12 მაისი 2020, 18:03 / სანდო წყარო

შოთა ცანავა: ჩვენ გადავლახეთ ვირუსის გავრცელების პირველი ფაზა, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოშვების უფლებას

შოთა ცანავა

შოთა ცანავა

ყველას გახსოვთ ფრაზა, „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ“. სიმართლე გითხრათ, ეს მშვიდობა ცოტა მაშინებს. ახლა, შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მოქალაქეებზე. შეზღუდვების მოხსნა მისასალმებელია, მაგრამ შევძლებთ ჩვენ მათი მოხსნისას რეკომენდაციების ისევ დაცვას? ეს გადაწყვეტილება ბევრი შრომისა და ფიქრის შემდეგაა მიღებული და ჩვენც მხარი უნდა ავუბათ მოცემულობას. მოსახლეობას ვურჩევ, არ უგულებელყონ ჩვენი რეკომენდაციები, განუხრელად მივყვეთ წესებს და არ ჩავთვალოთ, რომ უკვე გადავედით მეორე ნაპირზე. ჩვენ ნამდვილად გადავლახეთ შეკავების ფაზა, პირველი ეტაპი, ეს ერთად გავიარეთ და როგორც ჩანს, თურმე, შეგვძლებია წარმატებების მიღწევა. მაგრამ ეს არ გვაძლევს მოშვების უფლებას, - ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

შოთა ცანავას განცხადებით, საქართველოში ტურისტული სეზონის გახსნას ეპიდაფეთქება არ მოჰყვება.

„ტურიზმის გახსნა ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ეკონომიკისთვის. ვიტყოდი, ეს მტკივნეული, სარისკო გადაწყვეტილებაა, მაგრამ - აუცილებელი. ჩვენ ასევე პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ ამ ცვლილებასაც. ორგანიზება უნდა მოხდეს ისე, რომ ნაკლებად დავზარალდეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ,რომ ამან შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ ჩაიაროს. ეს ისეთივეა, რომ ავადმყოფს უნდა ატკინო, რათა მერე თავი კარგად იგრძნოს. მე მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა შოთა ცანავამ.

მისივე განმარტებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი დაბალი აგრესიულობით გამოირჩეოდა და ეს იმ რეგულაციების დამსახურებაა, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო.

„ვირუსი ჩვენთან დაბალი აგრესიულად გამოირჩეოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ღონისძიებები სწორად იყო გატარებული. აგრესიულობა სწორედ ამის ფონზე დაიჩრდილა. ჩვენმა ქვეყანამ ეს ეტაპი სწორად განვლო, თუმცა მაინც არსებობს საფრთხე. მთავარი კითხვაა, ვისწავლეთ თუ არა ამ ვირუსთან თანაარსებობა. პირველ რიგში ამ კითხვას ჩემს თავს ვუსვამ. ამ კითხვას პასუხი აკრძალვების მოხსნის შემდეგ გაეცემა. ჩვენ ვირუსების სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ამ უცნაურ ვირუსთან თანაცხოვრება. უნდა დავუჯეროთ სპეციალისტებს.

კითხვაზე, როდემდე მოგვიწევს ამ ვირუსთან თანაცხოვრება, პირდაპირი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამას რომ უპასუხო ან ვანგა უნდა იყო, ან - უცოდინარი ან ავანტიურისტი. ეს ანალიზის საკითხია“ - აღნიშნა შოთა ცანავამ.

მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას, არ შეიკავონ თავი ბავშვების გეგმიური აცრებისგან, რადგან გავრცელებული მოსაზრება, თითქოს იმუნიზაციისას ბავშვის იმუნიტეტი ქვეითდება და ის რეზისტენტული ხდება კორონავირუსის მიმართ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა სიახლე

ასტრობეტონი

20 სექტემბერი 2021, 00:00

ტექნოლოგიები

კვლევა: კოსმოსში ბეტონის შექმნა ასტრონავტების სისხლის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

მეცნიერების ცნობით, მარსსა და მთვარეზე სამშენებლო მასალა საკმარისია, თუმცა ცემენტის ხსნარის კოსმოსში პოვნა პრობლემატურია. მათივე თქმით, ასტრობეტონის გამოყენებით კოსმოსში შენობების აგება გაცილებით მარტივი და იაფი გახდება.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 23:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისი და თბილისელები 2 ოქტომბერს ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს

„რაც ხდებოდა წლების წინ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისაც უხარია ქვეყნის, ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავივიწყოთ ის მძიმე წარსული. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, წინსვლაზე, კარგი პროექტების გაკეთებაზე, ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალზე და ა.შ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას განვითარების, ძალიან დიდ შესაძლებლობები აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გონიო, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

19 სექტემბერი 2021, 23:15

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი აშენდება

გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ქალაქი შავი ზღვის ერთ-ერთი მარგალიტი იქნება და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით აშენდება. რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობენ, რათა მალე შეძლონ ახალი ქალაქის მშენებლობის დაწყებას.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ყველა უბანში, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს

დღეს თბილისს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა უბანში უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა, სადაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:52

საზოგადოება

კახა კალაძე: მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება

„გვინდა კიდევ ერთხელ მოგიბოდიშოთ წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხვანაირად შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის შეწყვეტა მანამდეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მესმის რთულია, მაგრამ სჯობს ცოტაც მოვითმინოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველა პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის წყლის ხშირად დაწყვეტა სხვადასხვა ავარიის გამო. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ეს ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში და გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

თორნიკე რიჟვაძე

19 სექტემბერი 2021, 22:51

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე - უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი

19 სექტემბერი 2021, 22:30

საზოგადოება

კორონავირუსის შედეგად ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა

„გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:25

საზოგადოება

კახა კალაძე: განსაკუთრებით ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ მკვიდრდება თბილისში საპარკე კულტურა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად, ნაძალადევის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში იმართება. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის დროს ნაძალადევის რაიონის პრობლემებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

ლუსი, ნილი და ფორბსი

19 სექტემბერი 2021, 22:01

ტაბლოიდი

შოტლანდიაში 10 წლის წინ დაკარგული კატა პატრონებს დაუბრუნეს🐈

რამდენიმე დღის წინ კი ცხოველთა დაცვის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აბერდინში კატა იპოვეს, რომელსაც მიკროჩიპი ჰქონდა. ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჩიპზე მითითებულ ნომერზე დარეკეს და ნილსა და ლუსის დაუკავშირდნენ. ფორბსი იმ ადგილის ახლოს იპოვეს, სადაც დაიკარგა.

შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი 2021, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ შექმნა, ახლაც ამის მცდელობა აქვთ

ვერც წინ მიდიან, ვერც უკან - ერთ ადგილს ტკეპნიან. ვფიქრობ, ეს არის მათი, როგორც პოლიტიკოსების პიროვნული ტრაგედია და ტრაგედია მათი პოლიტიკური ძალისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა. რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს - არანაირი საარჩევნო დაპირება, შეხვედრები ხალხთან და საარჩევნო პროგრამა. სწორება მათ მხოლოდ სამ ოქტომბერზე აქვთ - ისევ ძალადობაზე, ქუჩაში აქციებზე, პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

19 სექტემბერი 2021, 21:30

თავდაცვა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლამდე ჯარში ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი ბიულეტენისთვის და გეჩვენებინა, რომ ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს

„2012 წლამდე ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი საარჩევნო ბიულეტენისთვის და უნდა გეჩვენებინა, რომ დადასტურებულად ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს“, - აცხადებს ჩაჩიბაია.

გური სულთანიშვილი

19 სექტემბერი 2021, 21:10

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობის“ მმართველობაზე: სფერო არ არსებობს, სადაც ფუნდამენტური პრობლემები არ ჰქონოდათ

„2012 წელს ვინც იყო 10-12 წლის, ისინი უკვე დღეს აძლევენ ხმას არჩევნებში. დაახლოებით 700 თუ 600 ათასი მოქალაქეა, ვინც მაშინ პატარა იყო, ვერ ექნება მეხსიერების პოლიტიკა და ემპათია იმ პერიოდთან თუნდაც ყველაზე მძაფრთან - ეს არის ციხის კადრები. სფერო არ არსებობს, სადაც ფუნდამენტური პრობლემები არ ჰქონოდათ, ამიტომ ამის წაშლა და ამისგან დისტანცირება უბრალოდ გამორიცხულია. ეს ისეთივე შეუძლებელია, როგორც წყალში ცეცხლის დანთება.

მიტროპოლიტი სტეფანე

19 სექტემბერი 2021, 21:06

რეგიონი

მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე: ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით

ასეთი საგიჟეთი თუ დამხვდებოდა, არ ვიცოდი! ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ „იმედის კვირას“ იმ სასულიერო პირებზე საუბრისას განუცხადა, რომლებიც მან მასზე განხორციელებული თავდასხმისთვის დღეს განკვეთა. მეუფე სტეფანეს რადიკალური ზომების მიღება და ათამდე სასულიერო პირის ეკლესიიდან განკვეთა მოუხდა. არ არის გამორიცხული ორშაბათი ჭყონდიდის ეპარქიისთვის მძიმე აღმოჩნდეს. ეკლესიიდან განდევნილები ეპარქიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დატოვებას არ აპირებენ.

გია გაჩეჩილაძე

19 სექტემბერი 2021, 21:01

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და არიან

„ვინც პატარაა შეიძლება არ ახსოვს მაშინ რა ხდებოდა და იძახიან: „კაი რა…“ მაგრამ აბა თვითონ გაიარონ ის სიტუაცია, რაც მაშინ ხალხმა გაიარა. სიჩუმე იყო, ხალხი ვერ ლაპარაკობდა. ვერც ოთახში, ვერც ავტობუსში, ვერსად ვერ ლაპარაკობდა“, - იხსენებს გაჩეჩილაძე.

ინგა ბიწაძე

19 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კობა დავითაშვილის მეუღლე: ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა, არ აპატია, როგორ მოექცა თავის ხალხს

„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“, - ამბობს ბიწაძე.

19 სექტემბერი 2021, 20:35

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურს: მჯერა, რომ თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია

პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაათვალიერა სამსახურის შენობა, რომლის მშენებლობასაც 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

თეა წულუკიანი

19 სექტემბერი 2021, 20:34

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ქარდავას ექსტრადიციაზე: საკმაოდ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგენა მაინც რეალობაა დღეს

„დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა საქმეებზეც ბოლომდე მივა {განაჩენი}, ვინაიდან თავად პირი {ქარდავა} არის ქართველი სამართალდამცველების ხელში, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის მოიხდის იმ მრავალწლიან სასჯელს, რომელიც მას ქართული კანონის წინაშე ეკუთვნის“, - აცხადებს წულუკიანი.

დეკანოზი შალვა კეკელია

19 სექტემბერი 2021, 20:25

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია: ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ანგრევენ, დღეს საუბრობენ, რომ ეკლესია დასაცავია

ვერ ნახავთ ერთ კვირასაც კი, რომ ეკლესიაზე ცუდი გადაცემა არ კეთდებოდეს და დღეს ეს ტელევიზიები გვევლინებიან ეკლესიის დამცველებად, - ამის შესახებ „იმედის კვირას დეკანოზმა შალვამ (კეკელია) სავარაუდო ფარული მიყურადების ფაქტებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ფარული მიყურადების ფაქტები ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ეს მასალები მედიის ხელში ხვდება. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით ამ მასალების გამოქვეყნება ხდება.

ოთარ ფარცხალაძე

19 სექტემბერი 2021, 20:11

პოლიტიკა

ოთარ ფარცხალაძე: ჩემ მიმართ აქამდეც არაერთი ტყუილი გაუვრცელებია სააკაშვილის კონტროლირებად „ფეიკ ნიუსების“ ქარხანას, მაგრამ მკვლელებთან კავშირი არის ის წითელი ხაზი, რომელიც აღარ მაძლევს გაჩუმების უფლებას

„ამასთანავე ჩვენ დღესვე შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და მოვითხოვთ ამ გაუგონარი ადამიანებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ტყუილის საჯაროდ აღიარებას. და ბოლოს, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც ეს დეზინფორმაციის გამავრცელებლები ტყუილებს გაბრალებენ, „ფეიკებს“ დგამენ და თავს გამართლებინებენ, ტალახს გესვრიან და ცდილობენ, ზიანი მოგაყენონ, არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდეთ. აუცილებლად იდავეთ სამართლებრივად, რათა საზოგადოებამ ნათლად იხილოს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი, საზოგადოების ჩათრევაა იმ წუმპეში, რასაც დეზინფორმაცია და ზიზღის ენა ჰქვია”, - აღნიშნულია ფარცხალაძის განცხადებაში.

19 სექტემბერი 2021, 19:41

მსოფლიო

ესპანეთში მიწისძვრის შემდეგ ვულკანის ამოიფრქვევა დაიწყო. ვიდეო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ცენტრალური მთავრობა ვითარებაზე დაკვირვებას განაგრძობს და საჭიროების შემთხვევაში ლა პალმის მხარდასაჭერად მზად არის.