imedi /  14 მაისი 2020, 10:48 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი სინჯარები

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯამში რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 12-მდე გაიზარდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კომუნიკაციების კომისია

29 მაისი 2020, 10:51

საზოგადოება

როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას - კომუნიკაციების კომისია 10 სკოლაში ონლაინ გაკვეთილებს ატარებს

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, 10 საჯარო სკოლაში 200 მოსწავლისთვის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში ეხმარებიან, ეს უნარები მოზარდებს ნამდვილი და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევასა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში დაეხმარებათ. ტრენინგი BBC Academy-ის სასწავლო მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:46

COVID19

მარინა ეზუგბაია: სამივე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით, გაუმჯობესება გვაქვს. სამივე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოზე მძიმე პაციენტები არიან,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

29 მაისი 2020, 10:43

სპორტი

124 წლის განმავლობაში პირველად წელს ბოსტონის მარათონი არ გაიმართება

გარბენი, რომელშიც ყოველწლიურად 30 000 ადამიანი მონაწილეობს, მანამდე 20 აპრილიდან 14 სექტემბრამდე გადაიტანეს, თუმცა საბოლოოდ ორანოზატორებმა მისი გაუქმება გადაწყვიტეს და მის ნაცვლად ვირტუალური ღონისძიება დაგეგმეს, რომლის მონაწილეებმა ინდივიდუალურად 42-კილომეტრიანი დისტანცია უნდა გაირბინონ.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:38

COVID19

ახალი ინფიცირებულებიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან

„ამჟამად კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევვა. ასევე, გვყავს ერთი პაციენტი, რომელსაც სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა, თუმცა ახლა ველით სრული კვლევის შედეგს. მისი პასუხი დღეს გახდდება ცნობილი“.

29 მაისი 2020, 10:38

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის გამო სექს-მუშაკებს უსაფრთხოების ახალი ნორმები დაუწესეს

შვეიცარიაში სექს-მუშაკები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ მუშაობას 6 ივნისიდან განაახლებენ, თუმცა იძულებულნი იქნებიან უსაფრთხოების ახალი წესები დაიცვან, - ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს. ახალი რეგულაციით, მათ მხოლოდ ორ პოზაში უნდა იმუშაონ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს (ე.წ. Doggy Style და reverse cowgirl პოზიცია), ანალური აქტის შემთხვევაში კი ხელთათმანებიც უნდა ეკეთოთ. რეკომენდებულია პირბადეებიც, ყოველ ახალ კლიენტს კი სექს-მუშაკებმა გამოცვლილი თეთრეული უნდა დაახვედრონ. ამასთან, კლიენტების ანონიმურობა დაცული ვეღარ იქნება. მათ შესახებ ინფორმაციას მინიმუმ 4 კვირით შეინახავენ.

29 მაისი 2020, 10:35

სამართალი

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ო.მ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა,მიყენებული დაზიანების შედეგად ო.მ. ადგილზე გარდაიცვალა. ზ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 მაისი 2020, 10:32

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

29 მაისი 2020, 10:29

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

თხევადი გაზი

29 მაისი 2020, 10:29

პოლიტიკა

თხევადი გაზის იმპორტის მოსაწესრიგებლად პარლამენტში ინიციატივა დარეგისტრირდა

პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები ,,საგადასახადო კოდექსში“, რომლის მიზანიც თხევადი გაზის იმპორტთან დაკავშირებით კანონდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და კონკურენტული საგადასახადო წესების დადგენაა. „პროექტის მიხედვით, თხევადი გაზის იმპორტი დღეს არსებული რთული, ორეტაპიანი დაბეგვრის ნაცვლად ერთ რეჟიმს დაექვემდებარება.

29 მაისი 2020, 10:29

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი მოზარდია

„32 დადასტურებული პაციენტიდან გუშინ 4 გამოჯანმრთელდა, ერთი მოზარდი და სამი ზრდასრული, კლინიკაში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი - ათი ბავშვი და დანარჩენი მოზარდი. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელებას ელოდება. კვლევაში ჩასართავად ამ დროისთვის ახალი პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

29 მაისი 2020, 10:20

კულტურა

YouTube-ზე 20-ზე მეტი საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეობით უფასო ონლაინ-ფესტივალი იწყება

დღეიდან 20-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალი YouTube-ზე უფასო ონლაინ-ფესტივალს წარადგენს, რომლის სახელწოდებაა We Are One: A Global Film Festival. ფესტივალის ინიციატორია Tribeca, მასში კი სხვებთან ერთად ბერლინალე, კანისა და ვენეციის კინოფესტივალები მონაწილეობენ. 10 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის 13 მსოფლიო და 31 ონლაინ პრემიერა.

ლადისლას ტანგანსვა

29 მაისი 2020, 10:19

მსოფლიო

რუანდის გენოციდში მონაწილეობისთვის ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუანდის გენოციდისთვის ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სამხრეთ რუანდაში მდებარე ქალაქ ნიაკიზუს ყოფილ მერს, ლადისლას ტანგანსვას ყოფილ მერს 1994 წლის გენოციდში მონაწილეობაში ედებოდა ბრალი.

29 მაისი 2020, 10:13

COVID19

სამხრეთ კორეაში სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილი გახსნიდან 3 დღეში კვლავ დახურეს

იმ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კი, სადაც სასწავლო პროცესი გაგრძელდება, შეზღუდეს მოსწავლეთა რაოდენობა. დაწყებითი და საშუალო სკოლები, ასევე საბავშვო ბაღები მოსწავლეებისა და აღსაზრდელების მხოლოდ მესამედს მიიღებს.

29 მაისი 2020, 10:12

COVID19

ჯანმო: შეშფოთებული ვართ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, რაც შეშფოთებას იწვევს.

მომსახურების სააგენტო

29 მაისი 2020, 10:06

საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტოში ყველა სახის სერვისი განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

ანგელა მერკელი

29 მაისი 2020, 09:53

მსოფლიო

ანგელა მერკელი მსოფლიო ლიდერებს გაეროსა და ჯანმოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიო ლიდერებს სთხოვს, უზრუნევლყონ შემდგომი მხარდაჭერა საერთაშორისო სააგენტოების მიმართ, მათ შორის გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმართებით.

შსს

29 მაისი 2020, 09:35

სამართალი

ევროკავშირის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგამოძიებო რეფორმის სწორი იმპლემენტაციის მიზნით, სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას, ჯეროვნად მოემზადოს რეფორმის განხორციელებისთვის.

მინეაპოლისი

29 მაისი 2020, 09:23

მსოფლიო

აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ სხვადასხვა წყარო იტყობინება. ადგილზე მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 09:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელიც სამთავრობო გუნდის და პირადად პრემიერის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში დღევანდელი დისკუსია სამთავრობო გუნდის და პირადად პრემიერის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მუშევანი

29 მაისი 2020, 08:52

COVID19

მუშევანში დღეიდან კორონავირუსზე 500-ზე მეტ ადამიანს გამოიკვლევენ

მუშევანში დღეიდან კორონავირუსზე ტესტირება იწყება. სოფელში ცხრა ჯგუფი იმუშავებს. ტესტირება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 165-ს შეადგენს.