Imedi /  14 მაისი 2020, 11:16 / სანდო წყარო

დახურულ და ღია სივრცეებში სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა მოიხსნა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით კვლავაც ძალაში რჩება.

„აკრძალვა მოიხსნება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ამ შეზღუდვას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაშიც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების აზრი ჩვენთვის ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

ყველა სიახლე

მუჰამედ ბაქერ  ქალიბაფი

28 მაისი 2020, 11:53

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერად მუჰამედ ბაქერ ქალიბაფი აირჩიეს

2017 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი მმართველოს, ჰასან როუჰანის მთავარი კონკურენტი იყო, მუშაობდა თეირანის მერის თანამდებობაზე.

მოსკოვის კორონავირუსი

28 მაისი 2020, 11:46

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 174 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რუსეთში სულ 4 142 პაციენტი გარდაიცვალა.

28 მაისი 2020, 11:36

ეკონომიკა

Nissan-მა ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Nissan-მა (Nissan Motor Co) ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო 3 ათასამდე ადამიანი უმუშევრად რჩება. ესპანეთის მთავრობა განმარტავს, რომ Nissan-ისთვის ეს მსოფლიო რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია.

ჩინეთის პარლამენტი

28 მაისი 2020, 11:35

მსოფლიო

ჩინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე პეკინისადმი დაუმორჩილებლობას კრძალავს

სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციების გამო ჰონგ-კონგმა შესაძლოა ავტონომია დაკარგოს. ამასთან, ჩინეთს საშუალება მიეცემა ისტორიაში პირველად რეგიონში უშიშროების თავისი აგენტები განაწესოს.

28 მაისი 2020, 11:23

COVID19

GORBI: გამოკითხულთა 86%-ის აზრით, საქართველო კორონავირუსის პანდემიას სხვა ქვეყნებზე უკეთ უმკლავდება

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (GORBI) მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოკითხა. კითხვაზე „როგორ უმკლავდება საქართველო კორონავირუსს - სხვა ქვეყნებზე უკეთესად თუ უარესად?“ გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ უკეთესად, უარესად კი მიაჩნია მხოლოდ 3%-ს.

28 მაისი 2020, 11:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

სომხეთი კორონავირუსი

28 მაისი 2020, 11:15

COVID19

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის 442 შემთხვევა დადასტურდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

28 მაისი 2020, 11:10

საზოგადოება

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 28 ახალ სტიპენდიატს წარმატება მიულოცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი.

რომინა აშრაფი

28 მაისი 2020, 11:09

მსოფლიო

ირანში 14 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით მისი მამა დააკავეს

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა.

28 მაისი 2020, 11:05

საზოგადოება

საზოგადოების ნდობის რეიტინგში კვლავ „იმედი“ ლიდერობს

კითხვაზე „რომელ სატელევიზიო არხს ენდობით ყველაზე მეტად, როდესაც საქმე ეხება ახალ ამბებსა და ინფორმაციას?“ გამოკითხულთა 38% ტელეიმედს ასახელებს. მეორე ადგილს 14%-ით „რუსთავი 2“ იკავებს. ტელეკომპანია „მთავარს“ კი 13% ენდობა.

თავდაცვის სამინისტრო

28 მაისი 2020, 10:58

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ჯარი სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი ხორცით, გაყინული ღორის ხორცი კი ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენება

მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტით მომარაგება. შესაბამისად, ჯარი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით სამინისტრო მედიაში ჯარის კვებასთან დაკავშირებით საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიის სიუჟეტში ნახსენები გაყინული ღორის ხორცი, ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენება.

28 მაისი 2020, 10:58

ეკონომიკა

2020 წელს გერმანიის ეკონომიკის 7%-იან კლებას ვარაუდობენ

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, გერმანიის ეკონომიკა წელს თითქმის 7%-ით შემცირდება. მიუნხენში მდებარე „იფოს ინსტიტუტის“ პროგნოზით, ეკონომიკის კლება 6.6%-ს შეადგენს.

მარინა ეზუგბაია

28 მაისი 2020, 10:46

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

„ჩვენს ცენტრში მყოფი სამი მძიმე პაციენტის დინამიკა გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია - სუბიექტური, რადიოლოგიური და კლინიკური მონაცემებითაც“.

28 მაისი 2020, 10:43

სპორტი

ტყვიის სროლაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

ტყვიის სროლაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია. ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირის სტატუსი ექნება 2021 წლის ევროპის ზამთრის ჩემპიონატს 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, რომელსაც ფინეთი 26 თებერვლიდან 8 მარტამდე უმასპინძლებს.

მარინა ეზუგბაია

28 მაისი 2020, 10:38

COVID19

საქართველოში უკვე ინფიცირებულთა 78% გამოჯანმრთელდა

„ინფიცირებულთა დაახლოებით 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 153 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას“.

ბოჭორიშვილის კლინიკა

28 მაისი 2020, 10:35

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 18 წლამდე ასაკის 11 პაციენტი აგრძელებს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაკა სოლოღავშილმა განუცხადა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

კორონავირუსი საქართველო

28 მაისი 2020, 10:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

28 მაისი 2020, 10:17

სამართალი

მეწარმე „პერსილისა“ და „არიელის“ შეფუთვაში იაფფასიანი ფხვნილის დაფასოებაში ამხილეს

უწყების ცნობით, ბრალდებულს თურქეთიდან ჩამოჰქონდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოებდა და მას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით ჰყიდდა.

სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატი

28 მაისი 2020, 10:13

სპორტი

სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს დასწრება 1-ლი ივნისიდან შეეძლება

1-ლი ივნისიდან სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს დასწრება შეეძლება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგა 29 მაისს უნდა განახლდეს, ზაფხულის პირველივე დღიდან კი სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარსაც შეუშვებენ, თუმცა რეგულაციებისა და მინიმუმ ერთმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა თითოეულ მათგანს მოუწევს.

გიორგი გახარია

28 მაისი 2020, 10:12

ეკონომიკა

დღეს პრემიერ-მინისტრი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას გამართავს

გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.