imedi /  14 მაისი 2020, 20:26 / სანდო წყარო

ქეთევან ციხელაშვილი: დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 188 ადამიანია გადმოყვანილი

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელშვილის თქმით, ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია და რთულია იმის თქმა, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები.

„ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გადავრცელება ამ ვირუსის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას. დაწყებული იმ გამოცდილებიდან რაც მივიღეთ ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ გამკლავებასთან დაკავშირებით, დასრულებული უშუალოდ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებებით და რა თქმა უნდა, რასაც კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში და უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამისს კლინიკებში, რომლებიც არის უკვე განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით.

განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურაა რუხი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის. დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში“- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2021, 13:22

პოლიტიკა

მსოფლიო ბანკის კვლევა World Governance Indicators: „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 45-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის მასშტაბით მე-19 პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. „გლობალური მმართველობის ინდიკატორებით“ ყოველწლიურად 214 ქვეყანა, მათ შორის მსოფლიო ბანკის 189 წევრი სახელმწიფო ისეთი პარამეტრების მიხედვით ფასდება, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი“, „ხელისუფლების ეფექტურობა“, „კანონის უზენაესობა“ „რეგულაციების ხარისხი“ და ა.შ., - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2021, 13:22

საზოგადოება

ჟვანიას სკოლამ USAID-ის მხარდაჭერით, პროექტი „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში“ წარადგინა

„პროექტის ფარგლებში 40 ბენეფიციარი გადამზადდება. უზრუნველყოფილი იქნება იმ სერვისების მდგრადობა, რომლებიც განვითარდება ამ სატრენინგო პროექტის ფარგლებში, დარჩება სისტემაში და მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის“, - განაცხადა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

27 სექტემბერი 2021, 13:17

თავდაცვა

ქართველი ოფიცრები უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო სწავლებაში Rapid Trident 2021 მონაწილეობენ

ქართველი სამხედროები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო დამკვირვებელ- მაკონტროლებელი ოფიცრებით არიან წარმოდგენილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას არ ველოდებით

„მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ, ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდებით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

27 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ელისო ბოლქვაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

27 სექტემბერი 2021, 12:56

COVID19

WSJ: ჯანმო ახალ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება განაახლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება განაახლოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

27 სექტემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიებს აგრძელებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა. 2021 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციამ 23 პრეს, ინფო და გასტროტური გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას; ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ პროვოკაციები მოაწყონ

ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და არა მხოლოდ, არამედ ჩვენს პარტნიორებს, ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში

მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ხელისუფლების ეფექტიანობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 38-ე, ევროპაში კი მე-19 ადგილზე დასახელდა

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5%-ის დონეზე იყო გაყინული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რეიტინგის მიხედვით, საქართველოში კანონის უზენაესობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში

„რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:43

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ

აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კავკასიის რეგიონში სამშვიდობო დიალოგის ფორმატის დაფუძნების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კუჭავა

27 სექტემბერი 2021, 12:40

პოლიტიკა

კახა კუჭავა: არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს

არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

27 სექტემბერი 2021, 12:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

1-ელ ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:35

პოლიტიკა

პრემიერი IPSOS-ის კვლევის შედეგებს გაყალბებულს უწოდებს

„კვლევას ატარებს ადგილობრივი, ქართული კომპანია. ვინ დგას ამ კომპანიის უკან? დგას ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი - ბატონი {ლევან} თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნებს უყალბებდა ჩვენს მოსახლეობას, 2012 წლამდე. იგივე თარხნიშვილი და „ნაცმოძრაობა“ აკეთებს ამ კვლევებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის გაყალბებული კვლევები. ამ კითხვას შეიძლება უბრალოდ ღიმილით ვუპასუხოთ. როგორ შეიძლება თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგი იქნება 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

27 სექტემბერი 2021, 12:35

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

27 სექტემბერი 2021, 12:29

მსოფლიო

„თალიბანი“ ავიაკომპანიებს ავღანეთში საერთაშორისო ფრენების განახლებისკენ მოუწოდებს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავიაკომპანიებს ავღანეთში საერთაშორისო ფრენების განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის საგარეო უწყებაში განაცხადეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:27

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ენკაზე“: კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი - გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს

„ეს კონტრაქტი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ, მემკვიდრეობით დამხვდა. ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი. ამაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

27 სექტემბერი 2021, 12:18

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. თორნიკე რიჟვაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი 3 წელი აღარ იყოს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია

„ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარა უმაღლესი სტანდარტით კამპანია და ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე გამონაკლისი და ძალიან სამწუხაროა ეს ძალადობის ფაქტები. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და მნიშვნელობა არა აქვს, ვისგან იყო პროვოცირებული და დაგეგმილი“, - განაცხადა პრემიერმა.