imedi /  05 მაისი 2020, 16:25 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რამდენიმე ადამიანმა საქართველოში კორონავირუსი სტაციონარში მკურნალობის გარეშე დაამარცხა

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში რამდენიმე პაციენტმა კორონავირუსი ისე გადაიტანა, რომ სტაციონარში არ უმკურნალია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმ შემთხვევებში ხდებოდა, როცა პაციენტს COVID 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

„ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, როდესაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე. მათი ყველა მომდევნო კონტაქტი გამოკვლეულია და ამ ადამიანებში გვყავს უკვე ისეთებიც, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს და სტაციონარებში არ წოლილან“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 18:11

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები განიხილეს

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევ საკითხებთან ერთად, განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი უძღვებოდა. კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე, სსიპ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ - ლევან რაზმაძემ წარადგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ ზოგიერთ ელემენტთან დაახლოებასა და იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში.

25 მაისი 2020, 18:11

ეკონომიკა

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მაისისათვის 49.12 მლრდ ლარი შეადგინა.

25 მაისი 2020, 18:00

COVID19

ესპანეთში 1-ლი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის მოთხოვნა უქმდება

ესპანეთის მთავრობა 1-ლი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის მოთხოვნას აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais ავრცელებს.

25 მაისი 2020, 17:55

საზოგადოება

უხვი ნალექის გამო, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ კორპუსში წყალი ჩავიდა

ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ კორპუსში, უხვი ნალექის გამო, წყალი ჩამოვიდა. კლინიკის ხელმძღვანელობის განმარტებით, მსგავსი პრობლემები საავადმყოფოში ხშირია და ეს ხელს უშლის საავადმყოფოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ნათია თურნავა

25 მაისი 2020, 17:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მათი ექსპორტიც დაიწყება

ყველაფერი რაც საქართველოში იწარმოება, ჩვენგან მხარდაჭერილი იქნება და აქ სახელმწიფო პროგრამებსაც დიდი წვლილი აქვთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2020, 17:43

COVID19

დონალდ ტრამპი: უკვე დავასრულე ჰიდროქსიქლოროქინის მიღება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე დაასრულა ანტიმალარიული პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინის მიღება. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ანტიმალარიულ პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინს იღებს.

25 მაისი 2020, 17:42

სამართალი

ადვოკატი: მითითებები, რომ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება

ამ კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეში ჩვენ შეგნებულად არ შევდივართ, არ ვსაუბრობთ და არ ვასაჯაროებთ ამ მტკიცებულებებს, ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ბავშვის ინტერესებს და ასევე გვსურს თავიდან ავიცილოთ დაზარალებულებისთვის ზიანის თავიდან მიყენება, - ეს განცხადება ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 მაისი 2020, 17:40

სამართალი

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი: თუ ვინმეს გიამაყიათ ბასილაშვილის წარმატებით, ეს პირველ რიგში ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული, მან თავის კარიერაზე უარი თქვა

„ვწუხვარ, მაგრამ თუ მის კარიერას და მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი ვისკენაც შეუძლია ხელის გაშვერა, ეს არის საკუთარი თავი“, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილზე საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ჩოგბურთელის წარმატებაში ცოლის როლს გაუსვა ხაზი.

25 მაისი 2020, 17:32

მსოფლიო

საზღვრის გახსნის შემდეგ უკრაინელი მუშები პოლონეთში სამუშაოდ ბრუნდებიან

უკრაიანასა და პოლონეთს შორის საზღვარი გაიხსნა. შეზღუდვის შემსუბუქეის შემდეგ ასობით უკრაინელი უბრუნდება სამუშაო ადგილებს მეზობელ ქვეყანაში. პოლონეთში 2 მილიონამდე უკრაინელია დასაქმებული, ძირითადად - სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში.

25 მაისი 2020, 17:25

COVID19

სამედიცინო პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ახალი პროდუქციის გამოშვებას იწყებს

საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის, Faceguard-ის გამოშვებას იწყებს. საწარმოს გახსნას საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ.

