06 მაისი 2020, 10:40 / სანდო წყარო

ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორს, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს. ასევე თანამშრომელთა გუნდს, რომლებიც დისტანციურად უძღვებოდნენ თავის საქმიანობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,ნათია თურნავას განცხადებაში წერია.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დააყენა საავიაციო სექტორი, მასში შემავალმა თითოეულმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად სწრაფად შეძლო მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების დანერგვა და ამით თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში.

„ამით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, რომელმაც დაუყოვნებლივი და ჯანდაცვის უწყებებთან კოორდინირებული ზომები მიიღო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის თვალსაზრისით, რათა დროულად მომხდარიყო დაავადების გავრცელების პრევენცია ქვეყანაში.

„ტავ ჯორჯიამ“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ძალზე ოპერატიულად შეძლეს თერმოკამერების დამონტაჟება მგზავრთა თერმოსკრინინგის ჩასატარებლად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. რეგულარული მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა და უკვე განხორციელდა ორმოცდაათამდე სარეპატრიაციო ფრენა, ასევე შეუფერხებლად სრულდება სატვირთო და ჰუმანიტარული რეისები, ტექნიკური დაშვებები, უცხო სახელმწიფოების სარეპატრიაციო ფრენები. აღნიშნული რეისების დაგეგმვის და ტექნიკური განხორციელების კუთხით ეფექტურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქაერონავიგაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიაკომპანიები, აეროპორტები, მიწისზედა მომსახურების საწარმოები, საწვავგამმართველები, და სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი. ფრენები სრულდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით.

იმედს გამოვთქვამთ რომ ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ავიაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ პოზიტიურ ნიშნულს, რაც ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებამდე.

მადლობა კიდევ ერთხელ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნულია ნათია თურნავას განცხადებაში.

ყველა სიახლე

ბასტიან ქირში

20 სექტემბერი 2021, 00:51

ტაბლოიდი

გერმანიაში ექიმმა კოვიდვაქცინის ცარიელი ამპულებით კიოლნის ტაძრის ასლი ააწყო

ბასტიან კირში თერაპევტია და კიოლნის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მუშაობს. მან ცარიელი ამპულების უტილიზაციის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა და მათი გამოყენებით ცნობილი კიოლნის ტაძრის ასლი ააწყო.

არნოლდ შვარცენეგერი დენი დევიტო

20 სექტემბერი 2021, 00:24

კულტურა

არნოლდ შვარცენეგერი და დენი დევიტო კომედია „ტყუპის“ სიქველში ძმებს ისევ ითამაშებენ

კომედია „ტყუპი“ ეკრანებზე 1988 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ტყუპ ძმებზე მოგვითხრობს, რომლებიც ექსპერიმენტის შედეგად გაჩნდნენ. ძმები ერთმანეთს 35 წლის შემდეგ ხვდებიან და დედის ძებნას იწყებემ.

ასტრობეტონი

20 სექტემბერი 2021, 00:00

ტექნოლოგიები

კვლევა: კოსმოსში ბეტონის შექმნა ასტრონავტების სისხლის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

მეცნიერების ცნობით, მარსსა და მთვარეზე სამშენებლო მასალა საკმარისია, თუმცა ცემენტის ხსნარის კოსმოსში პოვნა პრობლემატურია. მათივე თქმით, ასტრობეტონის გამოყენებით კოსმოსში შენობების აგება გაცილებით მარტივი და იაფი გახდება.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 23:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისი და თბილისელები 2 ოქტომბერს ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს

„რაც ხდებოდა წლების წინ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისაც უხარია ქვეყნის, ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავივიწყოთ ის მძიმე წარსული. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, წინსვლაზე, კარგი პროექტების გაკეთებაზე, ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალზე და ა.შ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას განვითარების, ძალიან დიდ შესაძლებლობები აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გონიო, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

19 სექტემბერი 2021, 23:15

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი აშენდება

გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ქალაქი შავი ზღვის ერთ-ერთი მარგალიტი იქნება და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით აშენდება. რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობენ, რათა მალე შეძლონ ახალი ქალაქის მშენებლობის დაწყებას.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ყველა უბანში, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს

დღეს თბილისს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა უბანში უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა, სადაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:52

საზოგადოება

კახა კალაძე: მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება

„გვინდა კიდევ ერთხელ მოგიბოდიშოთ წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხვანაირად შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის შეწყვეტა მანამდეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მესმის რთულია, მაგრამ სჯობს ცოტაც მოვითმინოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველა პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის წყლის ხშირად დაწყვეტა სხვადასხვა ავარიის გამო. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ეს ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში და გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

თორნიკე რიჟვაძე

19 სექტემბერი 2021, 22:51

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე - უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი

19 სექტემბერი 2021, 22:30

საზოგადოება

კორონავირუსის შედეგად ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა

„გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:25

საზოგადოება

კახა კალაძე: განსაკუთრებით ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ მკვიდრდება თბილისში საპარკე კულტურა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად, ნაძალადევის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში იმართება. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის დროს ნაძალადევის რაიონის პრობლემებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

ლუსი, ნილი და ფორბსი

19 სექტემბერი 2021, 22:01

ტაბლოიდი

შოტლანდიაში 10 წლის წინ დაკარგული კატა პატრონებს დაუბრუნეს🐈

რამდენიმე დღის წინ კი ცხოველთა დაცვის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აბერდინში კატა იპოვეს, რომელსაც მიკროჩიპი ჰქონდა. ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჩიპზე მითითებულ ნომერზე დარეკეს და ნილსა და ლუსის დაუკავშირდნენ. ფორბსი იმ ადგილის ახლოს იპოვეს, სადაც დაიკარგა.

შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი 2021, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ შექმნა, ახლაც ამის მცდელობა აქვთ

ვერც წინ მიდიან, ვერც უკან - ერთ ადგილს ტკეპნიან. ვფიქრობ, ეს არის მათი, როგორც პოლიტიკოსების პიროვნული ტრაგედია და ტრაგედია მათი პოლიტიკური ძალისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა. რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს - არანაირი საარჩევნო დაპირება, შეხვედრები ხალხთან და საარჩევნო პროგრამა. სწორება მათ მხოლოდ სამ ოქტომბერზე აქვთ - ისევ ძალადობაზე, ქუჩაში აქციებზე, პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

19 სექტემბერი 2021, 21:30

თავდაცვა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლამდე ჯარში ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი ბიულეტენისთვის და გეჩვენებინა, რომ ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს

„2012 წლამდე ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი საარჩევნო ბიულეტენისთვის და უნდა გეჩვენებინა, რომ დადასტურებულად ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს“, - აცხადებს ჩაჩიბაია.

გური სულთანიშვილი

19 სექტემბერი 2021, 21:10

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობის“ მმართველობაზე: სფერო არ არსებობს, სადაც ფუნდამენტური პრობლემები არ ჰქონოდათ

„2012 წელს ვინც იყო 10-12 წლის, ისინი უკვე დღეს აძლევენ ხმას არჩევნებში. დაახლოებით 700 თუ 600 ათასი მოქალაქეა, ვინც მაშინ პატარა იყო, ვერ ექნება მეხსიერების პოლიტიკა და ემპათია იმ პერიოდთან თუნდაც ყველაზე მძაფრთან - ეს არის ციხის კადრები. სფერო არ არსებობს, სადაც ფუნდამენტური პრობლემები არ ჰქონოდათ, ამიტომ ამის წაშლა და ამისგან დისტანცირება უბრალოდ გამორიცხულია. ეს ისეთივე შეუძლებელია, როგორც წყალში ცეცხლის დანთება.

მიტროპოლიტი სტეფანე

19 სექტემბერი 2021, 21:06

რეგიონი

მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე: ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით

ასეთი საგიჟეთი თუ დამხვდებოდა, არ ვიცოდი! ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ „იმედის კვირას“ იმ სასულიერო პირებზე საუბრისას განუცხადა, რომლებიც მან მასზე განხორციელებული თავდასხმისთვის დღეს განკვეთა. მეუფე სტეფანეს რადიკალური ზომების მიღება და ათამდე სასულიერო პირის ეკლესიიდან განკვეთა მოუხდა. არ არის გამორიცხული ორშაბათი ჭყონდიდის ეპარქიისთვის მძიმე აღმოჩნდეს. ეკლესიიდან განდევნილები ეპარქიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დატოვებას არ აპირებენ.

გია გაჩეჩილაძე

19 სექტემბერი 2021, 21:01

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და არიან

„ვინც პატარაა შეიძლება არ ახსოვს მაშინ რა ხდებოდა და იძახიან: „კაი რა…“ მაგრამ აბა თვითონ გაიარონ ის სიტუაცია, რაც მაშინ ხალხმა გაიარა. სიჩუმე იყო, ხალხი ვერ ლაპარაკობდა. ვერც ოთახში, ვერც ავტობუსში, ვერსად ვერ ლაპარაკობდა“, - იხსენებს გაჩეჩილაძე.

ინგა ბიწაძე

19 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კობა დავითაშვილის მეუღლე: ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა, არ აპატია, როგორ მოექცა თავის ხალხს

„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“, - ამბობს ბიწაძე.

19 სექტემბერი 2021, 20:35

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურს: მჯერა, რომ თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია

პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაათვალიერა სამსახურის შენობა, რომლის მშენებლობასაც 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

თეა წულუკიანი

19 სექტემბერი 2021, 20:34

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ქარდავას ექსტრადიციაზე: საკმაოდ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგენა მაინც რეალობაა დღეს

„დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა საქმეებზეც ბოლომდე მივა {განაჩენი}, ვინაიდან თავად პირი {ქარდავა} არის ქართველი სამართალდამცველების ხელში, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის მოიხდის იმ მრავალწლიან სასჯელს, რომელიც მას ქართული კანონის წინაშე ეკუთვნის“, - აცხადებს წულუკიანი.

დეკანოზი შალვა კეკელია

19 სექტემბერი 2021, 20:25

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია: ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ანგრევენ, დღეს საუბრობენ, რომ ეკლესია დასაცავია

ვერ ნახავთ ერთ კვირასაც კი, რომ ეკლესიაზე ცუდი გადაცემა არ კეთდებოდეს და დღეს ეს ტელევიზიები გვევლინებიან ეკლესიის დამცველებად, - ამის შესახებ „იმედის კვირას დეკანოზმა შალვამ (კეკელია) სავარაუდო ფარული მიყურადების ფაქტებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ფარული მიყურადების ფაქტები ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ეს მასალები მედიის ხელში ხვდება. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით ამ მასალების გამოქვეყნება ხდება.