IMEDI /  05 მაისი 2020, 18:17 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: კორონავირუსის გამოწვევის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ არაერთი მედია საშუალება და უცხოური ტელევიზია კორონავირუსთან ბრძოლასთან მიმართებაში ქართულ სტრატეგიას საუკეთესოდ წარმოაჩენს და პოზიტიურად აფასებს. ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის შედეგი, როცა ამ მძიმე გამოწვევის დროს ჩვენ ყველაზე ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგით მივდივართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესს უნდა ბოლომდე მიყვანა - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ყველაფერი იზომება საბოლოო შედეგით, რომელიც ყველასთვის პოზიტიურად გასაკვირია

„ამ გამოწვევის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, იმ მასშტაბით, რაც ასევე შესამჩნევი გახდა უცხოური მედია საშუალებებისთვის და მსოფლიო ლიდერების მხრიდანაც იქნა აღნიშნული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ეფექტურად მუშაობს, ვგულისხმობ როგორც სამთავრობო ასევე საპარლამენტო გუნდს, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული. ყველაფერი იზომება შედეგით და საბედნიეროდ შედეგი ყველასთვის პოზიტიურად გასაკვირია, საუბარია მსოფლიო თანამეგობრობაზე, ექსპერტებზე, სპეციალისტებზე და ისინი ხშირ კომუნიკაციაში არიან საბჭოს წევრებთან და მათგან იღებენ კონსულტაციებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 ივნისი 2020, 22:52

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკაში რეტესტის მეორე უარყოფითი პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს. შუახნის კაცი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ქუთაისში ზესტაფონის კლინიკიდან გადაიყვანეს. გამოჯანმრთელებული სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

05 ივნისი 2020, 22:50

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ვაშინგტონიდან სამხედროების გამოყვანის განკარგულება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა საპროტესტო აქციების ფონზე ვაშინგტონში გადასროლილი სამხედროების გამოყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

05 ივნისი 2020, 22:45

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებზე: კინო ახლა იწყება

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს. ანალოგიურად ფიქრობს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც.

კახა კალაძე

05 ივნისი 2020, 22:31

საზოგადოება

თბილისის მერმა პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი დაასახელა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამუშაოები ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს. პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, ისევე როგორც სხვა პროექტებში, თუმცა ახლა სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ჩართულობით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ვფიქრობ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

05 ივნისი 2020, 22:26

ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებულ გზების მოვლის სამუშაოებში ხარვეზები აღმოაჩინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებულ გზების მოვლის სამუშაოებში ხარვეზები აღმოაჩინა.

05 ივნისი 2020, 22:25

მსოფლიო

ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter ეწოდა

ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter (ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) ეწოდა. ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა.

გიგა ბოკერია

05 ივნისი 2020, 22:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: წინა ხელისუფლების დროს მედია არ იყო თავისუფალი და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული

წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში მედია არასაკმარისად თავისუფალი იყო. ბეჭდური მედია იყო თავისუფალი, ცენტრალური ტელევიზიები მთლიანად პროსახელისუფლებო პოზიციებზე იდგნენ და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 22:08

რეგიონი

სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოში ბომბი ვერ იპოვეს

სოხუმში რუსეთის ე.წ საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ „საელჩოს“ სამორიგეო ნაწილში ანონიმური წერილი შევიდა. ადგილზე ე.წ. სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა შენობაში ბომბი ვერ იპოვეს.

05 ივნისი 2020, 22:02

COVID19

დიდ ბრიტანეთში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა

დიდ ბრიტანეთში „RECOVERY კვლევის“ ფარგლებში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 21:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 21:59

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დახმარების ფონდმა 13 მილიონი დოლარი შეაგროვა

მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დახმარების ფონდმა 13 მილიონი დოლარი შეაგროვა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იტყობინება. ფონდის ინფორმაციით, ოჯახს თანხა მსოფლიოს 125 ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაურიცხა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი პოლიციელებმა მინეაპოლისში 25 მაისს მოკლეს, რასაც აშშ-ში მასობრივი არეულობები მოჰყვა.

