IMEDI /  05 მაისი 2020, 13:57 / სანდო წყარო

ჰონგ-კონგში 8 მაისიდან ბარები, სპორტდარბაზები, კინოთეატრები და სალონები გაიხსნება

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფონზე შეზღუდვების ნაწილის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ტელეკორპორაცია RTHK ავრცელებს.

კერძოდ 2020 წლის 8 მაისიდან გაიხსნება ბარები, სპორტდარბაზები, კინოთეატრები, სილამაზის და მასაჟის სალონები. ტელეკომპანიის ინფორმაციით გარკვეული შეზღუდვები 21 მაისამდე შენარჩუნდება. 27 მაისიდან კი გაიხსნება სკოლები, დაბალი კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში 8 ივნისიდან დაბრუნდებიან. საბავშვო ბაღების მუშაობა კი 15 ივნისიდან აღდგება.

ასევე ჰონგ-კონგის მცხოვრებლები 8 მაისიდან შეძლებენ შეკრებას. თუმცა ჯგუფი 8 ადამიანზე მეტისგან არ უნდა შედგებოდეს. მანამდე მხოლოდ 4 ადამიანის შეკრება იყო დაშვებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ფოტო: BBC

27 მაისი 2020, 09:32

მსოფლიო

აშშ-ის მინესოტას შტატის პოლიციელები აფროამერიკელის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები

„ეს არაა პირველი ძალადობის შემთხვევა, რომელიც აფროამერიკელთა მიმართ ბოლო დროს მოხდა. რამოდენიმე ხნის წინ მერილენდში პოლიციელმა საპატრულო მანქანაში მოკლა აფროამერიკელი კაცი. მინეაპოლისის პოლიციის შეფმა მედარია არადონდომ განაცხადა, რომ გადასახედია პოლიციის მიერ ეჭვმიტანილთა დაკავებისას მოქმედების აქამდე არსებული პრაქტიკა. ინციდენტს მინესოტაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, - წერს გამოცემა.

ფოტო: BBC

27 მაისი 2020, 09:24

მსოფლიო

აშშ რუსეთს ლიბიელი მეამბოხეების დახმარებაში ადანაშაულებს

აშშ-ის აფრიკული სარდლობის განცხადებით რუსეთმა ლიბიაში ავიაგამანადგურებლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ უნდა დაეხმაროს, რომელიც ხალიფა ჰაფტარის მხარეს იბრძვის.

27 მაისი 2020, 09:22

მსოფლიო

ფედერიკა მოგერინი მუშაობას ევროპის კოლეჯში განაგრძობს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი ფედერიკა მოგერინი ევროპის კოლეჯის რექტორად დაინიშნა. ამის შესახებ კოლეჯის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. მოვალეობის შესრულებას მოგერინი 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება.

ფოტო: Forbes

27 მაისი 2020, 09:12

მსოფლიო

ჰონგ-კონგის საბაჟოს თანამშრომლებმა $31,7 მილიონის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს

დიდი რაოდენობით ნარკოტიკი იპოვეს ჰონგ-კონგელმა მებაჟეებმა სამხრეთ ამერიკიდან კონტეინერით გამოგზავნილ რეაქტიულ ძრავში. 217 კილოგრამი კოკაინი ძრავში მოწყობილ სამალავში, 8 კონტეინერში იყო გადანაწილებული.

27 მაისი 2020, 09:03

მსოფლიო

საბერძნეთის სანაპიროსთან 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინფორმაციას სეისმური ცენტრი ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი EMSC ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან 468 კილომეტრზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერის სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა.

ბრედ პიტი

27 მაისი 2020, 08:56

ტაბლოიდი

ბრედ პიტის თაყვანისმცემლები მსახიობის გარეგნობამ შეაშფოთა

ამერიკელი მსახიობის, ბრედ პიტის თაყვანისმცემლები მისმა გარეგნობამ შეაშფოთა. მალიბუზე გადაღებული ფოტოები გამოცემა The Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

ფოტო: space.com

27 მაისი 2020, 08:45

ტექნოლოგიები

NASA-ს მიერ დღეს დაგეგმილი ფრენა შეიძლება უამინდობის გამო გადაიდოს

უამინდობის გამო, ფლორიდაში შესაძლოა ბოლო 9 წლის განმავლობაში დაგეგმილი პირველი კოსმოსური ფრენა გადაიდოს. გაფრენა თბილისის დროით 23:33 საათზეა დაგეგმილი. არსებული ამინდის პირობებში, მისი სტარტის ალბათობა 60%-ია,- წერს CNN.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2020, 08:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი Twitter-ს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს.

27 მაისი 2020, 08:24

ეკონომიკა

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა. ზარის ღილაკს, რომელიც ბროკერებს ვაჭრობის დაწყებას აუწყებს, ხელი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დააჭირა.

27 მაისი 2020, 08:13

საზოგადოება

დღეს საქართველოს მოქალაქეები ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

ინდოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში დღეს დელი-თბილისი-დელის ავიარეისით დაბრუნდებიან.

27 მაისი 2020, 08:07

პოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტით იხელმძღვანელებს

ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, მმართველმა გუნდმა უკვე მოამზადა. მცირდება საპარლამენტო თანამდებობების, კომიტეტების და ფრაქციების რაოდენობა. გათვალისწინებულია ხარჯების შემცირებაც.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 07:55

პოლიტიკა

დღეს გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება

პრემიერ-მინისტრი პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ის დეპუტატებს კრიზისის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს განუმარტავს. მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მმართველ გუნდს COVID19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა აინტერესებს. ოპოზიცია, კი მწვავე დებატებს აანონსებს.

ჯო ბაიდენი

27 მაისი 2020, 02:27

COVID19

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი სულელია, რადგან პირბადის ტარებაზე დამცინავად საუბრობს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს სულელი უწოდა ტვიტის გაზიარებისთვის, რომელშიც მას პირბადის ტარებისთვის დასცინოდნენ.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2020, 01:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებზე: უახლოეს დღეებში განცხადებას გავაკეთებ - ჩინეთს მძლავრ პასუხს გავცემთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთთან მიმართებაში შესაძლო ზომების მიღებაზე.

27 მაისი 2020, 01:28

COVID19

პირველად 31 მარტის შემდეგ ვაშინგტონში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პირველად 31 მარტის შემდეგ კოლუმბიის ფედერალურ ოლქში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა.

კეილი მაკინენი

27 მაისი 2020, 01:03

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ G7-ის სამიტის აშშ-ში ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნება

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის აშშ-ში ჩატარება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

27 მაისი 2020, 01:03

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 289 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის 289 შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ სომხეთში კოვიდინფიცირების 7 402 შემთხვევაა გამოვლენილი, 3 220 ადამიანმა ვირუსი დაამარცხა, 91 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ანდრე დრამონდი

27 მაისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

NBA-ის კალათბურთელმა 164 დოლარის ივახშმა და მიმტანს „ჩაი“ 1000 დოლარი დაუტოვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კალათბურთელმა, „კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრმა ანდრე დრამონდმა ფლორიდის ერთ-ერთი რესტორანში მიმტანს „ჩაის“ სახით 1000 დოლარი დაუტოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რესტორნის Instagram-ზე გავრცელდა.

27 მაისი 2020, 00:50

ტაბლოიდი

ქალი, რომელიც უნაყოფობაზე მკურნალობდა, იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ იფსვიჩის მკვიდრი, რომელიც თითქმის 10 წელი უნაყოფობაზე მკურნალობდა, კორონავირუსის გამო დაწესებულ იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. 29 წლის შენონ სტილს 15 წლის ასაკში საკვერცხის პოლიკისტოზი დაუდგინეს, რაც ხშირად უნაყოფობას იწვევს. შენონისა და მისი 35 წლის ქმრის, მეტიუს მრავალწლიანი მცდელობების მიუხედავად, ქალი ვერ ფეხმძიმდებოდა.

შავი ქვრივი

27 მაისი 2020, 00:47

ტაბლოიდი

სუპერგმირობაზე მეოცნებე ბოლივიელმა ბიჭებმა თავი შხამიან ობობას დააკბენინეს

ბოლივიაში, ჩაიანტას პროვინციაში მცხოვრებმა სამმა ბიჭმა თავი შხამიან ობობა „შავ ქვრივს“ დააკბენინა, - ამის შესახებ Daily Star წერს. გამოცემის ცნობით, 8,10 და 12 წლის ბიჭებს სჯეროდათ, რომ თუ „შავი ქვრივი“ უკბენდათ ფილმის პერსონაჟ „ადამიან ობობად“ გადაიქცეოდნენ, რადგან ფილმში მოვლენები სწორედ ასე ვითარდება.