცნობის წარდგენა რისკ -ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის. ვინც შეუძლოდ გრძნობს თავს, მან ფრენა უნდა გააუქმოს და არ გარისკოს მოგზაურობა. ამ პროცედურით უფრო შევძლებთ სიტუაციის კონტროლს, ვიდრე კოვიდ-პასპორტით, რომელსაც რეალურად 1-საათიანი ვადა აქვს.

ევროკავშირი ამ რეგულაციას ვერც დააწესებს და ეს უნდა მოხდეს ნაციონალურ დონეზე. უმჯობესია, შევთანხმდეთ მოგზაურობისთვის ჯანდაცვის პროტოკოლზე, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს რისკებს.

ეს ძალიან რთული იქნება და დროსთან არის დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანია საზღვრების გახსნის საკითხი. ყველა ქვეყანაში განსხვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ჯერ ვერავინ იტყვის, თუ როდის იქნება შესაძლებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების გახსნა ან გარე საზღვრების გახსნა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

რისკები არის. ევროპაში ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იკლებს, მაგრამ ვირუსის დამარცხებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ იქნება მომავალში შესაძლებელი მოგზაურობა. კონკრეტული პასუხი ჯერ არ არის“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

27 მაისი 2020, 15:23

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ დააზუსტა, რომ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად COVID-19-ის ანტისხეულები ათასიდან 6 ადამიანს აღმოაჩნდა

„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული. მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა - ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10% მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს სუყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ, დაზუსტებული ადამიანებით 6 ადამიანი. 6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რომან კაკულია

27 მაისი 2020, 15:23

COVID19

რომან კაკულია პრემიერს: არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია სუბსიდირებული პროდუქტების მიმართ?

პანდემიის განმეორების შემთხვევაში, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული სტრატეგია იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ჩვენ ამ ეტაპზე, სუბსიდიით მივუდექით? - ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ქვეყნის პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

27 მაისი 2020, 15:21

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: პრემიერ-მინისტრის დღევანდელი მოხსენება იმის თვალნათელი მაგალითია, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს მიდიოდა სწორად, გონივრულად, სწრაფად

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოხსენების შემდეგ, დაინტერესდა მთავრობის გეგმებით იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც კულტურის სფეროში კოლექტიურად ქმნიან პროდუქტს.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2020, 15:14

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მზად ვართ, არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე

„ოქტომბრის ბოლოს გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი არჩევნები საქართველოში. ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დესტრუქციული ძალისგან, ჩენი ოპოზიციისგან მიეწოდება დეზინფორმაცია და მნიშნელოვანია, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი, სადამკვირვებლო ფართო მისიები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ამ არჩევნებთან დაკავშირებით“.

თამარ ჩუგოშვილი

27 მაისი 2020, 15:05

პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლება კრიზისს საკმაოდ ეფექტურად გაუმკლავდა

„დღეს თავს ყველა უფრო მეტად დაცულად ვგრძნობთ, ვიდრე ცოტა ხნის წინ და შესაბამისად, ეს როგორც ხელისუფლების მუშაობის, ასევე ჩვენი მოქალაქეების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა და ამისთვის ყველას მადლობა ეკუთვნის“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

27 მაისი 2020, 14:59

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღია ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას

რუსეთი სისტემატურად არღვევს ღია ცის ხელშეკრულების დებულებებს, ახდენს მის პოლიტიზებას და აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში.

ეკა ბესელია

27 მაისი 2020, 14:57

პოლიტიკა

ეკა ბესელია პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მთავრობის გეგმით დაინტერესდა

„ერთი ეხება სწორედ ​იმ ადამიანების სამართლიან სოციალურ გარანტიებს, რომელთა მიმართ არაერთხელ, სხვადასხვა ფორმატში ყველამ გამოვხატეთ. ესენი არიან ექიმები, სამედიცინო პერსონალი, ყველა ის ადამიანი, არა მხოლოდ სამედიცინო სპექტრი, არამედ მათ შორის ისინი, ვინც იდგნენ ამ გამოწვევის დრო წინა ხაზზე და ვისზეც გადავიდა ყველაზე მეტი ტვირთი. მათი სოციალური ანაზღაურების საკითხები, რომელიც არის ერთ-ერთი პრობლემა, ამაზე სად არის ნაფიქრი და რას აპირებთ, იმიტომ რომ ეს იყო პრობლემური საკითხი იქამდე, სანამ პანდემიად გამოცხადდებოდა გამოწვევა“, - კითხულობს ბესელია.