გიორგი გახარია

05 ივნისი 2020, 21:57

რეგიონი

გიორგი გახარია: წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრილიანტი

შეიძლება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, დროში ცოტა ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდგომი ბრილიანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიულად, დღეს, წყალტუბო, ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები. „ყველაფერთან ერთად, ყველაზე მიმზიდველი, ბევრი თვალსაზრისით, ჯერ ერთი, წყალტუბოს ტრადიციებით. წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი, უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

05 ივნისი 2020, 21:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები აუცილებლად განხორციელდება, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი

მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი ქმედებით, ჩვენი ცვლილებებით, ჩვენი დამოკიდებულებით თუნდაც წინა ინვესტორთან, იმას ვავლენდით, რომ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან კომენტარისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, დღესაც მიდის მზადება ახალი ტენდერისთვის, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ნათია თურნავას თქმით, ამ მიზნით მუშაობა გრძელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მიდის კონსულტაციები, რომ სწორ დროს მოხდეს ამ ტენდერის გამოცხადება.

05 ივნისი 2020, 21:47

COVID19

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უფასო იქნება

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ავიფავირი“ სადაზღვეო პოლისის მქონე პაციენტებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეპარატის მოხმარება რუსეთის კლინიკებში 11 ივნისიდან დაიწყება. „ავიფავირის“ ამბულატორიული ტესტირება 180-მდე პაციენტზე ჩატარდა და 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. დიმიტრიევის ინფორმაციით, პრეპარატით დაინტერესება უკვე გამოთქვა მსოფლიოს 10-მა ქვეყანამ.

ტოივო კლაარი

05 ივნისი 2020, 21:42

პოლიტიკა

ტოივო კლაარი: აუცილებელია პამდემიის გამო შეჩერებული ჟენევის მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირეების მექანიზმის შეხვედრები მალე განახლდეს

ჩვენ გავაუქმეთ ჟენევის მოლაპარაკებების გაზაფხულზე დაგეგმილი რაუნდი. ასევე ვერ გავმართავთ ივნისში ჩანიშნულ შეხვედრას შვეიცარიაში, რაც ძალიან ცუდია. მნიშვნელოვანია პირისპირ შეხვედრები. თანათავმჯდომარეებმა გავაკეთეთ ყველაფერი და ძალიან ვეცადეთ, რომ პანდემიის დროს კონტაქტი შეგვენარჩუნებინა მოლაპარაკების ყველა მონაწილესთან გვქონდა რეგულარული შეხვედრები ზუმის და სხვა საშუალებების გამოყენებით. ამით პულსზე ხელი გვეჭირა - ამის შესახებ Imedinews ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკების თანათავჯდომარემ ტოივო კლაარმა განუცხადა.

05 ივნისი 2020, 21:25

COVID19

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მოსახლეობას: თავი შეიკავეთ ანტირასისტულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან, ვინაიდან კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ანტირასისტულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან, ვინაიდან კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 21:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამაყმა გუბერნატორებმა ძალადობის აღსაკვეთად ეროვნული გვარდია უნდა დაიხმარონ

თეთრი სახლის ლიდერი გუბერნატორებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად კვლავ ეროვნული გვარდიის გამოყენებისკენ მოუწოდებს. „ზოგიერთმა ამაყმა გუბერნატორმა უარი უნდა თქვას სიამაყეზე და საქმე აკეთოს. უმჯობესი იქნება დასახმარებლად ეროვნულ გვარდიას მიმართოთ და მეც ხშირად დამირეკოთ“, - განაცხადა ტრამპმა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რის გამოც ათობით ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.

05 ივნისი 2020, 21:20

რეგიონი

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ.-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ხათუნა ზახაშვილი

05 ივნისი 2020, 21:17

COVID19

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ კარაოკე ბარში წასვლისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებდა

„ამ ეტაპზე კარაოკე ბარში წასვლისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი. რაც შეეხება რესტორნებსა და კაფეებში პირბადის ტარებას, ეს ვალდებულება მხოლოდ მომსახურე პერსონალს ეკისრება. ნიღბით რომ ადამიანი სასმელსა და საკვებს ვერ მიირთმევს, ეს ყველასთვის გასაგებია“, - აცხადებს ზახაშვილი.

05 ივნისი 2020, 21:09

რეგიონი

სოფელ ტაძრისში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება

სოფელ ტაძრისში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის ერთ-ერთ უბანში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება. ეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და ეზოების შესასვლელი მონაკვეთები. პროექტს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე გაეცნენ. გზის მოწყობის სამუშაოები აღნიშნულ უბანში პირველად ხორციელდება. პროექტის შედეგად, ადგილობრივები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.