IMEDI /  15 მაისი 2020, 17:53 / სანდო წყარო

ბიძინა კულუმბეგოვი: დახურულ სივრცეში ხმამაღალი საუბარი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს

გუშინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში სტატია, სადაც ანთქვამია, რომ ხმამაღალი საუბრის დროს 15-18 წუთი ჰაერში რჩება ინფექცია. არა მარტო ცემინება და ხველა ხმამაღალი საუბარიც კი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენს ლორწოში შეწონილი წვეთები სადაც ვირუსია გახვეული, ხმამაღალი საუბრის შედეგად გამოიყოფა და 15-18 წუთი ჰაერში რჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება დატოვოს სივრცე და იქ ჯანმრთელი ადამიანი შევიდეს, მოხდეს მისი დაინფიცირება. ამიტომ ნიღაბთან მიმართებით, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

ყველა სიახლე

კახა კალაძე

28 მაისი 2020, 14:09

საზოგადოება

კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური არ გაძვირდება

მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის. ავტობუსები მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავდება.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:05

COVID19

პაატა იმნაძე: კანალიზაციის წყლებშიც ვიკვლევთ, ხომ არ არის კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კვლევის იმ მეთოდზე ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს. პაატა იმნაძის თქმით, ჩამდინარე წყლებში მიმდინარეობდა კვლევა, ხომ არ ფიქსირდება კორონავირუსი.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:04

COVID19

პაატა იმნაძე: ზოგს ლუგარის სახელი არ მოსწონს, ზოგს - ვინც იქ ვმუშაობთ, რას ვიზამთ, მიჩვეულები ვართ

„ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოში აყვებიან ხოლმე ლუგართან დაკავშირებულ დეზინფორმაციას. ორი ფრთა გამოიკვეთა: ზოგს ლუგარის სახელი არ მოსწონს, ზოგს - ვინც იქ ვმუშაობთ, რას ვიზამთ, მიჩვეულები ვართ“.

ჯორჯ ფლოიდი პროტესტი

28 მაისი 2020, 14:04

მსოფლიო

აშშ-ში შავკანიანი კაცის მკვლელობას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 40 წლამდე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს სუნთქვის საშუალება მისცენ. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველები დააკავეს.

28 მაისი 2020, 13:54

ეკონომიკა

სემეკმა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“​ სახელზე ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას. ლიცენზიის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ ჩამოაყალიბებს გამჭვირვალე, ხელმისაწვდომ და საიმედო ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემას დღით ადრე, დღიური, საბალანსო, დამხმარე მომსახურებების ბაზრებისა და უბალანსობისათვის.

მეუფე იაკობი

28 მაისი 2020, 13:53

რეგიონი

მეუფე იაკობი ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე: ჩვენ სინოდის სხდომაზე მივიღეთ. ვერც მეუფე ანტონი და ვერც სხვა მეუფეეები მაგას ვერ შეცვლიან

მეუფე ანტონი ჩვეულებრივი იყო, იმ აზრზეა, ევროატლანტიკური და ევროპისკენ სწრაფვისკენ არ გადაუხვევია, იმიტომ, რომ ჩვენ სინოდის სხდომაზე მივიღეთ. ვერც მეუფე ანტონი და ვერც სხვა მეუფეეები მაგას ვერ შეცვლიან, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის ქადაგებას გამოეხმაურა.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 13:52

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა, რას ნიშნავს სეროპრევალენტური კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში განმარტა, თუ რას ნიშნავს სეროპრევალენტური კვლევა. მისი განმარტებით, კვლევის ეს პროცესი შერჩევითი მეთოდის გამოყენებას გულისხმობს. საქართველოში ცოტა ხნის წინ დახურულ, ინფიცირებულ და სრულად სუფთა რეგიონში ჩაატარეს კვლევა.

