imedi /  08 მაისი 2020, 18:59 / სანდო წყარო

საფრანგეთში 11 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს 10 მილიონამდე პირბადეს დაურიგებენ

საფრანგეთში 11 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს 10 მილიონამდე პირბადეს დაურიგებენ. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

„თავიდან პირბადეებს მგზავრებს დაურიგებენ. ამ მიზნებისათვის სახელმწიფო სატრანსპორტო ოპერატორებს 10 მილიონამდე პირბადეს მისცემს“, - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კრისტოფ კასტანერმა დააზუსტა, რომ პარიზის რეგიონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 4.4 მილიონ პირბადეს მიიღებს.

„პირბადეების დარიგება 11 მაისიდან დაიწყება. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა ფრანგმა პირბადე მიიღოს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 11 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება, ხოლო ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევროს შეადგენს.

საფრანგეთში 11 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყება

ყველა სიახლე

პრინცი უილიამი

06 ივნისი 2020, 11:23

ტაბლოიდი

პრინცმა უილიამმა აღიარა, რომ პანდემიისას ადამიანებს ანონიმური მესიჯებით ამხნევებდა

პრინცი უილიამი გამოტყდა, რომ მსოფლიო პანდემიისას მოხალისედ მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში Shout-ი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს წერილობით უწევდა კონსულტაციებსა და დახმარებას. როგორც პრინცი აცხადებს, მოხალისედ მუშაობამდე შესაბამისი კურსი გაიარა, თუ როგორ დახმარებოდა ადამიანებს, რომელთაც მსოფლიო პანდემიის დროს ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ ან გაუმწვავდათ.

კორონავირუსი სომხეთი

06 ივნისი 2020, 11:17

COVID19

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 547 პაციენტს დაუდასტურდა, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12 364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 720.

ვაქცინა

06 ივნისი 2020, 11:08

COVID19

ვირუსოლოგების პროგნოზებით, საუკეთესო შემთხვევაში კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის იანვარში იქნება მზად

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ექსპერტების პროგნოზებით, 2021 წლის იანვრისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შექმნის გეგმები ამბიციული, მაგრამ შესრულებადია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

უკრაინა კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 11:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 777-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 11 812 პაციენტი.

თემურ ორჯონიკიძე

06 ივნისი 2020, 11:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელბურთელი თემურ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის „რეშიცაში“ განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელბურთელი თემურ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის „რეშიცაში“ განაგრძობს. 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა გასული სეზონი უნგრეთის ჩემპიონატში გაატარა და „ოროშჰაზის“ შემადგენლობაში გამართულ 14 შეხვედრაში 52 ბურთი გაიტანა.

არჩილ თალაკვაძე

06 ივნისი 2020, 11:02

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ვწუხვარ საქართველოს დამსახურებული არტისტისა და ცნობილი პედაგოგის ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო. მან დააარსა ქართული საორგანო სკოლა და აღზარდა მრავალი ნიჭიერი მუსიკოსი. საყვარელი საქმისადმი ერთგულების და პროფესიონალიზმის მაგალითი მისცა ჩვენს საზოგადოებას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და მოსწავლეებს, რომლებიც ამ გამორჩეული მუსიკოსის საქმეს აგრძელებენ“.

ავღანეთი პოლიცია

06 ივნისი 2020, 11:00

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებას 11 პოლიციელი ემსხვერპლა

ინციდენტი ბადახშანის პროვინციაში მოხდა. აფეთქებას სულ მცირე 11 სამართალდამცველი ემსხვერპლა. სავარაუდოდ არიან დაშავებულებიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

06 ივნისი 2020, 10:58

საზოგადოება

ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართებს საკუთრებაში გადასცემენ

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე, საერთო სარგებლობის ფართების აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დევნილი ოჯახების მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში გადაეცემა.

ავიაკატასტროფა

06 ივნისი 2020, 10:58

მსოფლიო

აშშ-ში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლითაც დაკრძალვაზე 5 ადამიანი მიემგზავრებოდა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლითაც დაკრძალვაზე 5 ადამიანი მიემგზავრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე გარდაცვლილთა შორის 2 არასრულწლოვანია. თვითმფრინავის ყველა მგზავრის ცხედრები უკვე ნაპოვნია.

ინდოეთი კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 10:55

COVID19

ინდოეთმა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი უკვე 236 657 ადამიანს დაუსვეს. ამ მონაცემებით ინდოეთმა იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. ქვეყანაში ვირუსს 6 649 პაციენტი ემსხვერპლა.

06 ივნისი 2020, 10:52

რეგიონი

ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

მარინა ეზუგბაია

06 ივნისი 2020, 10:51

COVID19

მარინა ეზუგბაია: სახელმწიფო დონეზე გასაცემ კითხვებზე პასუხს არ გავცემ

სახელმწიფო დონეზე გასაცემ კითხვებზე პასუხს არ გავცემ, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველო, სომხეთს კოვიდინფექციასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

06 ივნისი 2020, 10:40

COVID19

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„სამივე შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. მათგან ორი სატვირთოს მძღოლია, ერთი კი საკარანტინე სივრციდანაა. ამჟამად კოვიდცენტრებში 132 ადამიანი მკურნალობს, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 16%-ს შეადგენს. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ჩვენთან დღე-ღამეში 5 ინფიცრებული გამოჯანმრთელდა და ამჟამად გვყავს 49 დადასტურებული პაციენტი“.

მაიკლ ჯორდანი

06 ივნისი 2020, 10:40

სპორტი

მაიკლ ჯორდანი რასობრივ უთანასწორობასთან მებრძოლ ორგანიზაციებს $100 მილიონს გადასცემს

სპორტსმენი თანხას სხვადასხვა ორგანიზაციას 10 წლის განმავლობაში გადასცემს. ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური აქციაა.

მაია ცქიტიშვილი

06 ივნისი 2020, 10:39

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო. მაია ცქიტიშვილის თქმით, განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მარნეულში სამუშაოები გაჩერებული იყო და ამ ეტაპზე ყველა პროექტი განახლდა.

ჯასტინ ტრიუდო

06 ივნისი 2020, 10:21

მსოფლიო

ჯასტინ ტრიუდო რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა

ოტავაში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ქვეყნის მეთაური სოლიდარობის ნიშნად სამჯერ დაიჩოქა. დემონსტრაციის მონაწილეები კი სკანდირებდენ: „გაუწიე წინააღმდეგობა ტრამპს“.

06 ივნისი 2020, 10:17

ტექნოლოგიები

თბილისში საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს, რომელიც თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს.

კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 10:17

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

06 ივნისი 2020, 10:15

COVID19

დღე-ღამეში გერმანიაში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 183 678 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 8 646 ინფიცირებული.

საუნივერსიტეტო კლინიკა

06 ივნისი 2020, 10:09

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში 1 პაციენტი რჩება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი განაგრძობს. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს. „6 ივნისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 8 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 7 პაციენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.