imedi /  13 მაისი 2020, 15:43 / სანდო წყარო

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმური ოპერაციების განახლებას აპირებს

თამარ გაბუნია

გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე კლინიკის ინფექციური მართვა უკეთ შეუძლიათ, ვიდრე ეპიდემიის პირველ ეტაპზე.

„ბოლო 2-3 თვის განმავლობაში კლინიკებში მიმართვიანობა რეალურად შემცირდა. შემცირდა ძირითადად გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომელთა გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ჩვენ ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე ვიყავით. ახლა, როდესაც ეს რისკი შედარებით შესუსტდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და კლინიკების მზაობაც ინფექციის კონტროლის კუთხით მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს იყო ეპიდემიის დასაწყისში, უკვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცუდ მდგომარეობაშია, დესტრუქცია მათთვის არჩევნებზე უფრო პერსპექტიულია

ოპოზიციას სხვა ინტერესი აქვს - ასი წელი არ აინტერესებთ ოქრუაშვილი და რურუა, უგულავაზე კიდევ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც სენტიმენტები აქვთ. რეალურად აქ სხვა, პრაგმატული ამოცანაა - ცუდ მდგომარეობაში არიან, დესტრუქცია მათთვის არჩევნებზე უფრო პერსპექტიულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ფრენსის კოლინზი

02 ივნისი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ფრენსის კოლინზის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

02 ივნისი 2020, 23:06

COVID19

ქუთაისის საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა ქალი, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის ქალი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლიბაში მკურნალობდა. პაციენტი ბოლოა ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან. მას რეტესტი რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა მეორე უარყოფითი პასუხი საავადმყოფოში მხოლოდ დღეს მიიღეს.

02 ივნისი 2020, 23:00

COVID19

ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სახლში გაუშვეს

გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2020, 22:57

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი: 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ახალი ხორცით, ეს პრობლემა მე მოვაგვარე

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 22:51

COVID19

20 მაისის შემდეგ პირველად, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა

საფრანგეთში, დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა და 107 შეადგინა. ეს პირველი შემთხვევაა 13 დღის შემდეგ, როცა ფატალური შედეგების დღიური რაოდენობა 100-ზე მეტია.

გუგა ქაშიბაძე

02 ივნისი 2020, 22:47

საზოგადოება

ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას აღენიშნება სახის დამწვრობა, წელის, ქვედა და ზედა კიდურების დამწვრობა და სასუნთქი გზების ტრავმა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

02 ივნისი 2020, 22:41

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ოფიციალური უწყებების ცნობით, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ყვავი თავდასხმა თბილისი

02 ივნისი 2020, 22:30

ტაბლოიდი

თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

„5 ადამიანი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ყვავის თავდასხმის შედეგად. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გაეწიათ სამედიცინო მომსახურეობა. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობენ „ნიუ ჰოსპიტალის“ პრესცენტრში.

02 ივნისი 2020, 22:25

COVID19

პროგნოზის თანახმად, ბრაზილიაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 მილიონს მიაღწევს

რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრაზილიაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 მილიონს მიაღწევს, ხოლო სიკვდილიანობის კი 50 ათასს.

აკაკი ბობოხიძე

02 ივნისი 2020, 22:23

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს, რათა საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას ისეთი სურათი, თითქოს ერთმანეთს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვიან. ამის შესახებ ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებზე უფრო ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა როლების გადანაწილებაა საჭირო.

02 ივნისი 2020, 22:19

ტექნოლოგიები

ნიდერლანდების ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს სამი რობოტი ემსახურება. ვიდეო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს სამი რობოტი ემსახურება. რობოტები იღებენ შეკვეთას, მიდიან ბართან, სადაც რესტორნის თანამშრომლები მოწყობილობაზე დამაგრებულ ლანგრებზე შეკვეთილ საკვებს ათავსებენ და რობოტები კვლავ სტუმრის მაგიდასთან ბრუნდებიან.

თეა წულუკიანი

02 ივნისი 2020, 22:09

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“ რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა

„ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“, როგორც თქვენ ამბობთ, რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა და უფრო მეტიც, შეიძლება მათ საერთოდ არ სურთ არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბერს. იმიტომ რომ 31 ოქტომბერს თუ ისინი დამარცხნენ, და მე ასე მგონია, რომ ძალიან მწარედ დამარცხდებიან, რა იქნება მერე მათთვის? ეს ხომ იქნება ძალიან მძიმე - ფიასკო, კრახი, დასასრული და ა.შ“, - განაცხადა წულუკიანმა.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 22:09

COVID19

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე შეიქმნება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. „ვაქცინებთან და მედიკამენტთან დაკავშირებით პროცესი კარგად მიმდინარეობს. პროცესი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს. წინ კარგი ამბებია, მრავალმხრივ“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

02 ივნისი 2020, 21:53

სამართალი

გლდანში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ ახალშობილის ცხედარი იპოვეს

გლდანში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ ახალშობილის ცხედარი იპოვეს. როგორც Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თეა წულუკიანი

02 ივნისი 2020, 21:53

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას „ნათელაშვილის ეზოს ხალხი“ უწოდა

„ლიდერი არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვას. ლიდერი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, რომ გარშემო ხალხი შემოიკრიბოს და ამ პოლიტიკურ ძალებს მისი უნდა სჯეროდეს. ანუ ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს და რწმენა იმისა, რომ უიმედო ბრძოლაში გაგამარჯვებინებს, თუკი მას მიჰყვები. აქედან გამომდინარე, ეს ლიდერი, ალბათ, ამ ოპოზიციას არ ჰყავს. ხალხი უკვე ამბობს, რომ ახლა ესენი დაჭამენ ერთმანეთს და ეს არ იქნება ლამაზი სანახაობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

02 ივნისი 2020, 21:38

მსოფლიო

გასულ ღამეს ნიუ-იორკში საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ ღამეს ქალაქში საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს. როგორც ნიუ-იორკის პოლიციაში აღნიშნავენ, აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების შედეგად ათობით პოლიციელი დაშავდა

კორონავირუსი თურქეთი

02 ივნისი 2020, 21:32

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კოვიდინფიცირების 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 22 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ერევანი

02 ივნისი 2020, 21:23

COVID19

სომხეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამოაცხადონ

სომხეთში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადონ. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 10 ათასს გადააჭარბა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეზღუდვების განახლება ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს, თუმცა თუ ინფიცირების დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყნის ხელისუფლება აქამდე არსებულ შეზღუდვებს აღადგენს.

ჯოზეპ ბორელი

02 ივნისი 2020, 21:16

მსოფლიო

ევროკავშირში დონალდ ტრამპის ინიციატივას G7-ის სამიტზე რუსეთის დაპატიჟების შესახებ მხარს არ უჭერენ

„დიდი შვიდეულის“ 46-ე სამიტი 10-12 ივნისს, ვაშინგტონში უნდა ჩატარებულიყო. 30 მაისს დონალდ ტრამპმა გაახმოვანა იდეა სამიტის შემოდგომამდე გადადების და მისი ფორმატი შეცვლის შესახებ. თეთრი სახლის მეთაურს მისი „დიდ ათეულად“ ან „დიდ თერთმეტეულად“ გადაკეთება და რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის და ინდოეთის დაპატიჟება უნდა.