imedi /  14 მაისი 2020, 18:59 / სანდო წყარო

ევროსაბჭო საქართველოს მთავრობასთან ერთად პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

ევროპის საბჭოს პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან ერთად იწყებს ონლაინ სესიების სერიას „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

სესიებს მოდერირებას გაუწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. პირველი სესია დაგეგმილია პარასკევს, 15 მაისს, 15:30 სთ -ზე. კითხვებს უპასუხებენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

აღნიშნული კითხვა-პასუხის სესიები გაიმართება კვირაში ერთხელ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ოფიციალურ Facebook გვერდზე და ადამიანის უფლებათა საბჭოს ოფიციალურ Facebook გვერდებზე.

„COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, ოჯახში ძალადობის გაზრდილი სტატისტიკის შესახებ უფრო მეტი ქვეყნა საუბრობს. მოძალადესთან ერთად იზოლაციაში მყოფ ქალებზე ძალადობის რისკები მეტად რეალური გახდა. ამის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს და განსაზღვროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის პრობლემის სერიოზულობა.

აუცილებელია, რომ ძალადობის მსხვერპლმა გოგოებმა და ქალებმა იცოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული არსებული დამცავი მექანიზმების და ხელმისაწვდომი სოციალური და სხვა სახის დახმარების სახეების შესახებ, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ(სტამბოლის კონვენცია). კონვენციის ხელმომწერი საქართველოც გახლავთ.

ონლაინ სესიების ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშალებას COVID-19-ის პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული კითხვა დასვას და ექსპერტებისა და სამთავრობო წარმომადგენლებისგან მიიღოს პასუხი ონლაინ. კითხვები შეგროვდება წინასწარ მომზადემული ფორმის მეშვეობით, რომელიც ადამიანის ანონიმურობას უზრუნველყოფს“- აღნიშნულია საქართველოში ევროსაბოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

27 მაისი 2020, 13:39

COVID19

პრემიერ-მინისტრი პოლიციელებზე: ეს ხალხი ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იყო და მათ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით

„ამ ბრძოლაში ჩართული იყო 10 ათასი ქართველი პოლიციელი და ისინი 130-ზე მეტ ბლოკ-პოსტს იცავდნენ, არაფერს ვამბობ კომენდანტის საათის და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციის შესრულებაზე. ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:33

COVID19

გიორგი გახარია: საქართველო მსოფლიოს ნაწილია და შეუძლებელი იყო, გლობალურ კრიზისს ზეგავლენა არ მოეხდიანა ჩვენს ეკონომიკაზე

„ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით - საკმაოდ ღარიბი და ეკონომიკურად სუსტი ნაწილი. შეუძლებელი იყო, გლობალურ ეკნომიკურ კრიზისს ზეგავლენა არ მოეხდიანა ჩვენს ეკონომიკაზე“.

27 მაისი 2020, 13:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოში დავაბრუნეთ 12 720 ადამიანი, უცხო ქვეყანაში მყოფმა 21 198-მა მოქალაქემ კი მიიღო დახმარება

სახელმწიფოს დახმარებით, ორგანიზებულად, სულ დღეს საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი, უცხო ქვეყანაში მყოფმა 21 198-მქ მოქალაქემ კი მიიღო დახმარება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მაისი 2020, 13:27

საზოგადოება

მიკროავტობუსებში შესაძლოა მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს

„მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ და მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. როგორც იანვარში იყო, 100%-იანი, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ხმალაძემ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:23

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდა

„ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი ამოცანა, როდესაც არ ვიცით მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება, ჩვენ კი არა, ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთადერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:22

COVID19

გიორგი გახარია: stopocov.ge-ს შექმნა იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება და ეს იყო პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე, რომელიც შეიქმნა საქართველოში

მარტის შუა რიცხვებში შეიქმნა სპეციალური საიტი, stopocov.ge და ეს იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე შექმნილი პანდემიასთან ბრძოლის, რომელიც შეიქმნა საქართველოში და რომელიც ნათარგმნია ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.

