IMEDI /  08 მაისი 2020, 19:27 / სანდო წყარო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას.

„მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში. ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება,ინფექციის პრევენცია და კონტროლი, „კოვიდ-19“-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვისა და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი, მათი სათანადო უნარებით აღჭურვა „კოვიდ-19“-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანამა.

დეგნანი მიიჩნევს, რომ სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს, როგორიცაა: ც ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა,საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ პროგრამა, რიჩარდ ლუგარის სახელეობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით.

„თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, გთხოვთ, ეწვიოთ ამერიკის დაავადებთა კონტროლის ცენტრის ვებგვერდს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს და მადლობა ამ ვირუსთან ბრძოლაში თქვენი წვლილისთვის. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ცხადია, წინსვლა სახეზეა“, - განაცხადა დეგნანმა.

ყველა სიახლე

თამარ თორაძე

02 ივნისი 2020, 23:59

საზოგადოება

თამარ თორაძე: გიორგი რურუას ხმა ახლაც ყურებში მესმის

„როცა კარზე მოგვადგნენ და ვერნაირად ვერსად ვეღა წავიდოდით, ფანჯრიდანაც დააკაკუნეს და გვითხრეს, რომ აგვაფეთქებდნენ. მეზობელთან ვიყავით. რურუას ხმა ახლაც ყურებში მესმის: თორაძეები აქ არიანო? მეზობელმა უთხრა, რომ მხოლოდ ბავშვები ვიყავით. რურუამ თქვა, დავხედავ და წავალთო. შემოვიდა, ატეხა სროლა, ჩემმა ძმამ დაუჭირა და უთხრა, რომ უიარაღოდ ვიყავით და გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც გადაუარა იარაღით“.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2020, 23:55

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა კი კლასიკური ქურდის ეტალონი

რომელია იმ სამში პოლიტპატიმარი? ბატონი ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, როგორ ამზადებდა რუსეთის „გრუს“ ბაზაზე სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში? რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის? თუ უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი, კლასიკური ქურდის ეტალონი? - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თამარ თორაძე

02 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თამარ თორაძე: მჯერა, რომ მოვიდა ის დრო, როცა სამართალი უნდა აღდგეს

„სულ ახლახანს ნინუკა ბორჩხაძე წერს Facebook-ზე ჩემზე საშინელებებს და მერე იქვე ვიღაც უწერს, რომ „ეს ქალი უნდა განეიტრალდეს“. ანუ, ეს უკვე მუქარაა. წარმოიდგინეთ, მსგავსი დაშინებები და კიდევ უარესი გადავიტანე. მაგრამ ვერაფერ ვეღარ გამაჩერებს. აბსოლუტურად ვარ მზად, რომ შევეწირო კიდეც ამას, თუ დასჭირდება, მაგრამ არამგონია შეწირვა რომ დამჭირდეს“, - ამბობს თორაძე.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: თუ სახელმწიფოს რესურსი რაციონალურად იქნება დახარჯული, საზოგადოება ამას ძალიან პოზიტიურად შეაფასებს

თუ რესურსი, რომელიც სახელმწიფოს აქვს, რაციონალურად იქნება დახარჯული, საზოგადოება ამას ძალიან პოზიტიურად შეაფასებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკისთვის ოპოზიციის მსჯელობა პრემიერობის კანდოდატზე არასერიოზულია

„რეალურად სურათი დადეს ისეთი, რომ ისინი დესტრუქციის გარდა არაფრის გამკეთებლები არ არიან, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიან. როცა ისინი ასახელებენ კანდიდატებს, ეს არის ერთი ძალიან მცირე ნაწილი იმ დიდი უბედურებისა, რა უარყოფითი ენერგიაც ამათ გააჩნიათ“, - ამბობს ვოლსკი.

კორონავირუსი

02 ივნისი 2020, 23:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნების“ უპირატესობა ადამიანურობაშია

ქართული ოცნების უპირატესობა ადამიანურობაში მდგომარეობს. ეს ისაა, რაზეც მთელი ძალებით შტურმია მიტანილო და მას მერე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, ესაა მათთვის მთავრი თემა: მორჩით ბოლობოლო ლაპარაკს 9 წელიწადზე. ბოდიშიც არ უთქვამთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 2020 წლის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცუდ მდგომარეობაშია, დესტრუქცია მათთვის არჩევნებზე უფრო პერსპექტიულია

ოპოზიციას სხვა ინტერესი აქვს - ასი წელი არ აინტერესებთ ოქრუაშვილი და რურუა, უგულავაზე კიდევ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც სენტიმენტები აქვთ. რეალურად აქ სხვა, პრაგმატული ამოცანაა - ცუდ მდგომარეობაში არიან, დესტრუქცია მათთვის არჩევნებზე უფრო პერსპექტიულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ფრენსის კოლინზი

02 ივნისი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ფრენსის კოლინზის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

02 ივნისი 2020, 23:06

COVID19

ქუთაისის საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა ქალი, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის ქალი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლიბაში მკურნალობდა. პაციენტი ბოლოა ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან. მას რეტესტი რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა მეორე უარყოფითი პასუხი საავადმყოფოში მხოლოდ დღეს მიიღეს.

02 ივნისი 2020, 23:00

COVID19

ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სახლში გაუშვეს

გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2020, 22:57

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი: 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ახალი ხორცით, ეს პრობლემა მე მოვაგვარე

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 22:51

COVID19

20 მაისის შემდეგ პირველად, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა

საფრანგეთში, დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა და 107 შეადგინა. ეს პირველი შემთხვევაა 13 დღის შემდეგ, როცა ფატალური შედეგების დღიური რაოდენობა 100-ზე მეტია.

გუგა ქაშიბაძე

02 ივნისი 2020, 22:47

საზოგადოება

ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას აღენიშნება სახის დამწვრობა, წელის, ქვედა და ზედა კიდურების დამწვრობა და სასუნთქი გზების ტრავმა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

02 ივნისი 2020, 22:41

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ოფიციალური უწყებების ცნობით, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ყვავი თავდასხმა თბილისი

02 ივნისი 2020, 22:30

ტაბლოიდი

თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

„5 ადამიანი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ყვავის თავდასხმის შედეგად. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გაეწიათ სამედიცინო მომსახურეობა. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობენ „ნიუ ჰოსპიტალის“ პრესცენტრში.

02 ივნისი 2020, 22:25

COVID19

პროგნოზის თანახმად, ბრაზილიაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 მილიონს მიაღწევს

რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრაზილიაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 მილიონს მიაღწევს, ხოლო სიკვდილიანობის კი 50 ათასს.

აკაკი ბობოხიძე

02 ივნისი 2020, 22:23

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს, რათა საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას ისეთი სურათი, თითქოს ერთმანეთს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვიან. ამის შესახებ ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებზე უფრო ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა როლების გადანაწილებაა საჭირო.

02 ივნისი 2020, 22:19

ტექნოლოგიები

ნიდერლანდების ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს სამი რობოტი ემსახურება. ვიდეო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს სამი რობოტი ემსახურება. რობოტები იღებენ შეკვეთას, მიდიან ბართან, სადაც რესტორნის თანამშრომლები მოწყობილობაზე დამაგრებულ ლანგრებზე შეკვეთილ საკვებს ათავსებენ და რობოტები კვლავ სტუმრის მაგიდასთან ბრუნდებიან.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 22:09

COVID19

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე შეიქმნება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. „ვაქცინებთან და მედიკამენტთან დაკავშირებით პროცესი კარგად მიმდინარეობს. პროცესი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს. წინ კარგი ამბებია, მრავალმხრივ“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.