სერგი კაპანაძე

27 მაისი 2020, 14:56

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: შერჩევითი სამართლის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც საგანგებო მდგომარეობისას რელიგიური დღესასწაულების დროს ხდებოდა

„შერჩევითობის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც რელიგიური დღესასწაულების დროს ხდებოდა. თქვენ დააწესეთ ძალიან მძიმე ჯარიმები კომენდანტის საათის დარღვევაზე, საგანგებო მდგომარეობით შემოღებული შეზღუდვების დარღვევაზე და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამას ღიად არ დაემორჩილა, არ დაჯარიმდა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნინო წილოსანი

27 მაისი 2020, 14:49

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩვენ უსაფრთხო კუნძულივით ვართ იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სადაც ირგვლივ მყოფი ქვეყნები ეპიდემიის საკმაოდ მაღალი გავრცელების ხარისხში არიან

„ ვიცი თქვენი სწორი რეაგირება და ხედვა ტურიზმის დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით. თქვენი მეთაურობით შემუშავებული ყველა პროგრამა მეტ-ნაკლებად კარგად პასუხობდა ამ სექტორის პრობლემებს თუმცა, არ შემიძლია არ გავაჟღერო გიდების, მძღოლების, ტურისტული კომპანიების თხოვნა, რომლითაც ისინი მე დამიკავშირდნენ. საქმე ეხება ერთ შემთხვევაში ტურისტული ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან ოფიციალურად დასაქმებული ადამიანებისთვის 1200 ლარიანი დახმარების მიღების შემთხვევებს. ტურიზმის სექტორი მეტ-ნაკლებად სეზონურია და პერიოდული, ამიტომ ა. წ. პირველ კვარტალში, მათ არ ჰქონდათ ფინანსური მოძრაობა და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი გადახდილი არ აქვთ თუმცა, წინა წლის საკმაოდ დიდ პერიოდში ისინი საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ. ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე თხოვნა არის - იქნებ გათვალისწინებული იყოს წინა წლის შემოსავლები“, - აღნიშნული თხოვნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც პრემიერმინისტრი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენდა.

რომან გოცირიძე

27 მაისი 2020, 14:43

პოლიტიკა

რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს კოვიდფონდიდან ფულის დახარჯვისკენ მოუწოდა

წერილი მოგწერეთ თქვენ და მაინტერესებდა კოვიდფონდის ხარჯვის შესახებ. რატომ არის ეს ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ? 133 მილიონი ლარი არის ამ ფონდში აკუმულირებული და ჯერ პასუხი არ მიგვიღია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საქართელოს პრემიერ-მინისტრს პარალამენტში მოხსენების დასრულების შემდეგ ჰკითხა.

თინა ბოკუჩავა

27 მაისი 2020, 14:31

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა

„კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე, დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსც თქვენ უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით? რომ 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა? რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე, მაშინ, როდესაც 90%-ის უდიდესი ნაწილი ასევე სიღარიბეშია?“, - კითხულობს ბოკუჩავა.

