07 მაისი 2020, 10:39 / სანდო წყარო

ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოტავიო სანტანა დო რეგო ბაროსი

ოტავიო სანტანა დო რეგო ბაროსი

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს პრესსპიკერს, ოტავიო სანტანა დო რეგო ბაროსს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

ბაროსის პრეს-სამსახური ცნობით, ის იზოლაციაშია და სახლში აგრძელებს მკურნალობას. განცხადების თანახმად, მას არ აღენიშნება რაიმე ისეთი სიპტომები, რაც შეშფოთებას შეიძლება იწვევდეს.

ამ დრომდე, ბრაზილიაში 20-მდე ოფიციალურ პირს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში COVID 19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. Worldometers-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 615 პაციენტი დაიღუპა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 10 503-ით გაიზარდა.

ამ დროისათვის ბრაზილიაში COVID 19-ის 126 611 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 8 588 ადამიანი, 51 370 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2020, 13:51

მსოფლიო

ცხინვალში ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ზალინა ლალიევას სახლზე ღამის 23:00-ზე განხორციელდა.

06 ივნისი 2020, 13:39

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 930 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 168 340 შემთხვევაა აღწერილი, 4 648 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 133 400 კი გამოჯანმრთელდა. თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.

ბათუმის სასამართლო

06 ივნისი 2020, 13:38

რეგიონი

„ლავასოღლის“ მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 8 პირი 1000 ლარით დაჯარიმდა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის („ლავასოღლი“) მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ცხრავე პირი სამართალდამრღვევად ცნო, აქედან რვა მათგანი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

06 ივნისი 2020, 13:28

საზოგადოება

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: დღეიდან, ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი.

ბათუმი პლაჟი

06 ივნისი 2020, 13:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

„ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

06 ივნისი 2020, 13:19

საზოგადოება

როგორ დავიცვათ ზაფხულში ბავშვები ნაწლავური ინფექციებისგან? - პედიატრის რჩევები

რას უკავშირდება ზაფხულში ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი და რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით ბავშვების შემთხვევაში? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ანატომიასთან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა და თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

ლუის ჰამილტონი

06 ივნისი 2020, 13:16

მსოფლიო

ლუის ჰამილტონის თქმით, მას ბავშვობაში მუქი ფერის კანის გამო ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ

ლუის ჰამილტონის თქმით, მას ბავშვობაში მუქი ფერის კანის გამო ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, მასზე ისეთი ნეგატიური ფსიქოლოგიური ეფექტები გამოიწვია ამ ყველაფერმა, რისი გაზომვაც შეუძლებელია. ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონმა სპორტის გარდა სახელი რასიზმისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლითაც გაითქვა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 13:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურიზმის აღდგენა ძალიან დიდი გამოცდა იქნება

„ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 13:02

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხვაზე იმყოფება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სუს-ში დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 12:56

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა არ მოჰყოლია

„თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა. რაღაც კატასტროფა ხდება. დღეში ჰყავთ იმაზე მეტი ავადმყოფი ვიდრე ჩვენ 3 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ისევ გრძელდება ერთეული შემთხვევები, რაც იქნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

06 ივნისი 2020, 12:47

COVID19

ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები განმარტეს

ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები განმარტეს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს. სამეფო სამედიცინო საზოგადოების ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, გაბრიელ სკელის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებას რომ ჯანმოს რეკომენდაციები გაითვალისწინება და დროულად დაეწესებინა საკარანტინო ზომები, გარდაცვალებების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

ალექსანდრ კატაი

06 ივნისი 2020, 12:43

მსოფლიო

ალექსანდრ კატაიმ LA Galaxy ცოლის მიერ გამოქვეყნებული რასისტული პოსტების გამო დატოვა

სერბმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ კატაიმ LA Galaxy მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა ცოლმა მედიაში „რასისტული და ძალადობრივი“ ხასიათის შეთყობინებები დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კატაის ცოლი თეა, როგორც ჩანს ფერადკანიანთა უფლებადამცველებს დასცინოდა და Instagram-ზე მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით ხუმრობდა.

აშშ პოლიცია

06 ივნისი 2020, 12:42

მსოფლიო

აშშ-ში პოლიციამ მანქანაში ცოლ-ქმრის და მათი 4 შვილის ცხედარი აღმოაჩინა

სამართალდამცველებმა 30 წელს გადაცილებული კაცი, მისი ცოლი და მათი 4 შვილი, რომელთა ასაკიც 11 თვიდან 4 წლამდე მერყეობს ავტოფარეხში გაჩერებულ მანქანაში აღმოაჩინეს. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ საქმე სავარაუდოდ თვითმკვლელობას ეხება, რადგან ექვსივეს გარდაცვალების მიზეზი გაზით მოწამვლაა.

06 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

პოლონეთი საერთაშორისო ფრენების აკრძალვას 16 ივნისამდე გაახანგრძლივებს

პოლონეთი გეგმავს, საერთაშორისო ფრენების აკრძალვა 16 ივნისამდე გაახანგრძლივოს. ქვეყანაში პოლონურმა ავიაკომპანიამ LOT-მა 1-ლი ივნისადან შიდა ფრენები უკვე არადგინა და რეისებს ვარშავაში, გდანსკში, კრაკოვსა და ვროცლავში უკვე ასრულებს.

რუსლან აბაშიძე ექიმები

06 ივნისი 2020, 12:20

რეგიონი

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

შეხვედრაზე მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ხობის საზოგადოებრივი ცენტრი

06 ივნისი 2020, 12:12

რეგიონი

ხობში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 77-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ხობში გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე.

06 ივნისი 2020, 12:10

ტაბლოიდი

მადაგასკარის განათლების მინისტრი მოსწავლეებისთვის $2 მილიონის ღირებულების ჩუპაჩუპსის შეკვეთისთვის გაათავისუფლეს

მადაგასკარის განათლების მინისტრს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის $2 მილიონის ღირებულების ჩუპაჩუპსები დაერიგებინა. რიჯასოა ანდრიამანანამ იქამდე განაცხადა, რომ თითო მოსწავლისთვის 3 ჩუპაჩუპსი უნდა დაერიგებინათ, რადგან კორონავირუსის „წამალი“, რომელსაც კუნძულის მცხოვრებლებს ურიგებენ, მწარეა. ამიტომ, მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა, ეს გემო ტკბილეულით დაებალანსებინათ.

მაიას კომპლექსი

06 ივნისი 2020, 12:05

კულტურა

არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის უდიდესი და უძველესი მონუმენტი აღმოაჩინეს

ჯუნგლებში მიწისქვეშ მოქცეული ნაქალაქევი LiDAR Technology-ს სკანერების მეშვეობით აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა 21 ცერემონიალური კომპლექსი იპოვეს. ისინი მაიას აქამდე ცნობილი სტრუქტურებისგან განსხვავდება და ძველი წელთაღრიცხვით 750 წლით თარიღდება. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანებმა კომპლექსები ამავე პერიოდში მიატოვეს, ამის მიზეზი კი სავარაუდოდ კლიმატის ცვლილება გახდა.

რუსეთი კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 11:45

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8 855 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ინფექციით 197 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 725 ადამიანი ემსხვერპლა, 221 388 კი - გამოჯანმრთელდა.

06 ივნისი 2020, 11:43

საზოგადოება

კრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს“.