imedi /  06 მაისი 2020, 01:02 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს აქვს ნდობა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს უმსხვილესი პაკეტი საერთაშორისო დონორების მხრიდან

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

რეალური დანახვა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალს შეუძლია დადოს შედეგი ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის კორონავირუსთან ბრძოლა, არის იმ ყურადღების მიზეზი, რომელსაც დღეს ვიპყრობთ საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

მაჭავარიანის განცხადებით, მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ევროკავშირში ასეთი პოლიტიკაა შემუშავებული - team Europe, ანუ ევროპის გუნდი, რომლის ნაწილია საქართველო და ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს ხდება თანმიმდევრული და მიზანიმართული სვლით. საქართველოს არ აქვს დღეს საპოვნი მისასვლელი გზები პარტნიორებთან და არც სალაპარაკო ენა. ჩვენ დიდი ხანია ერთ გზაზე ვდგავართ, დიდი ხანია მივდივართ ერთიანი მიმართულებით ევროპასთან და აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად

მისივე თქმით, საქართველო უკვე რამდენიმე წელია, აღიარებულია, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ევროკავშირის მეზობლად, ქვეყანას ასევე აქვს უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების ყველაზე დიდი პაკეტი.

„საქართველოს ენდობიან იმაში, რომ მას შეუძლია საკუთარი ქვეყნის მართვა და, შესაბამისად, შეუძლია კონკრეტული შედეგის დადება ძალიან რთულ ვითარებაში. საქართველოს აქვს ნდობა, რომ მიიღოს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი თუ პირველმა არა, ერთ-ერთმა პირველმა საერთაშორისო დონორების მხრიდან, რადგან საქართველო არის სისტემური სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია სისტემურად და ადეკვატურად მიმართოს ეს რესურსი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2020, 16:39

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

28 მაისი 2020, 16:38

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ კორეაში შეზღუდვების ნაწილი ბრუნდება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ კორეაში საკარანტინო ზომების ნაწილი ისევ ამოქმედდება. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 2 კვირით მუზეუმები, პარკები და გალერიები დაიხურება. ბოლო დღეებში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 5 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 16:27

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით, მთავრობა აპირებს არამხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, სადაც კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.

28 მაისი 2020, 16:26

ეკონომიკა

2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა

2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით – 7.2%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

ივანე მაჭავარიანი

28 მაისი 2020, 16:21

ეკონომიკა

საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

საქართველომ ფინანსური დახმარების მიღების შესახებ შეთანხმება კიდევ ერთ დონორთან გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე.

28 მაისი 2020, 16:17

ეკონომიკა

გლდანის ხევის NI–NI ა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის გამგეობის ცნობით, პროექტის შედეგად, ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება გარე განათების სისტემება, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გამგეობის ბიუჯეტიდან 75 555 ლარია გათვალისწინებული.

28 მაისი 2020, 16:15

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა, 32% – რუსეთიდან, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

გიორგი ვოლსკი

28 მაისი 2020, 16:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს

„ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ ასეთ ფორმატში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს შემდგომი კვლევა. ვინაიდან, ამაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს გვაჩვენებს, რომ მიკერძოებული და თავისი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები აქვს სახელმძღვანელოდ, რათა დაწეროს ის, რაც სურს. გარდა ამისა, არსებობს წესი, კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც რუსეთიც უნდა მიჰყვებოდეს ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო დონეზე პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 15:59

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი

მიმდინარე პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.7 მილიონი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ამ მშენებლობის პროცესში ჩართული არიან ჩვენი მოქალაქეები. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

28 მაისი 2020, 15:57

ეკონომიკა

საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მოწოდების უმთავრესი წყარო კვლავ აზერბაიჯანია

ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ და მისი წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წელს ბუნებრივ აირზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით.

მიტროპოლიტი დანიელი

28 მაისი 2020, 15:43

საზოგადოება

მეუფე დანიელი: საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა ყველა ეპარქიის გიმნაზიებსა და სასულიერო სასწავლებლებსაც არ ყოფნის

მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, უფრო მეტიც უნდა გამოიყოს, რადგან სულიერი საზრდოსთვისაა ეს საჭირო.

მანჩესტერ იუნაიტედი

28 მაისი 2020, 15:37

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დავალიანების გამო ბანკიდან კრედიტი აიღო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბრიტანულმა საფეხბურთო კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ბანკიდან (Bank Of America) კრედიტის სახით 140 მილიონი ფუნტი აიღო.

28 მაისი 2020, 15:34

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 5300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

28 მაისი 2020, 15:26

COVID19

IDFI: პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია

კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანიები, ვინაიდან მათ შესაძლოა მოსახლეობაში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისადმი უნდობლობა გააღვივონ.

მეუფე დანიელი

28 მაისი 2020, 15:25

საზოგადოება

მეუფე დანიელი: დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა

დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა, ამ სახელით ხდება უბრალოდ. ეს უნდოდა მეუფე ანტონს ეთქვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა. მიტროპოლიტი ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ ანტონის მიერ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.

კორონავირუსი

28 მაისი 2020, 15:25

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 40 ათასს უახლოვდება

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 39 858-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 219 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 16 660-ს აღწევს.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 15:18

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ოპონენტების სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო

პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი ოპონენტების მიერ გუშინ დასმული სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო. ბევრი კითხვა საერთოდ სცდებოდა კორონას, ჯანდაცვას, კრიზისს და ეკონომიკას. დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, ეს კრიზისი ხდება მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზიანდა და ამაში დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, გიორგი გახარია, დიმიტრი ხუნდაძე და „ქართულო ოცნების“ გუნდის წევრები. რა თქმა უნდა, ეს არის სპეკულაცია - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საფრანგეთი

28 მაისი 2020, 15:17

მსოფლიო

სამსახურის მაძიებელთა რიცხვმა საფრანგეთში 4 მილიონს გადააჭარბა

აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში სამსახურის მაძიებელთა რიცხვი 22.6 პროცენტით გაიზარდა. ფრანგული მედია მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ სულ სამსახურის 4 575 500 მაძიებელი დარეგისტრირდა, ეს რაოდენობა კი მარტში 843 000 იყო. 1996 წლის შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ენგურის ხიდი

28 მაისი 2020, 15:15

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის გამო ჩაკეტილ საზღვრებს 15 ივნისამდე არ გახსნის

26 მაისიდან ენგურის ხიდზე მიმოსვლა ცალმხრივად აღდგა. მოსახლეობას თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში გადასვლა შეუძლია, აფხაზეთიდან გასვლა კი კვლავ აკრძალულია.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 15:06

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა

„უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოსწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური დანაკარგით გავედით ამ ფონს“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.