imedi /  07 მაისი 2020, 19:43 / სანდო წყარო

მოსკოვის მერი: რეალურად, მოსკოვში კორონავირუსით 300 ათასი ადამიანია ინფიცირებული

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულთა წილი მოსახლეობის 2-2.5%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 300 ათასი ადამიანია.

სერგეი სობიანინის განმარტებით, საუბარია რეალურად დაავადებულებზე და არა ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებზე.

„ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად გამოვავლინოთ კორონავირუსით ინფიცირებულები და კარანტინში მოვათავსოთ ისინი, რათა ინფექცია სხვებს არ გადადონ“, - აღნ იშნა მოსკოვის მერმა.

მოსკოვის ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული თვითიზოლაციის რეჟიმი 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში მომსახურების, ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს საწარმოები 31 მაისამდე არ იფუნქციონირებს.

მოსკოვის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია რესტორნების, თეატრების და სპორტული კომპლექსების გახსნა.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 177 160 შემთხვევა დაფიქსირდა, 1 625 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 23 803 გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება მოსკოვს, მოსკოვში კორონავირუსის 92 676 შემთხვევა დადასტურდა, 905 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9 227 გამოჯანმრთელდა.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 13:29

საზოგადოება

კახა კუჭავამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

მამუკა ბახტაძე

09 დეკემბერი 2021, 13:27

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად, რასაც ევროკავშირის და ნატოს წევრობა წარმოადგენს

ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად; მოგეხსენებათ, ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა წარმოადგენს, ამდენად, ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება მთავარი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.

09 დეკემბერი 2021, 13:17

COVID19

საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 82% სრულად არის ვაქცინირებული

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.

გიორგი ცუცქირიძე

09 დეკემბერი 2021, 13:06

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობის წამყვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს, რაც სტრატეგიულად სწორი არჩევანია

ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა შეინიშნება, როგორც მესამე კვარტალში, ასევე მთლიანად პირველ 9 თვეში, რაც მოსალოდნელი იყო. წლის განმავლობაში წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან ერთად, თვალში საცემია გლობალური კვლევითი ინსტიტუტების მიერ, გაუმჯობესებული ინდიკატორებიც, განსაკუთრებით ეკონომიკური თავისუფლების, მმართველობის ეფექტურობის და კორუფციისგან თავისუფლების შეფასებების ნაწილში, რამაც შესაბამისი ასახვა საინვესტიციო გააქტიურებაშიც პოვა, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები.

09 დეკემბერი 2021, 13:05

პოლიტიკა

კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

იოსებ არჩვაძე

09 დეკემბერი 2021, 13:01

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: უცხოელი ინვესტორები სულ უფრო თამამ და პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოხატავენ მზადყოფნას, თავიანთი კაპიტალის მონაწილეობა დაუკავშირონ საქართველოს მთელი რიგი დარგების განვითარებას

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური დინამიზმი ასახვას პოვებს არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, არამედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაშიც. 2021 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო რვა კვარტლის მიხედვით და აღემატება: წინა წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს - 1.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს - 39.3 პროცენტით, - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ 2021 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომლებიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

09 დეკემბერი 2021, 13:01

პოლიტიკა

დერეკ მიტჩელი: საქართველო ჩვენთვის პრიორიტეტული ქვეყანაა და მზად ვართ, მომავალშიც დავეხმაროთ იმ მიმართულებით, რომელსაც ქვეყანა საჭიროდ ჩათვლის

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან, დერეკ მიტჩელთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრები ასევე, გაიმართა კონგრესმენ ერიკ სვოლველთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

09 დეკემბერი 2021, 12:50

პოლიტიკა

საპატრულო პოლიციაში გატარებულ რეფორმებს სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები გაეცნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი - ვაჰე ღაზარიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.

09 დეკემბერი 2021, 12:46

კულტურა

სანდრა ნიუმანი ჯორჯ ორუელის „1984“-ის „ფემინისტურ“ ვერსიას დაწერს

ამერიკელი მწერალი სანდრა ნიუმანი ჯორჯ ორუელის „1984“-ის ახალ ვერსიას დაწერს, რომელშიც მოვლენები მთავარი გმირის, უინსტონ სმიტის შეყვარებულის, ჯულიას გადმოსახედიდან იქნება მოთხრობილი. The Guardian-ის ცნობით, შესაბამისი ნებართვა ორუელის ფონდისგან ნიუმანმა უკვე მიიღო.

ლევან ვეფხვაძე

09 დეკემბერი 2021, 12:30

სამართალი

პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთაში ძალოვანი სტრუქტურიდან წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა

„საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალურად დადგინდა, მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული ექსპრეზიდენტის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

ანრი ოხანაშვილი

09 დეკემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილს არაფერი აქვს სათქმელი სასამართლოზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?!

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ აქვს სათქმელი სასამართლო სხდომაზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?! - ასე გამოეხმაურა ]იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.

09 დეკემბერი 2021, 12:17

საზოგადოება

თბილისში, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული პანო აღდგენილია

მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანო აღდგენილია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული პანო განახლებული სახით, კვლავ ამშვენებს ქალაქის ცენტრს.

09 დეკემბერი 2021, 12:12

რეგიონი

ხელვაჩაურში შუახნის კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუახნის კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 12:09

საზოგადოება

თბილისის მერმა მედიას თბილისთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოებას თბილისში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. კახა კალაძის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას, მედიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუმცა, ინფორმაცია დედაქალაქის სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებამდე მიზანმიმართულად არ მიდის.

09 დეკემბერი 2021, 12:03

თემა

მოგვიწევს თუ არა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ყოველ ექვს თვეში? რომელ ახალ მონაცემებზე საუბრობენ მეცნიერები?

Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრიდან გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა თანდათან მცირდება. შესაბამისად, ექვსი თვის თავზე ბუსტერ-დოზაა რეკომენდებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რამდენჯერ შეიძლება დაგვჭირდეს და რა როლს ასრულებენ ამ პროცესში T-უჯრედები? ამ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.

დმიტრო კულება

09 დეკემბერი 2021, 12:02

მსოფლიო

დმიტრო კულება: თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ვიმედოვნებთ, რომ პუტინს ეს არ სურს

თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ვიმედოვნებთ, რომ პუტინს ეს არ სურს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში.

09 დეკემბერი 2021, 12:00

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობაზე მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიზნეს ასოციაციისთვის აფილირებული წევრის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ იფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2021, 12:00

საზოგადოება

როდის აინთება თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები. სადღესასწაულო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

ნიკოლოზ სამხარაძე

09 დეკემბერი 2021, 11:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს აქვს აშშ-ს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერა და ეს ნაბიჯები მომავალში ქმედით დახმარებად გადაიქცევა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:47

საზოგადოება

კახა კალაძე: დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და ამ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.