imedi /  14 მაისი 2020, 10:56 / სანდო წყარო

ჯასტინ მაკკენზი სმიტი: საქართველოს რეაგირება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრწყინვალე იყო, მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა - ძალიან შთამბეჭდავი

ჯასტინ მაკენზი სმიტი

ჯასტინ მაკენზი სმიტი

საქართველოს რეაგირება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრწყინვალეა; მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა იყო ძალიან შთამბეჭდავი, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა განაცხადა.

ბრიტანელი დიპლომატის შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის როლი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ დარგს წამყვანი პირების სახით რეალური ლიდერები ჰყავს.

როგორც ელჩი აცხადებს, ნათელია, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის კრიზისი, მან ეკონომიკური და სოციალური სფეროებიც მოიცვა.

„მახარებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძლიერი რეაგირება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან ერთად შევძელით ინვესტორთა საბჭოს უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა. ინვესტორთა საბჭო უნიკალური ფორუმია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით აერთიანებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ქართულ და საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის შემობრუნება. საქართველოს რეაგირება ბრწყინვალე იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა ძალიან შთამბეჭდავი იყო. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის როლი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ დარგის წამყვანი პირების სახით რეალური ლიდერები ვიხილეთ, რაც ჩემი აზრით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო. ასევე მიმაჩნია, რომ ამან საერთაშორისო დონეზე მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს. ჩემთვის გამორჩეულად თვალშისაცემი იყო მთელი საზოგადოების ძალისხმევა საქართველოს რეაგირების კონტექსტში. ჯანდაცვის სისტემის წარმადობა დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოების რეაგირებაზე და მიმაჩნია, რომ ამ ვირუსისგან ქვეყნის დაცვის საქმეში საოცარი დამოკიდებულების მომსწრენი გავხდით მთელი ქართული საზოგადოების მხრიდან.

ქვეყენაში ინფიცირების და გარდაცვალების შედარებით დაბალი მაჩვენებლები ყოველივე ამის შედეგია. ამგვარად, საქართველოს მთავრობამ შეძლო 6-ეტაპიანი გეგმის შემუშავება და განხორციელება. ზომების განსაზღვრისა და მოხსნის სიფრთხილე და ხალხზე ზრუნვა სამეცნიერო საფუძველს ეყრდნობა, თუმცა ყველა ჩვენგანი პასუხისმგებლობით აგრძელებს იმ ფუნქციის შესრულებას, რომელიც მოგვეთხოვება“, - განაცხადა კასტინ მაკკენზი სმიტმა.

ელჩის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობის შემოტრიალება აბსოლუტურად ფუნდამენტურია ქართულ და ბრიტანულ საზოგადოებაზე კრიზისის გავლენის შემსუბუქების კონტექსტში.

„ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ ძალიან ეფექტური და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის სისტემით, თუმცა ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური და დასაქმების სფეროებში განხორციელებული ზომებით უნდა მოხდეს დაცვის გამყარება. სწორედ ეს იყო კრიზისზე ბრიტანული მთავრობის რეაგირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში”, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

კორონავირუსი სულ 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4 373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 00:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელების რეგულირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სოციალური ქსელების მუშაობის რეგულირების შესახებ განკარგულებას.

ავტობაზა

29 მაისი 2020, 00:49

საზოგადოება

კახა კალაძე: მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია, რომ მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ 29 მაისიდან მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს.

ვიქტორ ყიფიანი

29 მაისი 2020, 00:33

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი GORBI-ის კვლევაზე: ოპოზიციას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი, რომ შედეგებში ასახულ წარმატებას მიაღწიოს

„ეს კვლევა ჩემთვის სარწმუნო ნიშანია, რომ ამ შედეგს შეიძლება ვენდოთ და სარწმუნოდ მივიჩნიოთ. ნიშანი არის ამ კვლევის არა მხოლოდ გამოკითხვა, არამედ ასისტირება, დახმარება, ნავიგაცია, გზის ჩვენება და კიდევ ერთხელ მონიშვნა, სად გვიჭირს და სად უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული“, - აღნიშნა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა.

ლუსი ფლინი

29 მაისი 2020, 00:25

პოლიტიკა

GORBI-ს კვლევის დიზაინისა და ანალიზის დირექტორი: ვფიქრობ ბევრი ადამიანი ბედნიერია იმით, რომ ამჟამად საქართველოში ცხოვრობს

„ახლახანს ჩავატარეთ კვლევა თქვენთვის, ტელეკომპანია იმედისათვის. ზარები ჩვენი პანელური კვლევის წევრებისათვის განხორციელდა 15-19 მაისს და გამოიკითხა 1’090 ზრდასრული რესპონდენტი. კვლევის ძირითადი თემა ეხებოდა კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზის. როგორ შეცვალა ამ კრიზისმა ადამიანების ცხოვრება, მათი აზრით როგორ უმკლავდება მთავრობა ამ კრიზისს და ა.შ“- განაცხადა ლუსი ფლინმა.

29 მაისი 2020, 00:21

მსოფლიო

აშშ-მა „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერის შესახებ ინფორმაციისთვის 3 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა

აშშ-მა სამი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „დაეშის“ მთავარი პროპაგანდისტის, მუჰამად ჰადირ მუსა რამადანის დაკავებაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 00:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე GORBI-ის კვლევაზე: ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვს

„საერთო სურათი არის ის, რომ ოპოზიცია არის მთლიანად გაკოტრებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათი პროცენტები არის ძალიან დაბალი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვთ და მეორეც - არც არავითარი დესტრუქციის რესურსი აღარ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 00:00

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: მოსახლეობა გვენდობა და ეს ნდობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს

ჩვენ ვცხოვრობთ განვითარებად, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენი მთავარი გამოწვევა ისევ და ისევ არის სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

28 მაისი 2020, 23:50

მსოფლიო

დაეში: კორონავირუსის პანდემია ჩვენი მტრებისთვის ღვთაებრივი სასჯელი იყო

ტერორისტული დაჯგუფება დაეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ღვთაებრივი სასჯელი იყო მათი მტრებისთვის. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ აუდიოჩანაწერის მეშვეობით გაავრცელა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 23:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არასდროს პარლამენტის ნდობის რეიტინგი არ ყოფილა ისეთი, როგორიც დღესაა

„დარწმუნებული ვარ, რომ აქაც არაფერი გამოუვათ, იმიტომ რომ საზოგადოების მხარდაჭერა კონკრეტულ პარტოებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს რომ თავი დავანებით, არის მშვიდობისკენ, სტაბილიზაციისკენ, განვითარებისკენ და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ როგორც ახლა მოერიეთ კორონავირუსს, ისევე მოვერიოთ რეცესიას, იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც ამ ინფექციამ მოიტანა და რომლის დაბრალება უნდათ ხელისუფლებაზე, მაგრამ ასე არ გამოვა. ყველა ხედავს, მთელ მსოფლიოში ასეა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა ნამდვილად არ იყო

ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, გარკვეულ კვლევებს ვატარებთ და გვაქვს წარმოდგენა საზოგადოებრივ აზრზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გითხრათ, რომ ცოტა მაღალია ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ჩვენი პარტიის შემთხვევაში რეიტინგთან დაკავშირებით, იქ არის 9% გადაუწყვეტელი, იქ ალოკაცია შეიძლება გაკეთდეს და მაშინ დაახლოებით ერთი და იგივეა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ GORBI-ს კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 23:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს

ანგარიშგასაწევია ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, თუმცა გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ სამწუხაროდ საქართველოში დღეს ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

28 მაისი 2020, 23:04

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

„ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის”, -განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 22:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ დღემდე ვერ აპატია ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ქვეყანას დეგრადირებული პოლიტიკური ძალა ჩამოაცილა

„2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის თავდასხმის მთავარი ობიექტია. ამის პირველი მიზეზია, რომ მან შეძლო ის, რაც წლების მანძილზე ვერ ხერხდებოდა და ქვეყნის ცხოვრებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა. მან ქვეყანას აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა ჩამოაშორა, რომელიც მთლიანად ძალადობასა და აგრესიაზეა დაფუძნებული. სწორედ ეს ვერ აპატიეს დღემდე ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა კობახიძემ.

28 მაისი 2020, 22:28

COVID19

თურქეთში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ალბათ დეპრესიაშია და რეაბილიტაციას ცდილობს

„ახლა ალბათ დეპრესიულ სიტუაციაში არიან, რეაბილიტაციას ეცდებიან, თუმცა ხვალ ნახავენ, რომ შეიძლება ორი იმდენი მიიღონ, რაც გუშინ. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის რა უნარები აქვს, მთავარია, ვის რა პოზიცია აქვს, რა აქვს ნაკეთები და გაფუჭებული. სწორედ ეს განაპირობებს იმ უსუსურ მდგომარეობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

28 მაისი 2020, 22:12

COVID19

Lonely Planet: საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია. პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდეა, ოფიციალურად ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 731 შემთხვევა აქვს და მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა.“-წერს ჟურნალისტი.

28 მაისი 2020, 22:07

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. ამის შესახებ იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა.

ბობ უეიტონი

28 მაისი 2020, 21:59

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

უეიტონი ჰემირის საგრაფოს ქალაქ ალტონში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. უეიტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. წარსულში ის ინჟინრად და მასწავლებლად მუშაობდა. მას 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი დარჩა.

28 მაისი 2020, 21:44

მსოფლიო

ევროკავშირმა სირიის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ სირიის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშკირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილი

28 მაისი 2020, 21:39

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა

პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც Covid 19-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.