12 მაისი 2020, 20:50 / სანდო წყარო

კოლუმბიის ერთ-ერთ ციხეში 850-ზე მეტ პატიმარსა და პერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა

კოლუმბიაში, ქალაქ ვილიავისენსიოში მდებარე ციხეში 850-ზე მეტ პატიმარსა და პერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ BBC წერს.

ციხის დირექტორი, მიგელ ანხელ როდრიგესი ამბობს, რომ საპატიმროში ვირუსის აფეთქების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ შენობაში იზოლაციის პირობების დაცვა შეუძლებელია.

„როგორ უნდა უზრუნველვყო იზოლაცია, როცა ხალხს საწოლების ქვეშ და სააბაზანოებში სძინავს?“ - ამბობს როდრიგესი.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების დროს ციხეში სასჯელს 1 835 პატიმარი იხდიდა. ეს რაოდენობა კი ორჯერ აღემატება იმ პატიმართა იმ რაოდენობას, რის დატევაც ციხეს შეუძლია.

კოლუმბიაში კორონავირუსი 11 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 479 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირების 4 227 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 512 700-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 300-მდე ადამიანი კი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ეკა სეფაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:17

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ეკონომიკა სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულების შესაბამისად ვითარდება - ეს პროცესი არა მხოლოდ ზოგადად, ეკონომიკური ზრდისკენ, არამედ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან გამოსვლა თურქეთში მომხდარი დამანგრეველ მიწისძვრაზე საუბრით დაიწყო და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

07 თებერვალი 2023, 14:15

რეგიონი

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ,,ასკანგელ ალიანსის'' ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

,, ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია გურიის რეგიონიდან. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში წარმოებული ნედლეული ფართოდ გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

არჩილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 14:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა

ეკონომიკური კვლევაში, რომელიც ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ საქართველოს იმ სანქციებზე (რომლის ნაწილით საქართველო არის ევროკავშირთან და დასავლეთთან ერთად) დამატებით რომ შემოეღო ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ექნებოდა, საშუალოდ, 10%-იანი ეკონომიკური შემცირება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.

07 თებერვალი 2023, 14:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ბრალდებულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ორ მეზობელთან. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულების სახლში მივიდა და სანადირო თოფიდან ორივეს ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

თეონა აქუბარდია

07 თებერვალი 2023, 14:03

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: მოგიწოდებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა კონსენსუსით მოხდეს

მისი თქმით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ბოლო კვლევებითაც დასტურდება, რომ მოსახლეობის დაკვეთაა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება.

07 თებერვალი 2023, 14:02

საზოგადოება

წამყვანი თურქული გამოცემები აქტიურად ეხმიანებიან ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თურქეთში სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან 60 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა

„ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით და მზად არის აღმოუჩინოს მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება „- წერს თურქული მედია.

07 თებერვალი 2023, 14:02

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკა სეფაშბილი

07 თებერვალი 2023, 13:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ორნიშნა ზრდა განპირობებულია სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოთი, რომლის შექმნა და შენარჩუნება მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ

მისი თქმით, ეკონომიკა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულებების შესაბამისად ვითარდება, მიმართულია არა მხოლოდ, ზოგადად, ეკონომიკური ზრდისათვის, არამედ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.

07 თებერვალი 2023, 13:56

ეკონომიკა

დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მწვანე წყალბადის განვითარებისათვის სტრატეგიის შემუშავების, ენერგოდამგროვებელი მოწყობილობების რეგულირების საკითხები, იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.

