imedi /  06 მაისი 2020, 15:52 / სანდო წყარო

სახლში დარჩით ან ჩვენთან ერთად იცეკვეთ - განელმა მოცეკვავე მეკუბოეებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს

განა მოცეკვავე მეკუბოები

პოპულარული მიმის გმირებმა, განელმა მოცეკვავე მეკუბოეებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომლითაც მთელი მსოფლიოს მედიკოსებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და აპლოდისმენტები მიუძღვნეს. ამასთან, მათ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს და გააფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთან ერთად მოუწევთ ცეკვა.

მიმი მოცეკვავეების მონაწილეობით, რომლებსაც კუბო მიაქვთ და EDM-ის ტრეკ Astronomia-ზე ცეკვავენ, პოპულარული კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ფონზე აპრილში გახდა. პირველად ვიდეო ჯერ კიდევ 2017 წელს მოგზაურმა Travelin Sister-მა გამოაქვეყნა და განმარტა, რომ განაში ასეთი ტრადიცია არსებობს: დაკრძალვაზე ჭირისუფლები მეკუბოეებს ქირაობენ, რომლებიც ცერემონიის დროს მხიარული მუსიკის თანხლებით ცეკვავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი 2021, 14:18

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენით, ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის იმედი არ მაქვს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში არიან და მის უშუალო დაკვეთებსა და განკარგულებებს ასრულებენ საკანონმდებლო ორგანოში. ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერია, თუმცა უშუალოდ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენით, ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის იმედი მე არ მაქვს“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე

21 სექტემბერი 2021, 14:14

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: შეფასება, რაც მელიასგან გუშინ მოვისმინე მიუღებელია

სხდომის ჩატარება არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ამბავი გამოიძონ, პოლიტიკური შეფასება მიეცეს და პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ ,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საკუთარი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითვალისწინებს.

მეუფე შიო

21 სექტემბერი 2021, 14:10

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ამიტომ დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა გახლავთ წყარო სიხარულისა, წყარო ნუგეშისა... იგი, როგორც დედა ჩვენი, ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვმფარველობს ჩვენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მიხეილ ხიდურელი

21 სექტემბერი 2021, 14:08

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილ კორპორაციებთან შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ ოქტომბერში დელეგაციას საქართველოში ვუმასპინძლებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

სარა დაში

21 სექტემბერი 2021, 14:06

კულტურა

მსოფლიოში ცნობილი Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში გარდაიცვალა

Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში 76 წლისა გარდაიცვალა. Lady Marmalade-ი 1977 წელს აშშ-ის ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე იყო. ტრეკი მაყურებელმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინა, როცა ის ქრისტინა აგილერამ, პინკმა, ლილ კიმმა და მიამ შეასრულეს. სიმღერა 2001 წელს ფილმის „მულენ რუჟი“ საუნდტრეკად გამოიყენეს.

21 სექტემბერი 2021, 13:45

საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ ხმაური იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. ამჯერად, დაპირისპირება სალხინოში ახლადდანიშნული ეპარქიის ეკონომისტის გამოჩენას მოჰყვა. განკვეთილ სასულიერო პირებს - ამჯერად, ერისკაცებსა და ეკონომისტს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

21 სექტემბერი 2021, 13:44

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის ინიციატივით გამოდის

„ფარულობა ხმის მიცემისა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებასთან, ადამიანების შანტაჟთან, რომლის კონტროლის მექანიზმიც იყო ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება“.

მაია მწარიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:41

საზოგადოება

ადვოკატი: ნონა გაფრინდაშვილმა მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ ქართველია - Netflix-თან დავა უპრეცედენტოა მხარეთა წონითი კატეგორიების გათვალისწინებით

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი და ეს თემა მსოფლიო პრესის მთავარი გვერდებიდან არ ჩამოდის. ასევე გვაქვს დიდი მოლოდინი სასამართლოსგან, რადგან შეტანილი სარჩელი არის ერთი ნაბიჯი მოგებისკენ, - ამის შესახებ „იმედის დღეში“ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომელიც Netflix-თან დავაში ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს იცავს.

ნიკოლოზ რეხვიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:34

COVID19

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარის პრიზიორი: არასდროს არაფერი მომიგია - ერთხელ მოვიგე ერთი ცალი ნაყინი და მეზობლის ბავშვს მივეცი

72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილი პირველია, ვინ ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 ათასი ლარი მოიგო. მოგების შესახებ ჟურნალისტისგან, სატელეფონო ზარით გაიგო.

21 სექტემბერი 2021, 13:25

რეგიონი

რაჭის რეგიონში რთველი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო.

21 სექტემბერი 2021, 13:18

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ, რეიტინგის და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.

სოსო არჩვაძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: Moody’s-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს

მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად შეფასდა სააგენტოს მიერ.

21 სექტემბერი 2021, 13:11

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ხათუნა სამნიძე

21 სექტემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი, რომ ახლა რიგგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ, მიუღებელია

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, როცა პარტიის წევრები ამბობენ, რომ, არჩევნებამდე, პარლამენტში სუსის ხელმძღვანელის დასაბარებლად და რიგგარეშე სესიის თვის არ სცალიათ.

21 სექტემბერი 2021, 12:57

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

21 სექტემბერი 2021, 12:56

COVID19

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეა ახვლედიანი

21 სექტემბერი 2021, 12:49

რეგიონი

თეა ახვლედიანი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

თეა ახვლედიანმა და კახა კუჭავამ ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის - „ახალგაზრდები და მშვიდობა“ - გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვეს.

ნათია თურნავა

21 სექტემბერი 2021, 12:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სარმიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა.

დეა კულუმბეგაშვილი / კადრი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიიდან

21 სექტემბერი 2021, 12:36

კულტურა

სან სებასტიანის ფესტივალის ვებგვერდზე დეა კულუმბეგაშვილს „ქართული კინოს იმედის სიმბოლოდ“ მოიხსენიებენ

სან სებასტიანის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ცალკე კატეგორია დაეთმო ღონისძიების ჟიურის წევრებს. ჟიურის ქართველი თავმჯდომარის, დეა კულუმბეგაშვილის შესახებ ვკითხულობთ, რომ „ის არის იმედის სიმბოლო ქართული კინოსთვის“.