imedi /  12 მაისი 2020, 10:18 / სანდო წყარო

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მეთორმეტე დღეა არ დაფიქსირებულა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მეთორმეტე დღეა არ დაფიქსირებულა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 250 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის პასუხი უარყოფითია. საეჭვო პირების გარდა იკვლევენ რისკჯგუფებს.

კლინიკა „მედალფაში“ 11 ინფიცირებული პაციენტი რჩება, აქედან 4-ის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. რეანიმაციაში მხოლოდ ერთი პაციენტი იმყოფება.

რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 45-მა პაციენტმა, გარდაიცვალა ორი პირი. კორონავირუსმა 18 აპრილს 73 წლის ქალი იმსხვერპლა, გუშინ კი მისი მეუღლე, 81 წლის კაცი დაიღუპა.

საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2021, 14:40

მსოფლიო

გერმანიის ევროპის საქმეთა მინისტრი: ამერიკასთან დაკარგული ნდობა უნდა აღდგეს და ეს აშკარად არ იქნება იოლი

ოფიციალურმა ბერლინმა აშშ ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთთან უსაფრთხოების პაქტის საიდუმლოდ გაფორმების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე

21 სექტემბერი 2021, 14:38

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: აუცილებლად მიმაჩნია სხდომის ჩანიშვნა

აუცილებლად მიმამჩნია სხდომის ჩანიშვნა, ლილუაშვილის და პრემიერ-მინისტრის დაბარება, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ტრიბუნა და ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული და ამ ქვეყანაში ყველა უსამართლობის გაპროტესტება მოხდეს.

21 სექტემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების" ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ.

21 სექტემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

ცაგერში გახარიას პარტია ხუთმა წევრმა დატოვა

გიორგი გახარიას ისევ ემიჯნებიან. დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის ორგანიზაცია ხუთმა წევრმა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს ასახელებენ. ამბობენ, რომ პარტიის დატოვებას კიდევ რამდენიმე ადამიანი გეგმავს.

თეა წულუკიანი

21 სექტემბერი 2021, 14:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ვფიქრობ, ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება - შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთ

ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

21 სექტემბერი 2021, 14:23

პოლიტიკა

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ვერავის ცილს ვერ დავწამებ - კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე (მჭედლიშვილი) მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა, გამოძიებამ კითხვებს პასუხი გასცეს და ყველა დამნაშავემ საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს.

გიორგი ვაშაძე

21 სექტემბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: მოვუწოდებ ოპოზიციას, დავფიქრდეთ, მნიშვნელოვანია თუ არა დანაშაულებრივი სისტემის მხილება

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას, - ამის შესახებ „ქრონიკას“„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარების საკითხის შეფასებისას განუცხადა.

თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი 2021, 14:18

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენით, ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის იმედი არ მაქვს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში არიან და მის უშუალო დაკვეთებსა და განკარგულებებს ასრულებენ საკანონმდებლო ორგანოში. ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერია, თუმცა უშუალოდ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენით, ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის იმედი მე არ მაქვს“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე

21 სექტემბერი 2021, 14:14

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: შეფასება, რაც მელიასგან გუშინ მოვისმინე, მიუღებელია

სხდომის ჩატარება არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ამბავი გამოიძონ, პოლიტიკური შეფასება მიეცეს და პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საკუთარი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითვალისწინებს.

მეუფე შიო

21 სექტემბერი 2021, 14:10

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ამიტომ დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა გახლავთ წყარო სიხარულისა, წყარო ნუგეშისა... იგი, როგორც დედა ჩვენი, ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვმფარველობს ჩვენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მიხეილ ხიდურელი

21 სექტემბერი 2021, 14:08

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილ კორპორაციებთან შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ ოქტომბერში დელეგაციას საქართველოში ვუმასპინძლებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

სარა დაში

21 სექტემბერი 2021, 14:06

კულტურა

მსოფლიოში ცნობილი Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში გარდაიცვალა

Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში 76 წლისა გარდაიცვალა. Lady Marmalade-ი 1977 წელს აშშ-ის ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე იყო. ტრეკი მაყურებელმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინა, როცა ის ქრისტინა აგილერამ, პინკმა, ლილ კიმმა და მიამ შეასრულეს. სიმღერა 2001 წელს ფილმის „მულენ რუჟი“ საუნდტრეკად გამოიყენეს.

21 სექტემბერი 2021, 13:45

საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ ხმაური იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. ამჯერად, დაპირისპირება სალხინოში ახლადდანიშნული ეპარქიის ეკონომისტის გამოჩენას მოჰყვა. განკვეთილ სასულიერო პირებს - ამჯერად, ერისკაცებსა და ეკონომისტს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

21 სექტემბერი 2021, 13:44

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის ინიციატივით გამოდის

„ფარულობა ხმის მიცემისა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებასთან, ადამიანების შანტაჟთან, რომლის კონტროლის მექანიზმიც იყო ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება“.

მაია მწარიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:41

საზოგადოება

ადვოკატი: ნონა გაფრინდაშვილმა მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ ქართველია - Netflix-თან დავა უპრეცედენტოა მხარეთა წონითი კატეგორიების გათვალისწინებით

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი და ეს თემა მსოფლიო პრესის მთავარი გვერდებიდან არ ჩამოდის. ასევე გვაქვს დიდი მოლოდინი სასამართლოსგან, რადგან შეტანილი სარჩელი არის ერთი ნაბიჯი მოგებისკენ, - ამის შესახებ „იმედის დღეში“ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომელიც Netflix-თან დავაში ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს იცავს.

ნიკოლოზ რეხვიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:34

COVID19

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარის პრიზიორი: არასდროს არაფერი მომიგია - ერთხელ მოვიგე ერთი ცალი ნაყინი და მეზობლის ბავშვს მივეცი

72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილი პირველია, ვინ ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 ათასი ლარი მოიგო. მოგების შესახებ ჟურნალისტისგან, სატელეფონო ზარით გაიგო.

21 სექტემბერი 2021, 13:25

რეგიონი

რაჭის რეგიონში რთველი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო.

21 სექტემბერი 2021, 13:18

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ, რეიტინგის და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.

სოსო არჩვაძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: Moody’s-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს

მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად შეფასდა სააგენტოს მიერ.