imedi /  05 მაისი 2020, 21:18 / სანდო წყარო

კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრის 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონავირუსი კლინიკა ბომონდი

კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში მოთავსებულ 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გამოკვლეულ პაციენტებს შორის 3 ორსული იყო.

ამ დროისთვის კლინიკაში ორი საეჭვო პაციენტია მოთავსებული, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ხვალ დილისთვის ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

02 ივნისი 2020, 14:55

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩემი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მე არ დამიყენებია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს ის, ვისაც ყველაზე მეტი ელექტორალური წონა აქვს. როგორიც იქნება ხალხის განწყობა, იმის მიხედვით უნდა დავასახელოთ კანდიდატი და ბევრი მექანიზმი არსებობს, რითაც პოლიტიკოსის ელექტორალური წონის დადგენა ხდება, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თაკო ჩარკვიანის განცხადება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ, მისთვის სასიამოვნო იყო, თუმცა გიორგი ვაშაძის განმარტებით, ეს არ იყო მასთან შეთანხმებული.

02 ივნისი 2020, 14:55

COVID19

უხანში კორონავირუსზე ტესტი 10 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც 2019 წლის ბოლოს ახალი კორონავირუსის გავრცელების კერა გახდა, ტესტირება თითქმის 10 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 300 000 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა. ტესტირება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდა.

ივანე მაჭავარიანი

02 ივნისი 2020, 14:53

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: პანდემიის პირობებში აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველო 92,302,000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

02 ივნისი 2020, 14:49

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შალვა გოგოლაძეს მოუსმინეს

2019 წელს მიღწეული სპორტული შედეგების, აგრეთვე ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში განხორციელებული საქმიანობისა და პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ კომიტეტის სხდომაზე ინფორმაცია წარმოადგინა. „კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილე მოვიწვიეთ, რათა საზოგადოებას, მით უმეტეს სპორტის გულშემატკივრებს, გავაცნოთ თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპისთვის საქართველოში. მსოფლიო გამოწვევაა და შესაბამისად, დაზარალდა სპორტის მიმართულებები. მიმაჩნია, რომ იმის ასანაზღაურებლად რაც მანამდე იყო, ბევრი შრომა მოგვიწევს. იცით, რომ წინა წელს კარგი შედეგები გვქონდა და წლიდან წლამდე იზრდებოდა ეს შედეგები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

ჟოზეპ ბორელი

02 ივნისი 2020, 14:40

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით შოკირებულია

ევროკავშირი შოკირებულია ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით და იმედგაცრუებას გამოხატავს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბებულად გამოყენების გამო, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეპ ბორელმა.

02 ივნისი 2020, 14:27

მსოფლიო

კიევში რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

უკრაინაში, კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, მთავრობას რესტორნების ასოციაცია საქმიანობის განახლების და ობიექტების გახსნის უფლებას სთხოვს.

02 ივნისი 2020, 14:20

საზოგადოება

წყლის თემატიკაზე ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეების ნამუშევრები გამოვლინდა

პროექტში ჩართულნი იყვნენ საქართველოდან გორის, ასევე აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის სკოლები. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოცხადებული კონკურსი საგანმანათლებლო კამპანიის - ,,გავუფრთხილდეთ წყალს” ფარგლებში ჩატარდა. კონკურსზე წყლის რაციონალურად მოხმარების თემატიკაზე ქართველი მოსწავლეების ნამუშევრებიდან 10-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა.

ალექსანდრე გოგინავა

02 ივნისი 2020, 14:13

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: რეკომენდაციების დაცვით, ვირუსთან თანაარსებობა შესაძლებელია

ღია სივრცეში პირბადის ტარებას აზრი არ აქვს, ღია სივრცეში უფრო მნიშვნელოვანია დისტანცირება. უნდა მივეჩვიოთ, როდესაც ადამიანს შევხვდებით, დისტანციურად გავესაუბროთ. ეს ჩვევად უნდა გვექცეს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 14:07

სამართალი

თორაძეების მკვლელობის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა

კითხვაზე იგეგმება თუ მსხვერპლთა დის, თამარ თორაძის დაკითხვა, imedinews-ს პროკურატურაში განუცხადეს, რომ „თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“.