ირაკლი მეზურნიშვილი

27 მაისი 2020, 14:29

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: ის ტაქტიკა, რომელიც აირჩია საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული აღმოჩნდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისთვის პრემიერ-მინისტრს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ურთულეს პროცესში ბოლო თვეების განმავლობაში. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ერთად შეძელით ის, რომ დღეს გლობალური პანდემიის პირობებში საქართველო მსოფლიოს მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2020, 14:27

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას მადლიერება ერთხელაც არ გამოუხატავს - ეს სამწუხაროა

„იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ პანდემიას გაუმკლავდნენ, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა საქართველოა და ეს აუცილებლად აღსანიშნავია და ამას გვერდს ვერ ავუვლიდი, განსხვავებით ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისა, რომელმაც ვერა და ვერ გამოხატა მადლიერება. ერთადერთი ელენე ხოშტარია იყო წინა სხდომაზე ვინც გაბედა და მთავრობას მადლობა გადაუხადა. ჩვენგან წასული დეპუტატებისგან არ გამიგია მთავრობის მიმართ მადლობის გადახდა - ეს სამწუხაროა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

27 მაისი 2020, 14:23

საზოგადოება

Georgian Airways-ი ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ დროისათვის წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას გეგმავს.

27 მაისი 2020, 14:20

ეკონომიკა

კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები გონივრულ მინიმალურ ხელფასად საშუალოდ 854.1 ლარს ასახელებენ

საქართველოს მოქალაქეები გონივრულ მინიმალურ ხელფასად საშუალოდ 854.1 ლარს ასახელებენ, რაც ოთხჯერ აღემატება დღევანდელ საარსებო მინიმუმს და ასევე მხარს უჭერენ მინიმალური ხელფასის იდეას, - ამის შესახებ ინფორმაციას fes-caucasus ავრცელებს. ეს შედეგი აჩვენა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC Georgia) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung) მიერ განხორციელებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომლის პრეზენტაციაც დღეს თბილისში იმართება. რესპონდენტებს ჰკითხეს აგრეთვე, თუ რა რაოდენობის ხელფასს ელიან ისინი შესაბამისი დასაქმების სფეროებში. „ქართველები საშუალოდ 1200-დან 1400 ლარამდე დაურიცხავ ხელფასს სამართლიანად მიიჩნევენ“, - აღნიშნა ფელიქს ჰეტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა.

გიგა ბოკერია

27 მაისი 2020, 14:16

პოლიტიკა

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიტიკაში მოსვლის უფლება აქვს

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან მოვიდეს პოლიტიკაში. ბატონი მაჩალიკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მისთვის პასუხები სწრაფად გაეცა და არ დაეწყო სამარცხვინო პროპაგანდა, კიდევ უფრო მეტ მსხვერპლად აქცია. მას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს პოლიტიკაში მოსვლის“, - განაცხადა ბოკერიამ.

27 მაისი 2020, 14:13

პოლიტიკა

დევნილთა ბინებით უზრუნველყოფისთვის დამატებით 150 მილიონი ლარი გამოიყოფა

გამოყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს ლტოლვილთა ბინებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

გიგა ბოკერია

27 მაისი 2020, 14:10

პოლიტიკა

გიგა ბოკერია პრემიერს: ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ და ერთი ისევ ციხეშია, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს?

„თქვენ იცით, რომ პანდემიის გარდა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენ შორის არის. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, რომ ერთი პოლიტპატიმარი ისევ ციხეშია. თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მე უბრალოდ მინდა, რომ თქვენ გითხრათ: რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს?“, - განაცხადა ბოკერიამ.

ჯეიმს აპატურაი

27 მაისი 2020, 14:10

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი „ღია ცის“ ხელშეკრულებაზე მოსკოვის პოზიციის შესახებ: ისე ჩანს, თითქოს რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არაა

„ჩანს, თითქოს რუსეთმა [საქართველოსთან მიმართებით] წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არაა, - ასე გამოეხმაურა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები 10 - კილომეტრიან ზონებში.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 14:04

COVID19

გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ სწრაფ რეაგირებას

„ამ ბრძოლაში პირველი დარტყმა მიიღო ინფექციური საავადმყოფოების იმ ქსელმა, რომელიც იყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ძალზედ სწრაფად გადაეწყო ინფექციური საავადმყოფოს ყაიდაზე რუხის კლინიკა და ბათუმის ინფექციური“, - აღნიშნა პრემიერმა.