08 მაისი 2020, 10:56 / სანდო წყარო

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ამ დრომდე 82-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებული 13 ადამიანიდან 3 ინფექციური საავადმყოფოდანაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საავადმყოფოს, ჯამში, უკვე 82 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულებაში კვლავ რჩება ერთი კრიტიკული პაციენტი.

„გუშინ პირველი დღე იყო, რომ ამ პაციენტში დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა. თუმცა კვლევების შედეგებით, მაინც ვერ მივიღეთ პროცესის სტაბილიზაია. ამიტომ შეუძლებელია მასთან დაკავშირებით პროგნოზირება. ვნახოთ, როგორ შეიცვლება მისი სტატუსი რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე, გვყავს ერთი პაციენტი მძიმე პნევმონიით. მისი მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია და ალბათ, ისიც გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. გვყავდა 11 მოზარდი. 5-მა მათგანმა უკვე დატოვა საავადმყოფო. დარჩენილთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 446. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

29 მაისი 2020, 16:26

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

2012 წელთან შედარებით პრაქტიკულად ჯერადობით გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი, ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი, პენსიის ოდენობა, მასწავლებლების ხელფასი და სხვ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გვქონდეს პროგრესი - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „ამ დიდი გლობალური გამოწვევის დროსაც კი ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება, იქნება ეს ბიზნესის დახმარება, თუ რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

29 მაისი 2020, 16:24

ეკონომიკა

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა

ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა(მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

29 მაისი 2020, 16:20

COVID19

15 ივნისიდან საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის

15 ივნისიდან 29 ქვეყნიდან ტურისტები საბერძნეთში გამგზავრებას შეძლებენ. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობაში განაცხადეს.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 16:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობას“: მაზოხისტები ხართ, სადისტები იყავით

ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას უპასუხა. „რაც შეეხება „ნაცკლასტერს“, მაზოხისტები ხართ, სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში და რამდენი ადამიანია ამით დაზარალებული“.

დიმიტრი ხუნდაძე

29 მაისი 2020, 16:17

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი საერთო ევროპულს უახლოვდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა. პიკური მაჩვენებელი ამ მხრივ იყო 2009 წელს, დღეს კი ის უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

29 მაისი 2020, 16:15

საზოგადოება

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის დღეს 2 000 ამანათი მომზადდა

მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. დახმარების აქციაში დღეს კომპანიები - „ჯითისი ჯგუფი“, „არსი“ და „ფერი“ ჩაერთნენ. კამპანიას შეუერთდა „ვითიბი ბანკის“ მენეჯმენტიც, რომელმაც ბენეფიციარებისთვის 2 000 ამანათი მოამზადა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

გიორგი კანდელაკი

29 მაისი 2020, 16:13

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი მთავრობას მოსახლეობის დასახმარებლად ააიპ-ების გაუქმებას სთავაზობს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს და მთავრობას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა აიპ-ების გაუქმებით მოსახლეობას მეტი ფულადი თანხით დაეხმაროს.

გიგა ბოკერია

29 მაისი 2020, 16:10

პოლიტიკა

გიგა ბოკერია პრემიერს: ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება, მოგვისმინე, ტონი შეიცვალე და იქნებ რამე გაიგო

„ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? - „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთ“ - ვინ წაგახალისათ, ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის ცოტა პატივისცემა ისწავლოთ?! თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო?! პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდე და ორ ერზე ილაპარაკო ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან, თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ეს კრიზისი ოპოზიციას გადააბრალოთ?! დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ ხო? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ, ხომ ეგრეა თქვენი მსოფლმხედველობა. ვინც სამოქალაქო წესრიგს ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ ხო? და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდგულზე იყოთ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ?! თქვენი აზრით ეს არის რაც ქვეყანას გამოადგება? ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება მოგვისმინე, ტონი შეიცვალე და იქნებ რამე გაიგო“, - მიმართა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს.

29 მაისი 2020, 16:10

საზოგადოება

ზღვის უბნის IV მიკრორაიონში ახალი სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის წინ 2 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა, ბალახის საფარი, ფილები და ბორდიური. ამ ეტაპზე, შავი მიწა იშლება და გარე განათების ქსელი მონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

29 მაისი 2020, 16:09

ეკონომიკა

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები არ უქმდება

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით დაამუშაოს.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი იმ პარტიას არ შესწირავს, ვინც მათ ატერორებდა

ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბიზნესის მიერ გაკეთებულ შემოწირულობებზე განაცხადა. „როდესაც ბიზნესი ახორციელებს თანხის შეწირვას კონკრეტული პარტიის მიმართ, ეს არის ძალიან კარგი. ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, ბიზნესს ართმევდა, ოჯახებს აუბედურებდა, კლავდნენ, აწამებდნენ.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 15:50

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე 8 ტყუილზე ირაკლი კობახიძის რეპლიკას პასუხობს და აცხადებს, რომ სინამდვილეში 8 სიმართლე ისროლა. რომან გოცირიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს.

29 მაისი 2020, 15:48

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა

2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, აუდუნ ჰალვორსენთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარება და საერთაშორისო ფორმატებში ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები.

29 მაისი 2020, 15:47

COVID19

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სავაჭრო მოლებმა და ცენტრებმა

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში. არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

თორნიკე რიჟვაძე

29 მაისი 2020, 15:45

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: მთავრობა აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს რეგიონში ტურისტული სეზონის უსაფრთხოების სტანდარტები და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს. აჭარის პრესის ინფორმაციით, სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მწვანე ზონის სტატუსის შენარჩუნებისა და ტურიზმის ინდუსტრიის მოსალოდნელ პოზიტიური დინამიკაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:44

პოლიტიკა

კახა კალაძე Gorbi-ის კვლევაზე: სხვა შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი, ამას უნდა შენარჩუნება

მე სხვა შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ამას უნდა შენარჩუნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა. „საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ დაინახა, როგორ ზრუნავს ხელისუფლება მათზე, როგორი დამოკიდებულება აქვს მთავრობას ადამიანების მიმართ.

ირმა ინაშვილი

29 მაისი 2020, 15:40

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის ხსენებისას პარტია დააკონკრეტონ

„ყველას მოგიწოდებთ, პრემიერსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და უმრავლესობის წევრებსაც, როდესაც ლაპარაკობთ ზოგადად ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები. მე ვთვლი, რომ რეალური ოპოზიცია პარლამენტში დღეს ვართ „საქართველოს პატრიოტები“.

29 მაისი 2020, 15:39

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მათ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით

„პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები, ტელეკომპანია „მთავარი“ და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოები, განაგრძობენ ცრუ და სახელმწიფოს დამაზიანებელი ინფორმაციების გავრცელებას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის წინააღმდეგ“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 15:36

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბატონმა რომანმა ბრძანა ტყუილი, 427 206 ადამიანს სახელმწიფომ სოციალური დახმარება უკვე ჩაურიცხა

ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში მიიღეს.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 15:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია - თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, ლოგიკურია

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, 2012 წლამდე ბიზნესი იყო წნეხის ქვეშ, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია, რომ თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, აბსოლუტურად ლოგიკურია.