02 ივნისი 2020, 14:06

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის - „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში’’, პრეზენტაცია გაიმართა. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სახელმძღვანელო განკუთვნილია პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის და მომზადდა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლების და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტის მიერ.

გუგა ქაშიბაძე

02 ივნისი 2020, 13:49

საზოგადოება

ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, შესაძლოა პაციენტს ბაროტრავმა ჰქონდეს მიღებული, რაც აფეთქებამ გამოიწვია. „პაციენტი ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში განაგრძობს მკურნალობას. უახლოესი რამდენი დღის განმავლობაში ის რეანიმაციაში იქნება, ტრავმის მექანიზმიდან გამომდინარე. მას აღენიშნება სხეულის 25%-ის დამწვრობა. დაზიანებული აქვს სახე, წელის მიდამო, ზემო და ქვემო კიდურები. ეჭვი გვაქვს ბაროტრავმაზე, ანუ აფეთქებამ რაც გამოიწვია სასუნთქ გზებზე, თუმცა ამ პერიოდისთვის ეს დიაგნოზი დადასტურებული არ არის. ამ დროისთვის მის სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ, პაციენტი თავიდან ბოლომდე ექვემდებარება მკურნალობას“, - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

02 ივნისი 2020, 13:45

სამართალი

ბათუმში ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული რ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს - 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ალექსანდრე გოგინავა

02 ივნისი 2020, 13:44

საზოგადოება

ალექსანდრე გოგინავა: მედპერსონალი ომის წინა ხაზზე მებრძოლი ხალხია, რომელთა უკანაც მთელი ქვეყანა დგას

„კორონავირუსი შემიძლია ომს შევადარო, ამიტომ ის მედპერსონალი, რომელიც წინა ხაზზე იმყოფება, სამოქალაქო გმირები არიან. მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სხვა ადამიანების გადასარჩენად, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ. ჩვენი მედპერსონლის ყოველი დღე რისკია. ისინი ომის წინა ხაზზე მებრძოლი ხალხია, რომელთა უკანაც მთელი ქვეყანა დგას“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

02 ივნისი 2020, 13:43

სამართალი

შსს-მ პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ჯ. დააკავეს.

02 ივნისი 2020, 13:38

კულტურა

მეტროპოლიტენ-ოპერამ წლის ბოლომდე ყველა წარმოდგენა გააუქმა

ახალი სეზონი სექტემბრის ნაცვლად 31 დეკემბერს დაიწყება, წელს დაგეგმილი პრემიერები კი მომავალ წლამდე გადაიდო. „ჩვენი თანამშრომლებისა და მაყურებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია“,- განაცხადა მეტროპოლიტენ-ოპერის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ გებლმა.

გოჩა ლორთქიფანიძე

02 ივნისი 2020, 13:34

პოლიტიკა

პარლამენტში გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს. მომხსენებელმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის გამოყო ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამთავრობო სამოქმედო გეგმები. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე რეფორმა, რომელიც მონიტორინგის მიზნით სამეთვალყურეო კამერებით ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს.

02 ივნისი 2020, 13:21

ეკონომიკა

აუქციონზე 50 მილიონი ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 2 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 111 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.655 პროცენტით განისაზღვრა.

დავით ზალკალიანი

02 ივნისი 2020, 13:14

საზოგადოება

დავით ზალკალიანი იტალიას ეროვნულ დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter გვერდის მეშვეობით იტალიას ეროვნულ დღეს ულოცავს. „გულითადი მილოცვა იტალიას რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით! იტალიის ხალხს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას! საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის გაძლიერებას!“, - აღნიშნულია მილოცვაში.​

02 ივნისი 2020, 13:14

COVID19

სომხეთში ბოლო 24 საათში 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით 517 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 10 009-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 20 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 214-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 3 427 პაციენტი.

გიორგი ვაშაძე

02 ივნისი 2020, 13:09

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვევობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.