მიხეილ სარჯველაძე

07 თებერვალი 2023, 13:41

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია საკუთარ შანსს ხედავს მხოლოდ იმაში, რომ როგორმე ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს წინსვლას

მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასოთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრულ თორმეტ წინაპირობაზე მუშაობის პროცესი. არ მგონია შემთხვევითი, რომ წინაპირობებს შორის უპირველესად დეპოლარიზაცია იქნა დასახელებული ევროკომისიის მხრიდან. დეპოლარიზაცია უნდა ყოფილიყო ყველა სხვა წინაპირობაზე მუშაობის ლაიტმოტივი და სხვა წინაპირობებზე მუშაობის მთავარი მახასიათებელი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

ფრიდონ ინჯია

07 თებერვალი 2023, 13:40

საზოგადოება

ფრიდონ ინჯიამ თურქეთის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ უერთდება იმ მწუხარებას, რასაც დღეს თურქი ხალხი განიცდის.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 13:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა არის გადავლახოთ 10 000 დოლარიანი ნიშნული, ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანაა, რომ გაგვყინონ ერთ ადგილზე

ჩვენი ამოცანა არის გადავლახოთ 10 000 დოლარიანი ნიშნული, ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანა არის ის, რომ გაგვყინონ ერთ ადგილზე და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდონ ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგს ვერ გავყვებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი ქვეყანა 10 000 დოლარიან ზღვარს გადალახავს ეს მთელი საზოგადოებისთვის ამოსუნთქვის საშუალება იქნება.

მაკა ბოჭორიშვილი

07 თებერვალი 2023, 13:27

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რესურსი მიმართულია, რომ ქვეყანა რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცდილობს განვითარდეს, შეაფერხონ და უკან დაწიონ

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ყველა ის ქმედება განწირული, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

07 თებერვალი 2023, 13:24

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის შეფასებით დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე 2014 წლიდან გაწეული ძალისხმევა და მისი შედეგები

საგაზაფხულო სესიას ვიწყებთ ევროკავშირის შეფასებით, რომლითაც დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე 2014 წლიდან გაწეული ძალისხმევა და მისი შედეგები,-ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

07 თებერვალი 2023, 13:21

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: კარგია, რომ საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ევროკომისიის შეფასება დადებითია, თუმცა, რამდენიმე საკითხი გაუგებარია

„მინდა, ბოლო პერიოდის მთავარ თემას შევეხო, ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე. კარგია, რომ მათი შეფასება დადებითია, თუმცა, გაუგებარია რამდენიმე საკითხი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

ალექსანდრე ელისაშვილი

07 თებერვალი 2023, 13:16

პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი: ვეტერანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული

პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ ვეტერანთა კოდექსის შექმნაზე. მისი თქმით, ვეტერანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 13:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია დღეს პარლამენტში ზის, რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება, ამით ჩვენს ქვეყანას არაფერი დააკლდება

ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, - მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

07 თებერვალი 2023, 13:14

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ნაცმოძრაობაზე: პარლამენტიდან თუ გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, იმუშაონ - თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან, მაგარი სამსახურია

მთელი საქართველო ასეთ სამსახურს ინატრებს. არეულები არიან, რამდენიმე ფრთა არის, რომელიც ცდილობს, ერთმანეთს გაეჯიბროს რადიკალიზმში. ძალიან უთავბოლო და ამაოა ეს ყველაფერი. რაც შემოვიდნენ, მას შემდეგ ამბობენ, რომ მანდატებს დატოვებენ. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენს პარტიას მივხედავთ. თავის არეულობას მიხედონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 13:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

წარმოიდგინეთ, ასეთი ადამიანი, [ნონა წოწორია] რომელიც ქართველ ხალხს უწოდებს ბრბოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე იყო, ის გააგზავნა „ნაცმოძრაობამ“, ადეიშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 13:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესები

მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს არის ფასები. იყო სერიოზული ინფლაცია. შარშან გვქონდა თითქმის 10% ინფლაცია. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი დასტაბილურდება, ამის პროგნოზი უკვე არსებობს და ზაფხულში იქნება ბოლომდე დასტაბილურებული. დამატებითი ინიციატივები ამ კუთხით არის აუცილებელი. იმედი მაქვს ეს პროცესი დასრულდება, როგორც საწვავის, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.