imedi /  16 მაისი 2020, 10:23 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 26 კი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 26 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 393. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივნისი 2020, 21:48

COVID19

სომხეთში ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება

სომხეთში, ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას აქვს ვალდებულება, ილაპარაკოს სიმართლე, რამდენადაც სასტიკი არ უნდა იყოს ის.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:45

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკს შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისული სტრატეგია მზადების პროცესშია და გვაძლევს საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, 2020 წლის მარტსა და აპრილში ეკონომიკის ვარდა ლოგიკური იყო. „ის ნეგატიური მონაცემები რაც ჩვენ მარტსა და აპრილში გვქონდა არის გლობალური კრიზისით და პანდემიით გამოწვეული. სწორედ ამ თვეებში ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ მობილობა და ეკონომიკური აქტივობა. იმის გამო რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის გავრცელება და პრევენციული ზომები გამოგვეყენებინა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დმანისი

06 ივნისი 2020, 21:06

საზოგადოება

დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

40 წლის შემდეგ პირველად, დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი) მოსახლეობას სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 20:56

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 20:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ძალიან კარგად ესმის ადგილობრივ ტურიზმს, სასტუმროებს, რომ მათი უსაფრთხოების ხარისხი არის ჩვენი კონკურენტუნარიანობის საწინდარი

ჩვენ ვამბობთ რომ საქართველო არის უსაფრთხო ადგილი და ტურისტული დანიშნულების ქვეყანა. ტურიზმის ინდუსტრია იქნება მზად, რომ უსაფრთხოდ უმასპინძლოს სტუმარს, - ამის შესახებ ეკონოლმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 20:28

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხეს. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, შეიხ მირტაგი ასადოვს აცხადებს, უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს, რას ეხებოდა კითხვები.

06 ივნისი 2020, 20:04

მსოფლიო

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გერმანული მედიის ცნობით, დაზარალებულთა შორისაა 5, 10 და 12 წლის ასაკის სამი ბავშვი. მთავარი ეჭვმიტანილი მიუნსტერის მცხოვრები, IT-სპეციალისტი, 27 წლის კაცია, რომელიც სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

06 ივნისი 2020, 20:00

სამართალი

CNN-ი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე წერს

ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას CNN-ი აქვეყნებს. ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

06 ივნისი 2020, 19:23

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი შს მინისტრის გადაყენებას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი კიევში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომიტინგეთა პოზიცია მისთვის გასაგებია, თუმცა შს მინისტრის პოსტზე უკეთესი კანდიდატი არ ჰყავს

06 ივნისი 2020, 18:47

სპორტი

მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ჩემპიონი ელიზავეტა მედვეცკი 21 წლისა გარდაიცვალა

მოლდოველი სპორტსმენი, რომელიც კიშინიოვში, ერთ-ერთ კორპუსში მეთექვსმეტე სართულზე ცხოვრობდა, ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მარიო ბალოტელი

06 ივნისი 2020, 18:38

სპორტი

მარიო ბალოტელის „ბრეშამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა

სკანდალებით ცნობილ იტალიელ თავდამსხმელს მარიო ბალოტელის „ბრეშამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა, - ინფორმაციას Theguardian ავრცელებს. ამის შესახებ ბალოტელის კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ წერილობით აცნობა და განაცხადა, რომ გუნდი ერთი გზით მიდიოდა, მარიო კი მეორეთი, რის გამოც მასთან თანამშრომლობა დაასრულეს.

06 ივნისი 2020, 18:37

საზოგადოება

სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციებისშემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდისგანმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდანყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, - ამის შესახებ Imedinews `საქართველოს რკინიგზის~ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.

06 ივნისი 2020, 18:30

COVID19

ბრიტანეთში ერთ დღეში კორონავირუსს 204 ადამიანი ემსხვერპლა, 1 557-ს კი ინფექცია დაუდასტურდა

დიდ ბრიტანეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 204 ადამიანი ემსხვერპლა, 1 557-ს კი ინფექცია დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 284 868 შემთხვევაა აღწერილი, 40 465 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა.

06 ივნისი 2020, 18:29

COVID19

ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 288 ათასს გადააჭარბა

ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 288 ათასს გადააჭარბა და 288,058 შეადგინა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ ინფიციფრების 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ესპანეთში ვირუსს 27,134 ადამიანი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 18:11

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7239-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 379 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 7 239 შეადგინა. დაიღუპა 84 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4 024 პაციენტი.

06 ივნისი 2020, 18:08

COVID19

9 წლის კენიელი ბიჭი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვეს

დასავლეთ კენიაში მცხოვრები ბავშვი, 9 წლის სტივენ იამუკოტაი ქვეყნის პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ დააჯილდოვა. ის ასაკით ყველაზე პატარაა იმ 68 ადამიანს შორის, ვისაც პრეზიდენტის ჯილდო გადასცეს. ბიჭმა ნახევრადმექანიკური მოწყობილობა დაამზადა. ხის კონსტრუქციის თავზე წყლის ჭურჭელი დაამაგრა და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ხელის დაბანა სურს, შეუძლია ფეხის მარტივი მოძრაობით, პედალზე ფეხის დადგმით, წყალი გამოუშვას სისტემიდან.

06 ივნისი 2020, 17:59

COVID19

სომხეთის ერთ-ერთი სოფელი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა

სომხეთში, გეღარქუნიქის პროვინციის სოფელი, ძორაგიუღი კორონავირუსის გამო ჩაიკეტება. სომხური მედიის ცნობით, შეზღუდვა 21 ივნისამდე იმოქმედებს. სოფლის ირგვლივ სპეციალური საგუშაგოები მოეწყობა. გადაწყვეტილება დღეს საღამოდან შედის ძალაში.

პირბადე აუზი

06 ივნისი 2020, 17:52

COVID19

იაპონიაში აუზებისთვის სპეციალური პირბადეები შექმნეს

პირბადეები გამჭვირვალე მასალისგან არიას დამზადებული, სახის ქვედა ნაწილს ფარავს და წყალში არ ცურდება, რაც ადამიანს მისი მოხსნის გარეშე ცურვის საშუალებას აძლევს. თავდაპირველად პირბადეები ხელნაკეთი იყო. 10 ცალის ფასი კი 260 დოლარს შეადგენდა.

06 ივნისი 2020, 17:50

რეგიონი

ქუთაისში, მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ საპროტესტო აქცია გამართა

ქუთაისში მერიის შენობის წინ, მოძრაობის „შემახე ამნისტია“-ს წევრების აქცია გაიმართა. შეკრებილები ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას ითხოვენ და საპროტესტო აქციას ყველა ქალაქში აანონსებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია მოძრაობა და კამპანია სახალხო გახდეს, მოგვიანებით კი პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტით მიმართავენ.