imedi /  07 მაისი 2020, 20:17 / სანდო წყარო

მალვინა ჯავახაძე: ვირუსი დედის რძით ახალშობილზე არ გადადის

შესაძლებელია ახალშობილი დედისგან კორონავირუსით დაინფიცირდეს პირდაპირი კონტაქტით და იმ გზით, რა გზითაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ცალსახა მოწოდებაა, რომ ძუძუთი კვება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ რძით ვირუსი არ გადადის, მაგრამ გადადის ანტისხეულები, რომელიც ბავშვს დაავადების მძიმე განვითარებისაგან და საერთოდ ინფიცირებისგან იცავს“, აღნიშნა ექიმმა.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მაიკლ ჯორდანი; დინ სმიტი

14 ივლისი 2020, 15:09

სპორტი

მაიკლ ჯორდანმა ანდერძის სახით 200 დოლარი მიიღო

მაიკლ ჯორდანმა ანდერძის სახით 200 დოლარი მიიღო. ხუთი წლის წინ გარდაცვლილმა ცნობილმა ამერიკელმა მწვრთნელმა დინ სმიტმა 180 კალათბურთელისთვის, რომელთაც ავარჯიშებდა, 36 ათასი დოლარი დატოვა. თანხის გაყოფის შემდეგ, როგორც ჯორდანს, ასევე დანარჩენ 179 კალათბურთელს, 200 დოლარი შეხვდა.

14 ივლისი 2020, 15:07

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის უწყება ორი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლების შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

14 ივლისი 2020, 14:59

სამართალი

ბათუმის ბულვარში 2 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელმაც განაცხადა, რომ დანაშაულის განმეორების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე მაღალია. როგორც პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ პროცესზე განმარტა, ბეგიაშვილმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა და მტკიცებულების, კერძოდ დანის, განადგურება სცადა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ფოთში

14 ივლისი 2020, 14:45

საზოგადოება

მომავალი წლიდან ფოთში მეზღვაურთა მომზადება დაიწყება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.

გიორგი გახარია

14 ივლისი 2020, 14:44

ეკონომიკა

გიორგი გახარია: მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

დღეს, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე, ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და რაც მთავარია, კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

14 ივლისი 2020, 14:42

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: საპასუხო ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთთან საზღვარზე შექმნილი ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ამჟამად წინა ხაზზე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენი დანაყოფების საპასუხო ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია. გენერალ-მაიორი პოლად გაშიმოვი და სხვა სამხედროები გმირულად დაიღუპნენ. ასევე განადგურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო საშუალებები, სამეთაურო პუნქტები და ცოცხალი ძალის ასობით ერთეული“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვაგიფ დარგიახლიმ.

სერჟ ორიე

14 ივლისი 2020, 14:40

მსოფლიო

საფრანგეთში „ტოტენჰემის“ ფეხბურთელის სერჟ ორიეს ძმა მოკლეს

კრისტოფ ორიე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ერთ-ერთი ბარიდან გამოდიოდა, როდესაც მისი მისამართით ისროლეს. კრისტოფს, რომელიც თავადაც ფეხბურთელი იყო, ტყვია მუცელში მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 14:38

სამართალი

მამუკა მდინარაძე: ვერ მივიღეთ პასუხი სახალხო დამცველისგან, თუ როგორ აპირებს ის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან

წარმოიდგინეთ რა ზომამდე მიიყვანეს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი, რომ მან სახალხო დამცველს კონკრეტული პარტიული არხის ბულინგისგან დაცვა სთხოვა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი მათ შორის, სახალხო დამცველისგან, თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

14 ივლისი 2020, 14:34

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს ხვალიდან მიიღებს

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს ხვალიდან მიიღებს. დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

14 ივლისი 2020, 14:33

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, რეგიონებში არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინიციატივით, რეგიონებში არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, გაეროს ბავშვთა ფონდის, მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების წარმომადგენლები იღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 14:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მიხელ სააკაშვილმა თვითონ დაადასტურა, რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი და არ აქვს სტატუსი

თავის დროზე, როდესაც მე პირადად ვიხუმრე, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად აღარ დაინიშნა, მადლობას ვუხდიდით უკრაინელ კოლეგებს და ვამბობდით, რომ ყავის მომდუღებლად თუ დაინიშნა, რა ვუყოთ-თქო - ერთი ამბავი ატეხეს ამაზე და გუშინ თვითონ დაადასტურა ამ კაცმა, რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ აქვს,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრობს.

