imedi /  06 მაისი 2020, 13:39 / სანდო წყარო

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო ერთი პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრი

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრი

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო ერთი პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან.

ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში დღეს გაიზავნა. პასუხი გვაინ ღამით გახდება ცნობილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკას ხუთმა პაციენტმა მიმართა. მათგან გამოსაკვლევად ოთხის ანალიზის ნიმუში გაიგზავნა. სამის პასუხი უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2020, 11:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

სომხეთი კორონავირუსი

28 მაისი 2020, 11:15

COVID19

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის 442 შემთხვევა დადასტურდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

28 მაისი 2020, 11:10

საზოგადოება

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 28 ახალ სტიპენდიატს წარმატება მიულოცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი.

რომინა აშრაფი

28 მაისი 2020, 11:09

მსოფლიო

ირანში 14 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით მისი მამა დააკავეს

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა.

28 მაისი 2020, 11:05

საზოგადოება

საზოგადოების ნდობის რეიტინგში კვლავ „იმედი“ ლიდერობს

კითხვაზე „რომელ სატელევიზიო არხს ენდობით ყველაზე მეტად, როდესაც საქმე ეხება ახალ ამბებსა და ინფორმაციას?“ გამოკითხულთა 38% ტელეიმედს ასახელებს. მეორე ადგილს 14%-ით „რუსთავი 2“ იკავებს. ტელეკომპანია „მთავარს“ კი 13% ენდობა.

თავდაცვის სამინისტრო

28 მაისი 2020, 10:58

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ჯარი სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი ხორცით, გაყინული ღორის ხორცი კი ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენება

მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტით მომარაგება. შესაბამისად, ჯარი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით სამინისტრო მედიაში ჯარის კვებასთან დაკავშირებით საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიის სიუჟეტში ნახსენები გაყინული ღორის ხორცი, ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენება.

28 მაისი 2020, 10:58

ეკონომიკა

2020 წელს გერმანიის ეკონომიკის 7%-იან კლებას ვარაუდობენ

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, გერმანიის ეკონომიკა წელს თითქმის 7%-ით შემცირდება. მიუნხენში მდებარე „იფოს ინსტიტუტის“ პროგნოზით, ეკონომიკის კლება 6.6%-ს შეადგენს.

მარინა ეზუგბაია

28 მაისი 2020, 10:46

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

„ჩვენს ცენტრში მყოფი სამი მძიმე პაციენტის დინამიკა გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია - სუბიექტური, რადიოლოგიური და კლინიკური მონაცემებითაც“.

28 მაისი 2020, 10:43

სპორტი

ტყვიის სროლაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

ტყვიის სროლაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია. ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირის სტატუსი ექნება 2021 წლის ევროპის ზამთრის ჩემპიონატს 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, რომელსაც ფინეთი 26 თებერვლიდან 8 მარტამდე უმასპინძლებს.

მარინა ეზუგბაია

28 მაისი 2020, 10:38

COVID19

საქართველოში უკვე ინფიცირებულთა 78% გამოჯანმრთელდა

„ინფიცირებულთა დაახლოებით 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 153 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას“.

ბოჭორიშვილის კლინიკა

28 მაისი 2020, 10:35

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 18 წლამდე ასაკის 11 პაციენტი აგრძელებს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღიათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაკა სოლოღავშილმა განუცხადა.კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

კორონავირუსი საქართველო

28 მაისი 2020, 10:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

28 მაისი 2020, 10:17

სამართალი

მეწარმე „პერსილისა“ და „არიელის“ შეფუთვაში იაფფასიანი ფხვნილის დაფასოებაში ამხილეს

უწყების ცნობით, ბრალდებულს თურქეთიდან ჩამოჰქონდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოებდა და მას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით ჰყიდდა.

სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატი

28 მაისი 2020, 10:13

სპორტი

სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს დასწრება 1-ლი ივნისიდან შეეძლება

1-ლი ივნისიდან სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს დასწრება შეეძლება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგა 29 მაისს უნდა განახლდეს, ზაფხულის პირველივე დღიდან კი სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარსაც შეუშვებენ, თუმცა რეგულაციებისა და მინიმუმ ერთმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა თითოეულ მათგანს მოუწევს.

გიორგი გახარია

28 მაისი 2020, 10:12

ეკონომიკა

დღეს პრემიერ-მინისტრი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას გამართავს

გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.

28 მაისი 2020, 10:10

მსოფლიო

საფრანგეთის სასამართლომ რუანდის გენოციდისთვის დაკავებული ფეილსენ კაბუგა პატიმრობაში დატოვა

ფეილსენ კაბუგა, რომელსაც რუანდაში მოწყობილ გენოციდსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს, დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის მტკიცებით, კაბუგას ტუტსების ეთნიკური ჯგუფის წინაშე ბრალი არ მიუძღვის.

ბცჟ კორონავირუსი

28 მაისი 2020, 10:04

COVID19

საბერძნეთი ბცჟ-ს საყოველთაო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ათენში უარყვეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ქვეყანაში ბცჟ-ს საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება. ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა 27 მაისს გაავრცელეს. მათი წყარო ათენის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, ევანგელოს იამარელოსი იყო. თუმცა ტელეკომპანია Skai-ს ეთერში ამავე სასწავლო დაწესებულების დოცენტმა, ანასტასია კოტანიდუმ განაცხადა, რომ ბცჟ კორონავირუსისგან არ იცავს და საბერძნეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

კალიების შემოსევა ინდოეთი

28 მაისი 2020, 09:50

მსოფლიო

კალიების შემოსევის შედეგად ინდოეთში ნათესები 50 ათასი ჰექტარზე განადგურდა

კალიების შემოსევა ინდოეთში საკვების წარმოების კლებას და ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის ქვეყანას ეფექტურად გაუმკლავდეს პანდემიას. რაჯასტანის და მადჰია-პრადეშის ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი მწერისგან შემდგარი 8 გუნდი მოქმედებს, თითოეული დაახლოებით 1 კვადრატული კილომეტრის სიდიდის. სიტუაციას ართულებს პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

ბრაზილია კორონავირუსი

28 მაისი 2020, 09:42

COVID19

24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 20 599 შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 1 068 პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 25 598-ს მიაღწია.

ნათია თურნავა

28 მაისი 2020, 09:29

ეკონომიკა

ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი შესაძლოა აშშ-სა და უკრაინაში განხორციელდეს

ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არის აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. „სიმართლე გითხრათ, თვალს უხაროდა პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ყველას ეკეთა ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვდასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის, ყველა მაღალი ხარისხის და თითქმის ყველა ქართული წარმოების პირბადე. 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს და იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ამ დღეებში დავრთეთ ნება გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, არის უკრაინაში მოთხოვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად 2 თვეში“, - აღნიშნა მინისტრმა.