27 მაისი 2020, 13:16

COVID19

პრემიერის განცხადებით, უდიდესი რისკის მიუხედავად, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა

„დღეში ეს არის ათასზე მეტი სატვირთო მანქანა და ეს 2 000-ზე მეტ მძღოლს ნიშნავს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა. შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას ინფექციის განვითარების და აფეთქების რისკი არ შექმნოდა. თუმცა ხარვეზების გარეშე არ გამოვიდა და ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების ინფექციის შემდგომი განვითარების, ბოლო ზუგდიდში იყო. მაგრამ ეს პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:15

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც იყო ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში

საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც იყო ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში. არც ერთ დღეს არ ყოფილა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:12

COVID19

პრემიერმა ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

„მინდა ლუგარის ცენტრს და მის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში შრომობს. მექნება კიდევ შესაძლებლობა მოვყვე რას აკეთებს ეს ხალხი იმისთვის, რომ 1 ინფიცირებულის ასობით კავშირი გამოავლინონ, მერე ამ ადამიანებთან მივიდნენ, ამ ადამიანებთან იმუშაონ, ეს ადამიანები დაარწმუნონ, რომ საჭიროა მათი ტესტირება და კიდევ ბევრი რამ არიას გასაკეთებელი. არ შეგვეშალოს ის კიდევ თუ რას ნიშნავს 75 ტესტიდან დღეში საშუალოდ 2500 ტესტის რაოდენობაზე ასვლა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:05

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არავინ იცის ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა

დღეს არავინ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

27 მაისი 2020, 13:04

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ინფიცირებული, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიეღო

„ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერმა, ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო. უამრავი მაგალითი იყო ევროპაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ დარჩით სახლში და სახლის პირობებზე იმკურნალეთ. ამან რა შედეგიც გამოიღო ყველა კარგად ხედავდით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:01

COVID19

გიორგი გახარია: დღეს ქვეყანაში არსებული სტატისტიკა ყველა პროგნოზზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა

„გაჩნდა 3 მოდელი, რომელზეც დაყრდნობით მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა, რომ შიდა გავრცელებიდან 12-13 კვირის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდგომი გახლავთ ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი გავრცელებიდან 5-7 კვირის შემდგომ ქვეყანაში იქნებოდა დაახლოებით 3 000 შემთხვევა“, - განაცხადა გახარიამ.

27 მაისი 2020, 12:58

პოლიტიკა

საქართველო ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაგმონ რუსეთის აშკარა დეზინფორმაცია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის განცხადებას ეხება. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით. საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებით, ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულია ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:58

COVID19

გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო არ გაჩერებულა

„შეიძლება ყველამ არ იცის, მაგრამ საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. არ ვსაუბრობ სასურსათო მომარაგებაზე და ა.შ. არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დაახლოებით 65 ათასი კომანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი“.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:45

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემა ჩვენთვის არ არსებობს

„ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომდღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე, აგრეთვე, იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შეუძლებელი იყო, რომ სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:43

COVID19

გიორგი გახარია: შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია

„შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია. ელემენტარულად, ციფრებზე რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 5 590 000-ზე მეტი და სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა 147 ათას ადამიანზე მეტია“.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:41

COVID19

გიორგი გახარია: საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა

„ჩვენ მაშინვე დავინახეთ რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და ამ ხანგრძლივი ბრძოლის მზადების ფორმატში მივხვდით, რომ აუცილებელი იქნებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა. პირველ რიგში ეს იქნებოდა მოქალაქის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე, ხოლო მეორე მხრივ - ეკონომიკა. ამიტომ მიაღწია მთავრობამ ამ შედეგს, რომ როდესაც პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში და ჩვენ უკვე საკოორდინაციო საბჭო შევქმენით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:24

პოლიტიკა

გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოდის. LIVE

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს აცნობს. მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მმართველ გუნდს COVID19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა აინტერესებს. ოპოზიცია კი მწვავე დებატებს აანონსებს. პრემიერი პარლამენტში 29 მაისსაც მივა. ამჯერად, ინტერპელაციის წესით. კიდევ ერთი ვიზიტი პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში ივნისში უწევს. ეს იქნება გიორგი გახარიას პირველი წლიური ანგარიში პრემიერის რანგში.

შეცვალე აქცია

27 მაისი 2020, 12:20

პოლიტიკა

„შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან აქცია მოაწყვეს

„იმისთვის მოვედით, რომ ვიდრე პარლამენტში შევა, შევახსენოთ ის, რომ მან 20 ივნისს სადამსჯელო ოპერაცია მოგვიწყო", - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ფარულავამ.

გერგეთი

27 მაისი 2020, 12:08

საზოგადოება

Lonely Planet: მთები, ლაშქრობა და ღვინო, საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურიზმის გახსნას გეგმავს

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების 1-ლი ივლისიდან მიიღებს, ავიაკომპანიები Ryanair და Wizz Air კი ფრენებს განაახლებენ რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.