imedi /  06 მაისი 2020, 17:18 / სანდო წყარო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა

კორონავირუსი ცხინვალის რეგიონი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში COVID 19-ის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია რეგიონის ე.წ. მთავარ სანიტარ ექიმზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით წერს. შედეგად, რეგიონში უკვე 3 ინფიცირებული ადამიანია.

ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გამოვლინდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ვირუსი 14 წლის ბიჭს დაუფიქსირდა, რომელიც ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ჩავიდა. სამივე ინფიცირებული იზოლირებულია.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 19:08

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს: მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს

კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკოს ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის, საგარეო უწყებისა და რუსეთის დუმის დეპუტატის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად რუსი ექსპერტების ყველაზე დონეზე დაშვებასთან დაკავშირებით.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 19:05

საზოგადოება

ხათუნა ზახაშვილი: უნდა გადავლახოთ ბარიერი, როდესაც გვრცხვენოდა და გვეუხერხულებოდა სხვისთვის შენიშვნის მიცემა

„სანქციები ყოველთვის არ არის აუცილებელი. ვსწავლობთ თანაცხოვრებას ვირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში გახდება ჩვენი თანამგზავრი“, - აღნიშნა ზახაშვილმა.

28 მაისი 2020, 19:01

კულტურა

იტალიაში ვენახის ქვეშ უძველესი რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს. ფოტოები

ჩრდილოეთ იტალიაში, ნეგრარში მდებარე ერთ-ერთი ვენახის ქვეშ რომის იმპერიის პერიოდის, იდეალურად შემონახული მოზაიკა აღმოაჩინეს. ფოტოებზე, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, კარგად ჩანს, თუ რამდენად რთულ ნამუშევართან და ფერადი დეტალებით დატვირთულ გამოსახულებასთან გვაქვს საქმე.

თამარ გაბუნია

28 მაისი 2020, 18:59

საზოგადოება

„პლაქვენილის” საკითხზე ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფი იმსჯელებს

ჩვენ მივყვებით მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ამჟამინდელ რეკომენდაციას და „პლაქვენილის” გამოყენება რეკომენდებული არ იქნება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, რომელზეც კლინიცისტები ცალკე იმსჯელებენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პლაქვენილის” გამოყენების შეჩერებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მედიკამენტები, რომლებიც აქამდე იყო მოწოდებული სამკურნალოდ, არის სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და ხდებოდა კორონავირუსით დაავადებული პაცოენტებში გამოყენება იმ იმედით, რომ შედეგი იქმებოდა კეთილსაიმედო.

28 მაისი 2020, 18:56

COVID19

რა რისკები ახლავს დახურულ სივრცეებში კონდიციონერის გამოყენებას - სპეციალისტის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში კონდიციონერის გამოყენების რისკებზე ისაუბრა. პაატა იმნაძის განმარტებით, საყოფაცხოვრებო კონდიციონერი, რომელიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება და ჰაერს შიგნით ატრიალებს, მაღალ რისკს შეიცავს.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:53

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს, ვთავაზობთ, საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდნენ

რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ , როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენმ რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“ , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იუსტინუსენი

28 მაისი 2020, 18:49

სპორტი

ფარერების ჩემპიონატში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა 8 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა. ვიდეო

ფარერების ჩემპიონატში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა 8 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას sportbible ავრცელებს. „არგირი“ - „ტორსჰავნის“ შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 0:5 მოიგეს, ადრიან იუსტინუსენმა მე-8, მე-12 და მე-17 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან თავი სამჯერ გამოიჩინა.

28 მაისი 2020, 18:48

COVID19

ჯანმო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას აფრთხილებს, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი კორონავირუსის მკურნალობისას არ გამოიყენონ

არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა „ტვ იმედის“ მიერ დასმულ კითხვაზე.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 18:48

საზოგადოება

პაატა იმნაძემ განმარტა, როგორ გაკონტროლდება რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაცია

„რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაციები შემუშავებულია. ყველა მეპატრონეს ვალდებულება ექნება, როგორც მონიშნული იყო სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ეკლესიების ეზოებში, ადამიანი სად უნდა დამდგარიყო, აი ასეთ მონიშნულ ადგილზე დადგას მაგიდა. როდესაც რესტორანში შევალთ და ვნახავთ, რომ მონიშნული ადგილის გარდა, კიდევ არის მაგიდა ჩამატებული, ასეთ რესტორანში ნუღარ შევალთ, ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი“, - აღნიშნა იმნაძემ.

28 მაისი 2020, 18:40

სპორტი

ინგლისის პრემიერ-ლიგა 17 ივნისს განახლდება

ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. BBC-ის ინფორმაციით. ოთხშაბათს, 17 ივნისს ორი გადადებული შეხვედრა, „ასტონ ვილა“ - „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ - „არსენალი“ შედგება.

28 მაისი 2020, 18:40

პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ ნაკადების გაკონტროლებაზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენი მხრიდან რეკომენდებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრების დიდი რაოდენობა ერთ სივრცეში და ეს სიტუაცია კონტროლირებული იყოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

28 მაისი 2020, 18:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პრემიერის გუშინდელი ვიზიტით ოპოზიციამ ბრძოლის ეს რაუნდიც წააგო

რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, თუ ვიმსჯელებთ თუნდაც სოციალური ქსელების გამოხმაურებებს, მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომლებიც ვერ ჩაითვლებიან ხელისუფლების მომხრეებად, აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციამ ბრძოლის ეს რაუნდიც წააგო - ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძემ, „დღის ქრონიკის“ ეთერში, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოხსენების შეფასებისას განაცხადა. ანალიტიკოსმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს, ცვლილებები საჭირო რაოდენობის მხარდამჭერს პარლამენტში მაინც მოიპოვებს.

რამაზ საყვარელიძე

28 მაისი 2020, 18:32

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებზე: ბიბლიიდან ვიცით, რომ ურწმუნო თომა არსებობს - რამდენი ფაქტიც არ უნდა აჩვენო, აზრს არ შეიცვლიან

ბიბლიიდან მოყოლებული ვიცით, რომ ურწმუნო თომა არსებობს. რამდენიც არ უნდა ანახო ადამიანთა რაღაც ჯგუფს მათი პოზიციის საწინააღმდეგო ფაქტები, ისინი აზრს არ შეიცვლიან, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკასთან“, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORDI) კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:30

COVID19

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

28 მაისი 2020, 18:26

რეგიონი

ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით გუშინ დაკავებულთაგან 26 მოქალაქეს ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა პროცესი დასრულდა. სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, პროცესზე განხილული იყო 29 მოქალაქის საქმე. 26 მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ერთი სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლდა, ორი პირის პროცესი კი, 4 და 10 ივნისისთვის გადაიდო.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 18:25

COVID19

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ყველა იმ სამსახურმა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სასურველია მუშაობა ონლაინ გააგრძელოს

პანდემიის პროცესში საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობა განორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს მათ გარკვეულ ზარალს, რეკომენდირებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

28 მაისი 2020, 18:23

მსოფლიო

ბუნდესტაგზე კიბერშეტევის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს

2015 წელს გერმანიის პარლამენტზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 18:20

COVID19

PCR ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი 1500-ზე მეტს შეადგენს

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:17

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე საქართველო მწვანე ზონად რჩება

„გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

28 მაისი 2020, 18:11

მსოფლიო

ინდოეთში 200-ზე მეტი მკვდარი ღამურა იპოვეს

ინდოეთში, უტარ პრადეშის პროვინციაში 200-ზე მეტი გარდაცვლილი ღამურა იპოვეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები ამ ფაქტს კორონავირუსს უკავშირებენ, რის გამოც სახლიდან აღარ გადიან. ეპიდემიოლოგებმა დახოცილი ფრინველები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.