ტარიელ კაკაბაძე

25 მაისი 2020, 17:23

სამართალი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. დღევანდელ მოსათათბირებელ პროცესზე კითხვარის დამკიცება მოხდება, ამის შემდეგად კი ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის შემდეგ, მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან და დაიწყება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა.

25 მაისი 2020, 17:19

COVID19

ინფექციონისტი: ვირუსთან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ მოგვიგია

„კორონავირუსი არსად წასულა. საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ერთად გატარებული ღონისძიებებით, ამ ვირუსის გავრცელების შეფერხება შევძელით, მაგრამ ის ისევ ჩვენთან რჩება, ამიტომ ის რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. საზოგადოებას პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ფიზიკური დისტანცირება ჩვევად უნდა ექცეს, რადგან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება ესაა. არ დაგავიწყდეთ, ვირუსი ჯერ დამარცხებული არაა“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

კახა კალაძე

25 მაისი 2020, 17:09

საზოგადოება

კახა კალაძე: დიღმის ჭალების პროექტი აუცილებლად განხორციელდება

დიღმის ჭალების პროექტი აუცილებლად განხორიცელდება, უბრალოდ პრიორიტეტები არის გადანაწილებული სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს დიღმის ჭალების ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს ეკუთვნის. მისივე თქმით, პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა აუცილებლად განხორციელდება.

კახა კალაძე

25 მაისი 2020, 17:07

პოლიტიკა

კახა კალაძე უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევაზე: ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო

ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

25 მაისი 2020, 17:00

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: მეორე ტალღას მსოფლიო ბევრად მარტივად გაუმკლავდება

„კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება იყოს რამდენიმე თვეში ან ერთი წლის შემდეგ, ეს ზუსტად არავინ იცის. ჩვენ ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა, ჯანდაცვის სისტემამ, უკვე მეტ-ნაკლებად ეს ვირუსი და მისი ბუნება შევისწავლეთ. ამიტომ მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, თუნდაც ვაქცინის გარეშე. მაქვს განცდა, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ტალღა, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

ჯოზეფ ბუასე

25 მაისი 2020, 16:59

სპორტი

„რომას“ ყოფილი ფეხბურთელი 21 წლისა გარდაიცვალა

„რომას“ ყოფილი ფეხბურთელი, ჯოზეფ ბუასე გარდაიცვალა. ის 21 წლის იყო. ამის შესახებ იტალიურმა კლუბმა Twitter-ზე დაწერა. Daily Mail-ის ინფორმაციით, კამერუნელი სპორტსმენი 25 მაისს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის „რომაში“ 2017-დან 2019 წლამდე თამაშობდა, თუმცა მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია და 19 წლამდელთა შემადგენლობაში იყო.

მიხეილ ყაველაშვილი

25 მაისი 2020, 16:58

საზოგადოება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრებისთვის ვიდეო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრებისთვის Zoom-ის მეშვეობით ვიდეო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრები „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის 2020-2030 წლებისთვის“ დოკუმენტის პროექტს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ და გაეროს საკოორდინაციო ჯგუფის სახელით ლელა ბაქრაძემ მიმართეს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 16:47

საზოგადოება

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება. როგორც მინისტრმა განმარტა, კლინიკებისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, დღევანდელი დადგენილებით, 4 თვის შემდეგ ხდება. ცვლილების შესახებ პროექტს კი უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს. „ანაზღაურების პერიოდის შემცირება სამედიცინო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი იქნება, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და საბოლოოდ ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ექიმების ანაზღაურებაზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კახა კალაძე

25 მაისი 2020, 16:45

საზოგადოება

კახა კალაძე: საჭიროების შემთხვევაში, ხაზებზე მოძრავ 500 ავტობუსს სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება

მგზავრთა უსაფრთხოების ზომების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ხაზებზე მოძრავ 500 ავტობუსს სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებისთვის დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან.

25 მაისი 2020, 16:45

რეგიონი

ქობულეთში ცხელების ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში, ცენტრალურ საავადმყოფო "ბომონდში" ე.წ ცხელების ცენტრი გაიხსნა. კლინიკა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. იმუშავებს 10 ბოქსირებული განყოფილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულებსაც მიიღებს.