IMEDI /  12 მაისი 2020, 13:56 / სანდო წყარო

მეუფე გერასიმე: საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება არის ღია და გამჭვირვალე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ „ტვ პირველის“ ეთერში სახელმწიფოს მიერ საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი არის გამჭვირვალე, ღია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინფორმაცია იხილოს საპატრიარქოს ვებგვერდზე.

„ყველას შეუძლია შევიდეს საიტზე და ნახოს რაში იხარჯება ეს თანხები. არაფერია დამალული, ყველაფერი არის ღია და გამჭვირვალე. მარტო საქართველოს საპატრიარქო არ ფინანსდება. ასევე ფინანსდებიან სხვა კონფენსიის წევრები. რატომღაც მათზე არ არის საუბარი და არავინ ამბობს, რომ სხვა კონფენსიებიც ფინანსდებიან“, - აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ეკლესია, რომ სახელმწიფო დაფინანსება შეწყდეს, მეუფე გერასიმე ასე პასუხობს - „ყველაფრისთვის მზად ვართ. თუნდაც ის მოვლენები, რომლებიც გავიარეთ, პანდემია, მზად ვიყავით. ღვთის წყალობით, ყველაფერი მშვიდობიანად გავიარეთ. ნებისმიერი შემთხვევისთვის ეკლესია მზად არის“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

2020 წლის ბიუჯეტით საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება 25 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტის სახით ბიუჯეტიდან გამოიყოფა 14 მლნ 738 ათასი ლარი.

ყველა სიახლე

24 წლის შალვა გოგოლაძის სასამართლო

02 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

24 წლის ბრალდებულს, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

24 წლის შალვა გოგოლაძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. თავად დაკავებული შალვა გოგოლაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

02 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

შსს-მ თბილისში ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარის ოდენობით

სომხეთი

02 ივლისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 593 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სომხური მედიის ცნობით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 26 658 შემთვევა დადასტურდა. განიკურნა - 15 036. აქედან, უკანასკნელ დღეებში - 473 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სომხეთში გუშინ კორონავირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა.

მიხეილ სააკაშვილი

02 ივლისი 2020, 12:02

მსოფლიო

სააკაშვილი: უკრაინაში საპროცესო შეთანხმებები უნდა შემოვიღოთ - საქართველოს ბიუჯეტში ამ გზით $2 მილიარდი დავაბრუნეთ

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის საგადასახადო, სასამართლო და საბაჟო სისტემები რეფორმირებას საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთი კორონავირუსი

02 ივლისი 2020, 12:00

მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 660 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 661 165-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

02 ივლისი 2020, 11:53

საზოგადოება

თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ: I ადგილი - Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის საჭირო ნაწილების მოძიებას; II ადგილი - Payze - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა; III ადგილი - Typline - რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს.

სვეტისლავ პეშიჩი

02 ივლისი 2020, 11:50

სპორტი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ბასკონიასთან" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ, „ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 70 წლის სერბს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ხელმძღვანელებმა კონტრაქტი ვადაზე ადრე გაუწყვიტეს.

გიგი უგულავა

02 ივლისი 2020, 11:47

პოლიტიკა

გიგი უგულავა სოფელ ქედლების მოსახლეობას შეხვდა

„ხულოშიც, ქედაშიც, შუახევშიც, სოფლებში ერთი და იგივე პრობლემაა. ერთი - ვითომ რაღაცები არის გაკეთებული, სინამდვილეში მილები და წყლის სისტემები არის მოპარული. ფურცელზე ვითომ გაკეთებულია, მილიონებია დახარჯული, ხალხი წუხს, მაგრამ ფაქტია რომ სადაც არ უნდა მიხვიდე პრაქტიკულად ყველგან არის წყლის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს ფურცელზე მოაგვარა. სინამდვილეში ყვავის კორუფცია“, - განაცხადა უგულავამ.

02 ივლისი 2020, 11:43

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ იმნაძე და ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები იმყოფებოდნენ.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 11:43

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და კანადას შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ მრავალი წელი იარსებებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კანადის ხელისუფლებასა და ხალხს კანადის დღე მიულოცა. შესაბამისი პოსტი მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „ვულოცავ ჩვენს კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება“ - წერს ზალკალიანი.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:37

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანია უნდა ჩაერთოს

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ეს პროცესი დროში რომ არ გადავადდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოგვყავდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

02 ივლისი 2020, 11:36

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემოტანილია, ერთი კი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, დანარჩენი 7 ყველა შემოტანილი შემთხვევაა. მათგან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი - მოქალაქე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:34

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენი მევენახეებისთვის საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი გვექნება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები მაგ. თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და ასევე ყურძნის გადამუშავება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები მაგ. თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და ასევე ყურძნის გადამუშავება. მოგეხსენებათ, რომ რთველის პერიოდი მოდის. ამაზე ჩვენ შემდეგ მთავრობაზე ვიმსჯელებთ და გვექნება საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახეებისთვის.“, - განაცხადა პრემიერმა.

02 ივლისი 2020, 11:34

სპორტი

გრაცის შტურმის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა ისევ წააგო. გრაცის გუნდმა მორიგი მატჩი სტუმრად ზალცბურგთან ჩაატარა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა. ეს შტურმისთვის, რომელმაც მატჩი 10 ფეხბურთელით ჩაამთავრა, ზედიზედ მეხუთე წაგებაა. 24 წლის კიტეიშვილმა ზალცბურგთან შეუცვლელად ითამაშა და გოლი 79-ე წუთზე გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა თავი წინა ტურში ვენის რაპითან შეხვედრაშიც გამოიჩინა.

02 ივლისი 2020, 11:32

მსოფლიო

დაუნის სინდრომის მქონე მოდელი მოდის გიგანტებმა აღიარეს

18 წლის ელი გოლდსტეინი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა, Gucci-ს რეკლამისთვის გადაიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Newsum ავრცელებს. ახალგაზრდა მოდელის ფოტოები ჟურნალმა Vogue-მ დაბეჭდა. გოლსტეინი დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელი გახდა, რომლითაც მოდის ინდუსტრიის გიგანტები დაინტერესდნენ. „მე ეს ძალიან მომწონს. მადლობა ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფოტოსესიის შემდეგ 18 წლის მოდელმა, რომელიც 2017 წლიდან სამოდელო სააგენტო Zebedee Management-თან თანამშრომლობს.

ჯარი

02 ივლისი 2020, 11:24

თავდაცვა

პროფსასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენ

„დღეს განათლების სამინისტრო სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადებაა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და არ შეაფერხებს გაწვევის პროცესს, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადება იქნება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12- ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადებაა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:23

საზოგადოება

პრემიერის თქმით, ემიგრანტებისთვის სამშობლოში დასაბრუნებული ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს

„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის რაღაც კატასტროფული ფასები, რომლებზეც ჩვენ ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. ეს უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში უნდა იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან გამოსაყვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:18

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი, ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი

საკანონმდებლო ცვლილებით, რომლის გამოც, პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი, ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „1-ლი ივლისიდან საქართველოში მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები, სოციალური აგენტები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე. საკანონმდებლო ცვლილებით, რომლის გამოც, პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი, ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ ერთად, პარლამენტთან ერთად ეს საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონრებითვის პენსია იქნება 250 ლარი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ, 300 ლარი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:18

საზოგადოება

​აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნებათ

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:13

საზოგადოება

პრემიერი: „მწვანე ქვეყნად“ გამოცხადება უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ

ევროკავშირის მიერ საქართველოს კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.