imedi /  13 მაისი 2020, 10:53 / სანდო წყარო

ინფექციურ საავადმყოფოში 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

ინფექციურ საავადმყოფოში 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 264 პაციენტი გვყავს. ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია. გამოჯანმრთელებული პაციენტი 100-ზე მეტია, ვიდრე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი.

„8 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტი საკარანტინო სივრციდან არის, რომელიც არის 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, დანარჩენი 4 ასე ნაწილდება: 2 საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი ბოლნისიდან და ერთი თეთრიწყაროდან. ჩვენთან ამ ეტაპზე 34 პაციენტია, 33 დადასტურებული, ერთი შესაძლო შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 6 მოზარდი, ისინი კლინიკიდან გუშინ გაეწერნენ. ერთი არასრულწლოვანი დაგვრჩა. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომლის მდგომარეობა დასტაბილურდა. ჯერჯერობით მისი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. ერთი-ორი დღე თუ ეს სტაბილური მდგომარეობა გაგრძელდა, მერე შეგვიძლია მის კარგ პროგნოზზე ვილაპარაკოთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მერაბ ქვარაია

25 მაისი 2020, 14:14

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა და ერთადერთი გზავნილი იყო - ყველანი ციხეში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხი განიხილება, კომიტეტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იკითხა, თუ რატომ არ ესწრება სხდომას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე დაინტერესდა თუ რამდენად ირებენ ისინი პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

25 მაისი 2020, 14:13

რეგიონი

გუდაურში კაფე „ვიტამინი“ დაიწვა

გუდაურში კაფე ვიტამინი დაიწვა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. არ არიან არც დაშავებულები. სპეციალური სამსახურები ახლა იმის დადგენას ცდილობენ თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდარზე საგანგებო სიტუაციების სამსაურში აცხადებენ, რომ შეტყობინება ხანძრის შესახებ არ შესულა,

გურამ მაჭარაშვილი

25 მაისი 2020, 14:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში ჩვენთვის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს

„ამ ანგარიშს როდესაც წაიკითხავ, ორი განცდა შეიძლება დაგეუფლოს ადამიანს. ვეთანხმები ბატონ ანრის იმაში, რომ კარგი იქნებოდა აქ ყოფილიყვნენ ჩვენი ოპონენტები, რადგან მათ პერიოდში არის ასეთი ტიპის დანაშაულები ჩადენილი და შემდგომ, ახლა ჩვენ გვიწევს როგორც ხელისუფლებას ადამიანების მიმართ არა მხოლოდ თანხით ამ ყველაფრის ანაზღაურება, არამედ - მორალურადაც“.

25 მაისი 2020, 14:07

COVID19

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან 2 პაციენტს გაწერენ

დღეს რეაპუბლიკური კლინიკიდან 5 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, ხოლო ცხელების ცენტრიდან 15 პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება. ლევან გოფოძე იმედოვნებს, რომ რესპუბლიკურ კლინიკას კოვიდინფიცირებულები უახლოს მომავალში აღარ ეყოლება.

ირმა ჭკადუა

25 მაისი 2020, 14:02

სამართალი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ - ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა

ვფიქრობ, რომ დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. „ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი დ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სოფო კილაძე

25 მაისი 2020, 13:57

პოლიტიკა

სოფო კილაძე: სარჩელების რაოდენობით ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

„ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სარჩელების რაოდენობით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი ინდიკატორია იმისა, რომ იმ რეფორმებმა, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ, კარგი შედეგი მოგვცა“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს.

25 მაისი 2020, 13:54

კულტურა

Pixar-მა პირველად გადაიღო მულტფილმი, რომლის მთავარი გმირი გეია

Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი Out გამოიშვა, რომლის მთავარი გმირი გეია. ეს ანიმაციური სტუდიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მულტფილმი 22 მაისს სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ზე გამოვიდა და მისი ხანგრძლივობა 9 წუთია. მულტფილმის მთავარი გმირი გრეგია, რომელმაც არ იცის, მშობლებს თავისი ორიენტაციის შესახებ როგორ უთხრას.

25 მაისი 2020, 13:50

COVID19

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების, 17 მარტის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე-ღამეში ინფექცია 115 ადამიანს დაუდასტურდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა.

25 მაისი 2020, 13:48

COVID19

გიორგი გახარია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა

„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება შეფასება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

მარია ზახაროვა

25 მაისი 2020, 13:35

პოლიტიკა

მარია ზახაროვა: საქართველოს პრეზიდენტის ნამუსზე ვტოვებთ განცხადებას, რომ რუსული მხარე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაში ნატოს ჩართულობას განიხილავდა

საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის შექმნა 15 წლის წინ იგეგმებოდა, ნატოს მონაწილეობას არ ითვალისწინებდა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

25 მაისი 2020, 13:30

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

„მოთხოვნამ შეადგინა 164 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750 პროცენტით, მაქსიმალური 9.260 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.111 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: საქართველოს მთავრობა სანიმუშოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით

საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელმაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოხანაშვილმა ამ მიმართულებით, ყურადღება 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.

ლეო ბოკერია

25 მაისი 2020, 13:19

COVID19

ლეო ბოკერია: კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგის, აკადემიკოსი ლეო ბოკერიას განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.

თბილისის საქალაქო სასამართლო

25 მაისი 2020, 13:18

სამართალი

ბრალდების მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა.

25 მაისი 2020, 13:06

COVID19

ჩინეთში ღამის კლუბებმა მუშაობა განაახლეს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩინეთში ღამის კლუბები მუშაობას უბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

25 მაისი 2020, 13:05

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯი 4.8%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები 2010-2019 წლებში, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

25 მაისი 2020, 12:56

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა გაიზარდა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მზიანი ამინდი

25 მაისი 2020, 12:55

საზოგადოება

27-28 მაისს საქართველოში ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

25 მაისი 2020, 12:52

რეგიონი

დღეიდან იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი დღეიდან გაიხსნა. აღნიშნულ ფილიალებში 23 მარტიდან სამუშაო პროცესი მკაცრი კარანტინის გამო იყო შეჩერებული. დღეიდან კი იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობის ახალ პრინციპზე გადავიდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის (მაგ.https://www.my.gov.ge/az/services/10). ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს.