imedi /  13 მაისი 2020, 21:16 / სანდო წყარო

ჯანმო: მსოფლიომ ვირუსზე კონტროლის ძალიან მნიშვნელოვან დონეს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ კორონავირუსი პანდემიად არ ჩაითვალოს

მსოფლიომ ვირუსზე კონტროლის ძალიან მნიშვნელოვან დონეს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ კორონავირუსი პანდემიად არ ჩაითვალოს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

მისივე თქმით, გრძელი გზაა გასავლელი მანამ, სანამ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით განგაში მოიხსნება.

„ამ გზაზე დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით. ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ორი არჩევანია მხოლოდ: ან ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, ან არა. დროთა განმავლობაში რისკების შეფასების საფუძველზე შეგვიძლია შევამციროთ განგაშის დონე ეროვნულ, რეგიონალურ ან გლობალურ დონეებზე. ამ მომენტისთვის კი მივიჩნევთ, რომ რისკები ჯერ კიდევ მაღალია“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 10:11

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

02 ივნისი 2020, 10:08

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1997 წლით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქ.თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 157 729 ლარის ღირებულების 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ეს მიწის ნაკვეთი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღდა.

02 ივნისი 2020, 09:53

საზოგადოება

ევროკავშირმა და გარემოს დაცვის სამინისტრომ საქართველოში საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ დაიწყეს

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი თარიღია. 1974 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. ის აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ცნობილ ადამიანებსა და მოქალაქეებს, მწვავე გარემოსდაცვით საკითხების გადასაჭრელად.

02 ივნისი 2020, 09:35

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 377 550-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 6 371 661 ადამიანი დაინფიცირდა, 2 904 925 კი გამოჯანმრთელდა. ინფექციას 377 552 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (106 925) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (39 045), მესამეზე კი - იტალია (33 475).

02 ივნისი 2020, 09:10

COVID19

ბრაზილიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 11 598 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირისით ინფიცირების შემთხვევები 11 598-ით გაიზარდა და 526 447-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 623 ადამიანი გარდაიცვლა, პანდემიამ კი მთლიანობაში 29 937 ადამიანი იმსხვერპლა.

02 ივნისი 2020, 08:53

საზოგადოება

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე მტკვარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო. აღებულ სინჯებში ადგილზე განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება.

ენდრიუ კუომო

02 ივნისი 2020, 08:42

მსოფლიო

ნიუ იორკის გუბერნატორი: ტრამპს ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს

„მას ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს ღმერთსა და ქვეყანაზე. ის ჯერ მოუწოდებს სამხედროებს დემონსტრანტების დარბევისკენ, შემდეგ კი ეკლესიაში მიდის სალოცავად. ის იყენებს სამხედროებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი აქციები დაშალოს და შემდეგ ეკლესიასთან ფოტოებს იღებს. პრეზიდენტი სამხედროებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს და ეს სამარცხვინოა,“-აღნიშნა კუომომ.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 08:32

მსოფლიო

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეს ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ეკლესიასთან მისვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 08:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩვენი ქვეყანა ხელში ანარქისტებმა და მოძალადეებმა ჩაიგდეს

ბოლო დღეებში შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეებმა - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს.

02 ივნისი 2020, 08:00

საზოგადოება

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

02 ივნისი 2020, 01:01

ტაბლოიდი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები სახლთან დამაკავშირებელ საიდუმლო გვირაბს აშენებენ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი ჯგუფ Spice Girls ყოფილი წევრი ვიქტორია საიდუმლო გვირაბის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ Express წერს.

02 ივნისი 2020, 00:57

სამართალი

ნოჯიხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა სოფელ ბიიდან ნოჯიხევის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მრავაწლოვან ხეებს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

02 ივნისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

ლედი გაგა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ფოტო

პოპულარული ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემამ 34 წლის მომღერლის ფოტოები გაავრცელა, სადაც მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. ფოტოებზე ჩანს, რომ ლედი გაგამ წონა აკრიფა. ის კაფეში ყავის დასალევად თავის აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ პოლანსკისთან ერთად მივიდა.

02 ივნისი 2020, 00:40

მსოფლიო

დამოუკიდებელი ექსპერტიზა: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამის შესახებ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 00:30

ეკონომიკა

ანგარიში: 2020 წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

02 ივნისი 2020, 00:18

მსოფლიო

ჩინეთში იშვითი სახეობის მაიმუნები აღმოაჩინეს

ჩინეთში ჰაინანის კუნძულზე იშვიათი სახეობის მაიმუნები, ე.წ. ჰაინანური გიბონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ორი მაიმუნი ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა ტყის სიახლოვეს ჯერ კიდევ შარშან შენიშნეს, რის შესახებაც ხელისუფლებას აცნობეს. რამდენიმე დღის წინ კი მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა.

02 ივნისი 2020, 00:09

სპორტი

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა. სამივე ოქროს მედალი მოროუმ 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე სირბილსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.

02 ივნისი 2020, 00:05

ტაბლოიდი

ინდოეთში ქალმა თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონი არ უყიდა

ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში ქალმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონის ყიდვაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Nations-ი ავრცელებს. 29 წლის ჯიოტი ქმარს სმარტფონის ყიდვას სთხოვდა, რომელიც მათ შვილებს ონლაინრეჟიმში მეცადინეობისთვის სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც კაცმა სმარტფონის ყიდვაზე უარი თქვა, ჯიოტიმ თავი მოიკლა.

Forbes

01 ივნისი 2020, 23:59

COVID19

Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

„საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე. დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდე კი დატკბით საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით.

01 ივნისი 2020, 23:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა

1-ლი ივნისის მონაცემებით, მოსკოვში COVID19-მა 71 ადამიანი იმსხვერპლა. რუსული მედიის ცნობთ, ყველა პაციენტს კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა.