imedi /  05 მაისი 2020, 22:07 / სანდო წყარო

როგორ აფერხებს პირბადე ხველის დროს კორონავირუსის გავრცელებას. ვიდეო

კორონავირუსი

ფლორიდის ატლანტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ვიზუალური მოდელი იმისა, როგორ ვრცელდება კორონავირუსი ხველის დროს და როგორ აფერხებს ინფექციის გავრცელებას პირბადე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ხველის დროს ინფექცია თითქმის მომენტალურად 90 სანტიმეტრის მანძილზე ვრცელდება, 12 წამში ის უკვე 180 სანტიმეტრზე, ხოლო 41 წამში დაახლოებით 270 სანტიმეტრზე ვრცელდება. რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, ამ შემთხვევაში სახიფათო მანძილი 90 სანტიმეტრზე ნაკლებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მიტროპოლიტი დანიელი

28 მაისი 2020, 15:43

საზოგადოება

მეუფე დანიელი: საპატრიარქოსთვის გამოყოფილ თანხა ყველა ეპარქიის გიმნაზიებსა და სასულიერო სასწავლებლებსაც არ ყოფნის

მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, უფრო მეტიც უნდა გამოიყოს, რადგან სულიერი საზრდოსთვისაა ეს საჭირო.

მანჩესტერ იუნაიტედი

28 მაისი 2020, 15:37

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დავალიანების გამო ბანკიდან კრედიტი აიღო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბრიტანულმა საფეხბურთო კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ბანკიდან (Bank Of America) კრედიტის სახით 140 მილიონი ფუნტი აიღო.

28 მაისი 2020, 15:26

COVID19

IDFI: პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია

კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანიები, ვინაიდან მათ შესაძლოა მოსახლეობაში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისადმი უნდობლობა გააღვივონ.

კორონავირუსი

28 მაისი 2020, 15:25

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 40 ათასს უახლოვდება

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 39 858-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 219 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 16 660-ს აღწევს.

მეუფე დანიელი

28 მაისი 2020, 15:25

საზოგადოება

მეუფე დანიელი: დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა

დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა, ამ სახელით ხდება უბრალოდ. ეს უნდოდა მეუფე ანტონს ეთქვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა. მიტროპოლიტი ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ ანტონის მიერ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 15:18

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ოპონენტების სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო

პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი ოპონენტების მიერ გუშინ დასმული სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო. ბევრი კითხვა საერთოდ სცდებოდა კორონას, ჯანდაცვას, კრიზისს და ეკონომიკას. დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, ეს კრიზისი ხდება მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზიანდა და ამაში დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, გიორგი გახარია, დიმიტრი ხუნდაძე და „ქართულო ოცნების“ გუნდის წევრები. რა თქმა უნდა, ეს არის სპეკულაცია - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საფრანგეთი

28 მაისი 2020, 15:17

მსოფლიო

სამსახურის მაძიებელთა რიცხვმა საფრანგეთში 4 მილიონს გადააჭარბა

აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში სამსახურის მაძიებელთა რიცხვი 22.6 პროცენტით გაიზარდა. ფრანგული მედია მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ სულ სამსახურის 4 575 500 მაძიებელი დარეგისტრირდა, ეს რაოდენობა კი მარტში 843 000 იყო. 1996 წლის შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ენგურის ხიდი

28 მაისი 2020, 15:15

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის გამო ჩაკეტილ საზღვრებს 15 ივნისამდე არ გახსნის

26 მაისიდან ენგურის ხიდზე მიმოსვლა ცალმხრივად აღდგა. მოსახლეობას თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში გადასვლა შეუძლია, აფხაზეთიდან გასვლა კი კვლავ აკრძალულია.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 15:06

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა

„უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოსწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური დანაკარგით გავედით ამ ფონს“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

28 მაისი 2020, 15:04

მსოფლიო

ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად სამთავრობო ძალების 7 წარმომადგენელი დაიღუპა

შეტაკება ქაბულის ჩრდილოეთით მოხდა, როცა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. „თალიბანში“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილია, რომ დაჯგუფების რამდენიმე წევრიც დაიღუპა.

28 მაისი 2020, 14:56

თავდაცვა

ინსტიტუტებს შორის, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა.

კორონავირუსი ირანი

28 მაისი 2020, 14:52

COVID19

ირანში კორონავირუსის 2 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 627-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა თითქმის 113 ათასი პაციენტი.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:46

COVID19

პაატა იმნაძე: ტურისტებს ვერ ჩამოვიყვანთ იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს

„ტურისტი არ ჩავა ქვეყანაში, სადაც COVID-19 მძვინვარებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმ ქვეყნებიდა, სადაც ეს ინფექცია მოდებული იქნება და ვირუსი მძვინვარებს, რა თქმა უნდა, ტურისტებს უარს ვეტყვით და ვერ ჩამოვიყვანთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა. მისივე თქმით, გარკვეული კოტროლის მექანიზმები ტურიზმისთვის განკუთვნილ რეგულაციებში ჩაიწერება.

28 მაისი 2020, 14:40

სამართალი

2008 წლის შემდეგ ქართული სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა 29%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:38

საზოგადოება

2008 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა 30%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:33

საზოგადოება

ბოლო 12 წელიწადში საქართველოში მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა 37%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

დანია ტესტები რობოტი

28 მაისი 2020, 14:32

COVID19

დანიაში შექმნეს რობოტი, რომელიც ექიმებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებაში დაეხმარება

რობოტი 3D პრინტერზე დაბეჭდილ ხელს იყენებს, რომელსაც თითოეული პაციენტის შემდეგ ავტომატურად უტარდება დეზინფექცია. რობოტების პირველი პარტია გასაყიდად შემოდგომაზე იქნება მზად.

28 მაისი 2020, 14:22

თავდაცვა

2008 წლის შემდეგ პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა 24%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:18

საზოგადოება

UNICEF: მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა შესაძლოა 15%-ით გაიზარდოს

იმ ეკონომიკურმა ზიანმა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, შესაძლოა 2020 წლის ბოლოსთვის, დამატებით 86 მილიონი ბავშვის სიღატაკე გამოიწვიოს. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და „გადავარჩინოთ ბავშვების“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამ მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შესაძლოა, 15%-ით გაიზარდოს და 670 მილიონი შეადგინოს, - აცხადებენ ორგანიზაციებში. „ისეთი მასშტაბური და ღრმა ფინანსური სირთულეებია, რომ ყველა ის ძალისხმევა რომელიც ბოლო წლებში გატარდა ბავშვთა სიღატაკის შემცირების კუთხით, შესაძლოა წაიშალოს და ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა დარჩნენ“, - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე.

მაია ცქიტიშვილი

28 მაისი 2020, 14:13

ეკონომიკა

​მაია ცქიტიშვილი: ლუგარის ლაბორატორია ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას და ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ამ რუსულ ნარატივს

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის ფარგლებში არაერთხელ შევთავაზეთ სხვადსხვა ორგანიზაციებს იქ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება, მით უმეტეს რუსეთთან. თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში ყველასთვის ღიაა ლუგარის ცენტრი,“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა