imedi /  11 მაისი 2020, 23:39 / სანდო წყარო

ბორის ჯონსონი: ვაქცინის მიღება გარანტირებული არ არის, 18 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს SARS-ის წინააღმდეგ ვაქცინა

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

არ არსებობს იმის გარანტია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა იქნება, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

„ძალიან იმედის მომცემ ინფორმაციას ვიღებ იმის შესახებ, თუ რა ხდება ოქსფორდის უნივერსიტეტში ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ვაქცინის მიღება გარანტირებული არ არის. 18 წლის შემდეგაც კი ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს SARS-ის წინააღმდეგ ვაქცინა. რისი თქმა შემიძლია არის ის, რომ დიდი ბრიტანეთი ვაქცინის შექმნის საერთაშორისო ძალისხმევის წინა ხაზზე დგას“, - განაცხადა ბოფრის ჯონსონმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი დიდ თანხებს გამოყოფს ვაქცინის შექმნისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 19:43

საზოგადოება

მილსადენის დაზიანების გამო გლდანი-ნაძალადევის რაიონის 14 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გაზსადენი დააზიანა. ამ შემთხვევის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

პაატა კვიჟინაძე

29 მაისი 2020, 19:39

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: საქართველოს საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რასაც ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც

დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დღის წესრიგთან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ პოლიტიკური დებატებისას, რომელიც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლას მოჰყვა. „ამიტომ, მე მხოლოდ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ესაა საპენსიო რეფორმა და გადასახადების შემცირება. საპენსიო რეფორმა დღეს არ გაკეთებულა და არც გუშინ. ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი წლობით მუშაობდა ამ თემაზე საქართველოში, ექსპერტები წლობით იყვნენ საქართველოში და რაც მივიღეთ, ეს არის საუკეთესო ნიმუში, საუკეთესო პრაქტიკა ევროპული. ამას ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 19:22

პოლიტიკა

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ​​შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური

დარწმუნებული ვარ მოქალაქეების სიბრძნეში, მათ თანადგომაში. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით, ​​შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 19:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეალურად ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე და ეს სახე არის ძალიან მძიმე

პრემიერის პასუხები იყო საქმიანი და ფაქტებზე დაფუძნებული. ეს იყო მასტერკლასის მიღმა საყმაწვილოს შამათი, რომელიც ჩაუსვა გიორგი გახარიამ ოპოზიციას, -ეს განცხადება მედიასთან პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

გიორგი კახიანი

29 მაისი 2020, 19:12

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე დაჯგუფების „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების გამოსვლებში ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმენთ

ორი დღის წინ, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში იყო და დასმულ შეკითხვებს ამომწურავი და სრული პასუხები გასცა. იმავდროულად, მეორე მხრივ, ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის უსუსურობა, რომლებიც, პრაქტიკულად, უსაგნო დებატებს გთავაზობდნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ თითქმის თერთმეტი საათის განმავლობაში უსმინა პრემიერს, მქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია ინტერპელაციაზე უარი იტყოდა, რადგან ინტერპელაციის კითხვები ზუსტად იგივე იყო, რაზეც, ორი დღის წინ იყო საუბარი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ბუნებრივია, იყო განცდა, რომ შესაძლოა ახალი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა უნდოდათ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

29 მაისი 2020, 19:11

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: 20 ივნისისთვის აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასამდე გაიზრდება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით, ქვეყანაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასამდე გაიზრდება.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 19:07

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია უმძიმესი საყურებელია

უმძიმესი საყურებელია კომპენტეციისგან დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ბავშვების გაჭირვება, თითოეული მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 19:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: 2008 წლიდან ასეთი მესიჯი გაქვთ - თუ ვინმე არ მოგეწონებოდათ, რუსულ იარლიყს აკრავდით

2008 წლიდან მესიჯი გაქვთ ასეთი: თუკი ვინმე არ მოგეწონებოდათ, რუსულ იარლიყს აკრავდით. რატომ იცით? იმიტომ, რომ ესაა ჩვენი პიარული ჩანაფიქრი და „გაღმა შეედავე“-პრინციპი, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 19:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი

ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვა, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა. დეპუტატი საპენსიო ფონდის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოდელი ქვეყანაში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება.

ალექსანდრე ქანთარია

29 მაისი 2020, 18:55

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია ოპოზიციას: აბადა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში - ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლაიტმოტივი

მოგმართავთ კითხვის დამსმელებს, „ნაც“ ანსამბლს, რომლებიც მოწყვეტილი ხართ რეალობას. ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მხოლოდ სინანულით. მსოფლიოში ყველგან, რაღაც შეიცვალა, ადამიანები შეიცვალნენ. რაღაცაზე დაფიქრდნენ, წუთისოფელზე, ერთმანეთზე. თქვენ რა გჭირთ ხალხო?! არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს. რაშია საქმე?! ის რასაც ბოლო ორი დღე ვხედავ, საყმაწვილო ენით რომ ვთქვა არის: აბადა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში. ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლაიტმოტივი - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 18:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიამ, ჭადრაკის ენაზე, საყმაწვილო შამათი ჩაუსვა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას

ოპოზიცია მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ საპენსიო ფონდი არის მიუღებელი, ამ დროს ეს ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რომელიც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

გიორგი კანდელაკი

29 მაისი 2020, 18:49

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: შეკვეცეთ ხარჯები და მოქალაქეებს დაეხმარეთ მეტნაკლებად ადეკვატურად

დღეს დავასახელეთ ხარჯები, რომლის შეკვეცაც შეიძლება და რომელიც საშუალებას იძლევა მოქალაქეებს დავეხმაროთ, მეტნაკლებად ადეკვატურად და არა იმ სასაცილო 200 ლარით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2020, 18:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: თუ ხელისუფლებაში ყოფნისას მოქალაქეებზე ასე ზრუნავდით, რატომ გადაგირჩიათ საზოგადოებამ?

ოპოზიციის გამოსვლები იყო განმსჭვალული იმით, რომ მაგარ სახელმწიფოს აშენებდბნენ და მოქალაქეებზე ზრუნავდნენ. თუ ასეთი მაგრები იყავით, რატომ გადაგირჩიათ საზოგადოებამ? რატომ გამოგიტანათ განაჩენი? - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

29 მაისი 2020, 18:40

COVID19

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 15 ივნისამდე გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 15 ივნისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

PCR ტესტირება სოფელ მუშევანში

29 მაისი 2020, 18:38

COVID19

სოფელ მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში დღეს 574 საკვლევი მასალა გაიგზავნა

სოფელ მუშევანში დღეს ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობას გაფართოებული PCR ტესტირება ჩაუტარეს. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს. ადგილზე 9 ბრიგადა მუშაობდა. მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2020, 18:28

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: დღესაც ფეხაკრეფით აპირებთ გაპარვას თუ გეყოფათ მოთმინება და მოისმენთ პოზიციებს?

„უბრალოდ, პოლიტკორექტულობის საკითხია. ფეხაკრეფით იპარებით ხოლმე და აქ რჩება ცარიელი სკამები. დღესაც ასე აპირებთ, თუ გეყოფათ მოთმინების უნარი, პოლიტკორექტულობა და მოისმენთ პოზიციებს? იქნებ დაგველოდოთ ბოლომდე“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირმა ნადირაშვილი

29 მაისი 2020, 18:26

პოლიტიკა

ირმა ნადირაშვილი გიორგი გახარიას: თქვენ აზარალებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როდესაც ახალისებთ კორუფციას

„თქვენი აზრით, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები და მათ შორის დეპუტატები, როდესაც გისმენდნენ, როგორ „გააპრავეთ“ კორუფცია, რას იზამენ ამის მერე? თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ უფრო კარგად და უფრო მეტს წაიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე არ მგონია და არა მოგაყენებთ შეურაცხყოფას, რომ არ გესმოდეთ, როგორ აზარალებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როდესაც ახალისებთ კორუფციას და ამას ეძახით ქართულ, ჯიგრულ დახმარებას“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

სერგი კაპანაძე

29 მაისი 2020, 18:23

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე პრემიერს ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებს

სამი თვის თავზე რაღაც დახმარება მხოლოდ ადამიანთა 2,7%-მა მიიღო და თქვენ აქ მოდიხართ და რიცხვებით მანიპულირებთ, ეს არის იაფფასიანი დემაგოგია, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ირაკლი აბესაძე

29 მაისი 2020, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი აბესაძემ ხელისუფლება ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაში დაადანაშაულა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ბიიუროკრატიული ხარჯების ზრდაში დაადანაშაულა.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 18:14

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: 5 წუთის მანძილზე რვა სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში

ჩემი გამოსვლის შემდეგ ბატონ პრემიერ მინისტრს გამოუჩნდნენ დამცველები და ადვოკატის როლი პირველი იკისრა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რომან გოცირიძემ ხუთ წუთში რვაჯერ მოიტყუაო. მე გეტყვით, რომ 5 წუთის მანძილზე რვა სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, შემეცოდეთ შუბლში არ გაგარტყით, ფეხებში მოგხვდათ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.