IMEDI /  08 მაისი 2020, 23:18 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ხალხის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია პანდემიასთან წარმატებულ ბრძოლაში

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

დაბეჯითებით რომ ვთქვათ - პანდემიის პიკი გავიარეთ, უკვე გადავლახეთ მაღალი რისკის შემცველი მომენტი, ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არა მხოლოდ ექიმებმა და ამ საქმეში ჩართულმა ადამიანებმა, არამედ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა უნდა შეგვიწყოს ხელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „Postv”- ის ეთერში. მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა.

„ეს ისეთი გამოწვევაა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ექიმებმა, ხალხის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა. აქამდეც, ამ პროცესში ხალხის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, გამორიცხული იყო, ეს გამოწვევა ასე წარმატებით გადაგველახა და, მოდით, ნუ ვიტყვით ჯერ, რომ უკვე გადავლახეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ყველა სიახლე

შსს

31 მაისი 2020, 12:09

სამართალი

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10 თანამშრომელი მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

31 მაისი 2020, 12:04

მსოფლიო

„მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბავშებისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას independent ავრცელებს. მისი აგენტის თქმით, 30 მაისს მსახიობი უეცრად გარდაიცვალა, ის სახლში ცოლთან ერთად იმყოფებოდა. მაიკლი „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი 13 სერიის განმავლობაში იყო, მან 1991 წელს რინგო სტარი ჩაანაცვლა.

სომხეთი

31 მაისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 000-ს გადააჭარბა

სომხეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 9 282 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 131 ადამიანი, 3 386 კი გამოჯანმრთელდა.

კლინტ ისტვუდი

31 მაისი 2020, 11:59

კულტურა

კლინტ ისტვუდს 90 წელი შეუსრულდა

კლინტ ისტვუდი იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი დღეს 90 წლის შესრულდა. ისტვუდის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. 60-წლიანი კარიერის მანძილზე მსახიობს ათობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

31 მაისი 2020, 11:52

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა და გიორგი გახარიამ შსს-ს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კორონავირუსი რუსეთი

31 მაისი 2020, 11:47

COVID19

რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსის კიდევ 9 268 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 9 268 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 405 843-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 138 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 4 693-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსი 4 414-მა ადამიანმა დაამარცხა.

თბილისი

31 მაისი 2020, 11:43

COVID19

Washington Post-ი: შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

Washington Post-ი სტატიის ბოლოს წერს, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 11:36

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: როდესაც მთელი მსოფლიო ვირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

31 მაისი 2020, 11:34

მსოფლიო

Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა

საცალო კომპანია Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩვენ ფოქუსირებულნი ვართ, ჩვენი გუნდის უზრუნველყოფასა და დახმარებაზე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მინესოტაში 71 ობიექტი დაიხურა, კალიფორნიაში 49, ნიუ იორკში 12 და დანარჩენი მაღაზიები კი სხვადასხვა შტატში.

ანდრია ბასილაია

31 მაისი 2020, 11:29

ეკონომიკა

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია.

მარიამ ქვრივიშვილი

31 მაისი 2020, 11:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმი ფრთხილად უნდა გავხსნათ, რათა საქართველოს უსაფრთხო მიმართულების სტატუსი შევინარჩუნოთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას, თუმცა აუცილებელია დავრჩეთ ერთგულნი იმ ფრთხილი და ეტაპობრივი გეგმის, რომელიც მთავრობისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული.

პრინცი ხოაკიმი

31 მაისი 2020, 11:13

COVID19

ბელგიის პრინცმა კარანტინი დაარღვია და კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის პრინცი კორონავირუსით მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც კარანტინის დროს ესპანეთში წვეულებას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამეფო სასახლე ავრცელებს. BBC-ის ინფორმაციით, 28 წლის პრინცი, 26 მაისს, ბელგიიდან ესპანეთის მიმართულებით სტაჟირებისთვის გაემგზავრა, 2 დღის შემდეგ ხოაკიმი კორდობაში წვეულებაზე მივიდა და სწორედ იქ დაინფიცირდა.

მარინა ეზუგბაია

31 მაისი 2020, 10:54

COVID19

26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა

26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ამერიკის საელჩო

31 მაისი 2020, 10:52

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით

„პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს“.

31 მაისი 2020, 10:41

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

მილანი

31 მაისი 2020, 10:33

სპორტი

მედია: „მილანს“ „რეალის“ 4 ფეხბურთელის შეძენა სურს

მილანის ხელმძღვანელობას ედერ მილიტაოს, მარტინ ოდიგაარდის, ლუკას ვასკესის და ლუკა იოვიჩის შეძენა სურს. ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს, იტალიური კლუბი ამ ფეხბურთელებიდან რამდენიმეს შეძენას გეგმავს.

კორონავირუსი

31 მაისი 2020, 10:22

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 6 063 725 ადამიანი დაინფიცირდა, 2 566 048 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 10:19

საზოგადოება

ნათია თურნავა ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2020, 09:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა G7-ის სამიტი გადადო და მასზე კიდევ 4 ქვეყნის მიწვევის სურვილი გამოთქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

კორონავირუსი ჩვილი

31 მაისი 2020, 09:38

COVID19

ბრაზილიაში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. 5 თვის დომ ანდრადემ საავადმყოფოში 54 დღე გაატარა, აქედან 32 დღეს ის კომაში იმყოფებოდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.