imedi /  07 მაისი 2020, 21:02 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: შეიძლება ხანდახან მეც ზედმეტი ვთქვი

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ჩვენმა მოწოდებებმა, ზოჯერ ცოტა მკაცრმა, შეიძლება ხანდახან მეც ზედმეტი თქვი, მაგრამ ამან დიდი როლი ითამაშა, დღესასწაულებზე და შემდეგ კვირაშიც დიდი შეკრებები არ გქონია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მათი დამყოლობა იყო საკმაოდ კარგი და ამან მოგვცა ის, რომ ჩვენ დავრჩით ასეულების ფარგლებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 19:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბრბო რომ თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქცია პროფესიულად მართული იყო და არაფერი საერთო ჰქონდა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნასთან.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 მაისი 2020, 19:48

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, ნიღაბი პირველ რიგში სწორად უნდა გამოვიყენოთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნიღაბი სწორად გამოიყენონ. მისი განმარტებით, ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ და ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

30 მაისი 2020, 19:27

სპორტი

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ვალდესი სამწვრთნელო კარიერას იწყებს

38 წლის ყოფილმა მეკარემ ესპანეთის მეოთხე ლიგის კლუბი „ორტა“ ჩაიბარა, რომელიც გასულ წელს მეთორმეტე ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში მესამე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

30 მაისი 2020, 19:16

საზოგადოება

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო დაწესებულებებს სთხოვს, რომ თანამშრომლების მიერ უფლებამოსილებების განხორციელება დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდეს

საჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

30 მაისი 2020, 19:08

COVID19

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს. Sinovac პეკინის ბიოტექნიკური კომპანიაა და დაახლოებით 1000 მოხალიესე კორონავირუსის ვაქცინის ტესტირების მე-2 ეტაპში იღებს მონაწილეობას. კომპანიის განმარტებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სულ მალე ტესტირების მე-3, დასკვნითი ეტაპი დაიწყოს.

30 მაისი 2020, 18:58

COVID19

პოლონეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

პოლონეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და 1 051 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 23 376 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 016 გამოჯანმრთელდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა აღწერეს.

ასტონ ვილა

30 მაისი 2020, 18:52

COVID19

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ინგლისის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბის, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. 79 წლის რონ სმიტი ოთხი კვირის წინ დაინფიცირდა და ექიმებმა უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ გადაარჩინეს.

30 მაისი 2020, 18:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ AE SOLAR-მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია აშშ-ში გაგზავნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

30 მაისი 2020, 18:31

ეკონომიკა

Nissan-ი წარმოებას ამცირებს და ქარხნებს ხურავს

ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს. ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

30 მაისი 2020, 18:19

ტექნოლოგიები

ახალი Android-ის პრეზენტაციის თარიღი ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო

Google-მა Android 11-ის ბეტა ვერსიის პრეზენტაციის თარიღი, რომელიც 3 ივნისს იყო დაგეგმილი, ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადადო, - ამის შესახებ ინფორმაციცა Android Developers-მა twitter გვერდზე გაავრცელა. „ახლა არ არის ზეიმის დრო“, - ნათქვამია ტვიტში.

მაგოტი მიამუნი გიბრალტარი

30 მაისი 2020, 18:14

მსოფლიო

გიბრალტარის მთავრობამ ტურისტებს კუნძულზე მაიმუნებთან შეხება აუკრძალა

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ხელმძღვანელობამ ცხოველების დასაცავად მიიღო, რადგან შიშობენ, რომ ტურისტებმა შესაძლოა მათ კორონავირუსის გადასდონ. მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებისთვის მკაცრ ზომებს მიიღებენ.

30 მაისი 2020, 18:13

ეკონომიკა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს კიდევ ერთი ქართული ღვინო დაემატა

„ახოები“ წითელი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ბარსელონა

30 მაისი 2020, 17:56

სპორტი

„ბარსელონამ” სელექციის სამსახურის თანამშრომელთა ნახევარი გაათავისუფლა

პარალელურად კი, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იმედგაცრუებულია ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერებით და სელექციონერების სამსახურიდან გაშვებაც ამას უკავშირდება.

დურბეკ ფატახოვი

30 მაისი 2020, 17:50

ეკონომიკა

AE SOLAR GEORGIA-ს გენდირექტორი: საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში

კომპანია AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის, დურბეკ ფატახოვის განცხადებით, კომპანია საქართველოში წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტიულ ზონაში მდებარე გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმო დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა, ნათია თურნავას საწარმოს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელობამ გააცნო.

ხის მოჭრა ტყე

30 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება

სხვა რიგ სიახლესთან ერთად, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.

დიეგო კოლასი

30 მაისი 2020, 17:42

ეკონომიკა

საფრანგეთის ელჩი: ვგრძნობ, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ

ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

პიზის კოშკი ტურისტები

30 მაისი 2020, 17:25

მსოფლიო

სამთვიანი პაუზის შემდეგ პიზის კოშკი ტურისტებისთვის გაიხსნა

ღირშესანიშნაობის დათვალიერება ერთდროულად მაქსიმუმ 15 ადამიანს შეუძლია. ამასთან, ყველა მათგანმა პირბადე და სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა უნდა ატაროს, რომელიც ხმოვან სიგნალს გამოსცემს მაშინ, როცა ადამიანებს შორის დისტანცია 1 მეტრზე ნაკლებია.

30 მაისი 2020, 17:12

საზოგადოება

ეკატერინე ნაკაშიძე: კარგია, რომ ახალი „ტყის კოდექსით“ უქმდება სოციალური ჭრები. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც 90-იანი წლებიდან ვებრძოდით

ეკატერინე ნაკაშიძე: კარგია, რომ ახალი „ტყის კოდექსისას“ უქმდება სოციალური ჭრები. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც 90-იანი წლებიდან ვებრძოდით პარლამენტის მიერ მიღებულ ტყის ახალ კოდექსს არასამთავრობები ეხმაურებიან.

კარლო ამირგულაშვილი

30 მაისი 2020, 17:04

პოლიტიკა

კარლო ამირგულაშვილი: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, „ტყის კოდექსი“ ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პოზიტიურად იმოქმედებს

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა იყო, რომ ტყის კოდექსი ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს, - განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა გადაცემასთან „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას.

ევროკავშირი დროშა

30 მაისი 2020, 16:59

მსოფლიო

ევროკავშირი დონალდ ტრამპს ჯანმოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

„გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა საერთო ძალისხმევით ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.