ტომ კრუზი დაგ ლაიმანი

28 მაისი 2020, 13:48

კულტურა

პირველ ფილმს კოსმოსში რეჟისორი დაგ ლაიმანი გადაიღებს

პროექტში მთავარ როლს ტომ კრუზი შეასრულებს, ფილმის გადაღებები ილონ მასკის და NASA-ს მხარდაჭერით გაიმართება. სურათის სიუჟეტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 13:43

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: სუბსიდირებით იპოთეკურ სესხზე ლარში საპროცენტო განაკვეთი შემცირდება 7 პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი

მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7 პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაგეგმილი აქვს ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი უძრავი ქონების შესაძენად წლის ბოლოს აიღებენ იპოთეკურ სესხებს.

ბოდბელი ეპისკოპოსი

28 მაისი 2020, 13:36

რეგიონი

მეუფე იაკობი ტყის გადაცემის საკითხზე: თუ შეიძლება შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიჰყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?!

თუ შეიძება ვიღაცას, უცხოეთიდან ჩამოსულს მიჰყიდო, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიჰყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა განუცხადა. საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკას ბოდბელ ეპისკოპოსს „ნაციონალური მოძრაობის" დროს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ახსენდება, როცა მისი ლობისტობით მესხეთ-ჯავახეთში ტყის დიდი ნაწილი სწორედ გაანადგურა.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 13:28

COVID19

პაატა იმნაძე: ადამიანები დაიღალნენ შეზღუდვებისგან, მოენატრათ ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა

„რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღალნენ ამდენი შეზღუდვისგან, მოენატრათ ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გადაცემამაში „იმედის დღე“ განაცხადა.

28 მაისი 2020, 13:28

საზოგადოება

2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც მსესხებლებს მშენებლობის დაუსრულებლობისგან დააზღვევს

2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემა სექტორის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების დანერგვა დეველოპერულ საქმიანობაში და ჩვენ სექტორთან შევთანხმდით, რომ 2021 წლიდან Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ესაა საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია.

ექიმები

28 მაისი 2020, 13:27

საზოგადოება

შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა სავარაუდოდ ჯანდაცვის სფეროს შეეხება

„ახლა უკვე ვფიქრობთ შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა რა იქნება და ალბათ ეს იქნება ჯანდაცვა, იმიტომ, რომ ჯანდაცვის სისტემაც არის ის სისტემა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა გახარიამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 13:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღება

„ლუგართან დაკავშირებით საკითხი არის ძალიან მარტივი. ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ამ თემაზე მიღებული იქნება ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. გავივლით კონსულტაციებს რა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 13:22

COVID19

პაატა იმნაძე: ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ვიაროთ ფეხით

ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში საუბრისას.

28 მაისი 2020, 13:15

ეკონომიკა

გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა

საწარმო შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. კომპანია "ეკო ჯორჯია" სახელმწიფო პროგრამის - “აწარმოე საქართველოში” მონაწილეა, რომელსაც გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც მაღალია

„ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა. თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აქ არის ორი ვარიანტი: 1 ვარიანტია, რომ ამ 2 პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და მაღალი ალბათობით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა ესეც არ არის დიდი პრობლემა. ამ შემთხვევაში შენარჩუნდება ზუსტად ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად“, - განაცხადა კობახიძემ.

28 მაისი 2020, 13:03

ეკონომიკა

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მთავრობა სამშენებლო სექტორის დასახმარებლად 434 მლნ ლარს დახარჯავს. იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაში 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 13:02

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე დეველოპერული სექტორის დახმარების გეგმას „მაქსიმალურად ეფექტიანს“ უწოდებს

„ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორი, რომელსაც უკავია ძალიან მნიშვნელოვანი წილი ქართულ ეკონომიკაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი ქართულ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პოსტ-კრიზისული გეგმის ფარგლებში ამ სექტორის მხარდაჭერას. ამ გეგმის ბენეფიციარები იქნებიან სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, თუმცა ამასთან ერთად ბენეფიციარები იქნებიან მოქალაქეები, რომელთა ინტერესებში არის სამსახურების შენარჩუნება, დასაქმებას, შეუწყობს ხელს ეს გეგმა, და ასევე რომელთა მიზანია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ კუთხით მაქსიმალურად ეფექტიანი გეგმა იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

28 მაისი 2020, 13:01

რეგიონი

ზუგდიდის მერიაში ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის, ასევე, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არქიტექტორები ესწრებოდნენ.