imedi /  06 მაისი 2020, 15:33 / სანდო წყარო

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კახა იშხნელი

კახა იშხნელი

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ მან „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„საბედნიეროდ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არასრულწლოვნების მასაში, როგორც საერთაშორისო სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენთანაც ვირუსი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. საბედნიეროდ, მათთან დიდ პრობლემებს არ შევხვედრილვართ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოზარდები ყოველთვის საფრთხილო კონტინგენტია“ , - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიგა ბოკერია

01 ივნისი 2020, 15:26

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თუ პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ

თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა „შეთანხმება თუ სრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ.

01 ივნისი 2020, 15:23

კულტურა

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი კონკურსი „მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“ ცხადდება

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებმაც საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები.

01 ივნისი 2020, 15:22

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა: ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.

ნათია მეზვრიშვილი

01 ივნისი 2020, 15:07

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტების შესაბამისად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 14:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არღვევს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ

გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. „მათემატიკურად ეს ცვლილებები აწყობს ოპოზიციას, რადგან ამ ცვლილებებით მიიღებენ მეტ მანდატს ვიდრე მიიღებდნენ 77/73ზე მოდელის შემხვევაში.

ჩჟაო ლიცზიანი

01 ივნისი 2020, 14:52

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა აშშ-ს მოუწოდა, უმციროსებების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაცია აღკვეთოს.

ბექა ლილუაშვილი

01 ივნისი 2020, 14:52

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიზნესის ვალდებულებაა, დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს

ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მივიყვანეთ იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას, ამიტომ ჩვენ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

სკრიპალები სერიალი

01 ივნისი 2020, 14:45

კულტურა

სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოქვეყნდა

ტელეკომპანია BBC-მ სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. სამეპიზოდიანი სერიალი „მოწამვლა სოლსბერიში“ ტელეარხ BBC One-ის ეთერში 14-16 ივნისს გავა. სერგეი სკრიპალის როლს უეინ სვონი, იულია სკრიპალის როლს კი ჯილ უინთერნიცი ასრულებს. სერიალის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

01 ივნისი 2020, 14:40

მსოფლიო

გერმანიაში ე.წ. კანონიერი ქურდი ვახტანგ ჯავახაძე გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიაში საცხოვრებელ სახლში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 47 წლის ვახტანგ ჯავახაძე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეული გულის უკმარისობა სახელდება. წარმოშობით ქუთაისელ ჯავახაძეს კრიმინალურ წრეებში „ყურშას“ მეტსახელით იცნობენ.

მიხეილ კალანდია

01 ივნისი 2020, 14:31

სამართალი

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევისა და 150 მოწმის თავიდან გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.

01 ივნისი 2020, 14:30

საზოგადოება

მდინარე მტკვრის დონე თბილისში, 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

მდინარე მტკვრის დონე თბილისში, 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. 2 ივნისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ორთაჭალჰესზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს ორთაჭალჰესის 1 დღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით.

01 ივნისი 2020, 14:23

საზოგადოება

პენიტენციურ დაწესებულებებში ყაზარმული სისტემა ნარჩუნდება, თუმცა თანამშრომლები ორი კვირით იმორიგევებენ

ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში იქნებიან - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, იქნება როტაცია და ყაზარმული პერიოდი თანამშრომლებს ორ კვირაზე მეტი ხნით არ მოუწევთ.

თურქეთის ავიახაზები

01 ივნისი 2020, 14:21

COVID19

თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა

თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მარტის შემდეგ იყო შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს. პირველ ეტაპზე ფრენები სტამბოლიდან იზმირის, ანტალიის, ტრაბზონისა და ანკარის მიმართულებით განხორციელდება. დანარჩენი აეროპორტები მუშაობას მოგვიანებით განაახლებენ. ყველა გახსნილ აეროპორტში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.

მეუფე იაკობი

01 ივნისი 2020, 14:20

საზოგადოება

მეუფე იაკობი: სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ

სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თეოლოგები ფიქრობენ, რომ ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მას შენიშვნას მისცემენ, მეუფე იაკობმა მთავარი არხის კორესპონდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ეშინია, როცა ჟურნალისტს ამ კითხვით მასთან გზავნიან.

პეტერ მიკისკა

01 ივნისი 2020, 14:18

საზოგადოება

ჩეხეთის ელჩი: გარემოს დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის წარმატებული თანამშრომლობა სამაგალითოა

მინდა, მოგილოცოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის „ტყის კოდექსის“ მიღება და ჩემი ქვეყნის სახელით გამოვხატო მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობისთვის,- ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

01 ივნისი 2020, 14:16

COVID19

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში ინფიცირებულების წყარო უცნობია

სოფელ მარეთში COVID-19 ერთი ოჯახის სამ წევრს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. სოფელში მეორე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ამ წუთებში ინფიცირებულების საცხოვრებელ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პრინცი იოახიმი

01 ივნისი 2020, 14:14

COVID19

ბელგიის პრინცმა ბოდიში მოიხადა წვეულებაში მონაწილეობისთვის, რომლის დროსაც კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის პრინცმა იოახიმმა ბოდიში მოიხადა ესპანეთში დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით წვეულებაში მონაწილეობისთვის, რომლის დროსაც ის კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

01 ივნისი 2020, 14:11

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს აშშ-ში განვითარებულ მოვლენებთან - ჩვენ არასდროს ვერეოდით ამერიკის საქმეებში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ში განვითარებული არეულობა აშშ-ის შიდა საკითხია და რუსეთი არ ერევა ამ პროცესში.

ირაკლი ჩიქოვანი

01 ივნისი 2020, 14:11

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით

ცხადი ხდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც შეზღუდული ტურისტული შესაძლებლობებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების შესაძლებლობას შესთავაზებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი The Washington Post-ის სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოს წარმატებაზე კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.

ბოდბელი ეპისკოპოსი

01 ივნისი 2020, 14:08

საზოგადოება

მეუფე იაკობი: სინოდის მორიგ სხდომაზე ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება სხდომის ჩანიშვნას უნდა დაელოდოს

„სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ, ვინ ვისი იარაღია. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტემია დავადოთ-ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე, ღმერთს რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პეტრე ცაავას მიერ მის მიმართ კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.