გიორგი გახარია

14 ივლისი 2020, 14:15

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება საწარმო, რომელიც 3000 სამუშაო ადგილს შექმნის

დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში იქმნება, შენდება საწარმო, რომელიც შექმნის 3 ათას სამუშაო ადგილს, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს რუსთავში „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს - „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთმნიშვნელოვნად ეს არის მისასალმებელი და დღეს მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა სხვა არაფერია, ესაა პრიორიტეტი. პრემიერის განცხადებით, კრიზისის დროს ბიზნესზე დარტყმა უნდა შემცირდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ძველი შენარჩუნდეს. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენს მოქალაქეებს შემოსავალი დააკლდათ ოჯახში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახერხოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ, თან არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ამიტომ, აქ ზუსტად 4 თვეში შეიქმნება 3 ათასი სამუშაო ადგილი. ეს საწარმო ამოქმედდება და ესაა სერიოზული მიღწევა რეგიონისა და ქალაქისთვის“, - აღნიშნა გახარიამ.

14 ივლისი 2020, 14:14

ეკონომიკა

რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობა იწყება, სადაც 3 000 ადამიანი დასაქმდება

რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობა იწყება. სამკერვალო საწარმო კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ბაზაზე იხსნება. ღონისძიებას ესწრებიან პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი. როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საწარმოში 3 000 ადამიანი დასაქმდება.

აქცია სოფელ თოხლიაურში

14 ივლისი 2020, 14:12

რეგიონი

საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა

საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე სოფელ თოხლიაურში მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. მათი განცხადებით, 2016 წელს აღიარების კომისიის მიერ ათი ჰექტარი მიწა მათ გარეშე, ფარულად გასხვისდა.

14 ივლისი 2020, 14:09

სამართალი

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ოკრიბას“ სადგურზე მძღოლებს ყოველთვიურად ფულს სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა. და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 14:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტარების ანგარიშში ვერ აისახებოდა სიტყვა პოლიტპატიმარი, რადგან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის ინტერპრეტაცია

რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების ანგარიშში ვერ აისახებოდა ვერც სიტყვა პოლიტპატიმარი და ვერც კონკრეტული სახელი და გვარი, რადგან ეს იყო ნაციონალური მოძრაობისა და მისი კლასტერის ინტერპრეტაცია. ნაგულისხმევი სიტყვა შემოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე იმისთვის რომ საზოგადოება ყოფილიყო შეცდომაში შეყვანილი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

ალეხანდრო გომესი

14 ივლისი 2020, 14:00

სპორტი

იტალიის სერია A-ს ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალეხანდრო გომესი დასახელდა

იტალიის სერია A-ს ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალეხანდრო გომესი დასახელდა. „ატალანტას" 32 წლის არგენტინელი შემტევი ტიპის ნახევარმცველის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში უკვე 16 საგოლე პასია, რაც ამ ქვეყნის ჩემპიონატში ბოლო 16 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

14 ივლისი 2020, 13:57

ეკონომიკა

რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის, რომელსაც ახლომდებარე სახლების დაზიანებაც შეეძლო. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 13:56

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებას უნდა მივცეთ უფლება, რომ არეგულიროს კრზისი

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროქტი წარადგინა. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

კახა კუჭავა

14 ივლისი 2020, 13:55

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენი ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმების ანგარიშში პოლიტიკური პატიმრები ნახსენები არ არის

ანგარიშის საბოლოო კენჭისყრა სესიაზე იქნება სექტემბერში და დაახლოებით 1 თვე გვაშორებს სიმართლის გასაგებად, რა წერია ანგარიშში. მანამდე ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის კონკრეტული ჩანაწერები, რომელიც ჩვენი ინფორმაციით არ არის ანგარიშში, საერთოდ არ არის დოკუმენტში პოლიტიკური პატიმრები ნახსენები, არც ერთი გვარი არ არის ნახსენები - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.