IMEDI /  15 მაისი 2020, 19:38 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრისა და აშშ-ის ელჩის კორონამისალმება. ვიდეო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ერთმანეთს დღეს ხელის ჩამორთმევის გარეშე მიესალმნენ. მათი კორონამისალმება „ექსპო-ჯორჯიაში“, დღეს გამართულ პრეზენტაციაზე შედგა, სადაც აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა.

ცერემონიას აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, შესაბამისად შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.

„საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე ის პირადი დაცვის საშულებები, რაც "დიტრა"-მ გადასცა ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშულებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს“ - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას. „პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პანდემიის რისკები, საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მე მადლობა მინდა გადავუხადო "დიტრა"-საც, რომელიც მონაწილეობდა დღევანდელ ღონისძიებაში და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექსპო-ჯორჯიას, რომელმაც ორი თვის განმავლობაში უფასოდ დაგვითმო სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებები. აღნიშნულ ნივთებს ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ ჩვენს ექიმებზე, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან კოვიდ ინფექციის დამარცხებისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა. „დიტრა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა უწყებებს გადასცემს პირადი დაცვის საშუალებებს, ესაა ქირურგიული და რესპირატორული ნიღბები, დამცავი სათვალეები, ხალათები და სხვა. აღნიშნული ნივთებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების მომარაგება, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან. ჩვენ განვაგრძობთ დონაციას და პირადი დაცვის საშუალებებს გადავცემთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს, სასაზღვრო პოლიციას, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და სხვა უწყებებს“, - აღნიშნა "დიტრა"-ს პროგრამების ასისტენტმა, არლინ აურიჰანმა.

„პისიარ“ ტესტირების აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა. მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ტვირთის გადაცემა ექსპო-ჯორჯიაში, ჯანდაცვის სამინისტროს დროებითი საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. აშშ-ს ელჩმა საწყობის ტერიტორია და ის პირადი დაცვის საშუალებები დაათვალიერა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგში აქვს.

ყველა სიახლე

ლევან ხარაბაძე

01 ივნისი 2020, 17:12

სპორტი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. 20 წლის მარცხენა მცველი ბოლო წელიწადნახევარი შვეიცარიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, „ციურიხში“ გამოდიოდა, სადაც 16 შეხვედრაში ერთი ბურთი გაიტანა. მძიმე ტრავმის გამო ხარაბაძეს თითქმის ექვსი თვე გაუცდა და ახლა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

01 ივნისი 2020, 17:04

სპორტი

ფეხბურთელი ლევან კუტალია პავლოდარის „ირტიშს“ ფიფაში უჩივის

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე დღის წინ, კლუბის ხელმძღვანელობამ ჩემპიონატიდან მოკვეთის შესახებ განცხადებით მიმართა. ფედერაციამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა და შედეგად სატურნირო ცხრილში „ირტიშის“ შედეგები განულდა. შემდეგ კი კალენდრიდან კლუბის თამაშები ამოიღეს.

ნათია მეზვრიშვილი

01 ივნისი 2020, 17:02

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად

ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად, - ამის შესახებ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი გააკეთა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვებისთვის და ამაში დიდია როგორც პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის როლი.

კახა იშხნელი

01 ივნისი 2020, 17:00

COVID19

კახა იშხნელი: როდესაც ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის სხვადასხვა საფეხურზეა, ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელია

„შიშის არა, მაგრამ სიფრთხილის დრო ნამდვილად არის! ეს ეტაპი ყველაზე დაძაბული სამედიცინო საზოგადოებისთვის იქნება, იმ ხალხისთვის რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჩვენ წინა ეტაპები ხუთიანზე გავიარეთ და ახლაც შევეცდებით, რომ ეს თამასა არ ჩამოვაგდოთ“, - აღნიშნა კახა იშხნელმა.

01 ივნისი 2020, 16:55

მსოფლიო

ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლაი სტატკევიჩი დააპატიმრეს

​​​​​​​ბელარუსიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლაი სტატკევიჩი 15 დღით დააპატიმრეს. ამის შესახებ TUT.BY წერს. სტატკევიჩი მიტინგების ჩატარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. გამოცემის ცნობით, დღეს ბელარუსიის რამდენიმე ქალაქში პიკეტები მიმდინარეობდა. სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდებოდა. პიკეტებზე სულ 20 ადამიანი დააკავეს.

01 ივნისი 2020, 16:53

მსოფლიო

დღეიდან რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის ღიაა

დღეიდან რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის ოფიციალურად გაიხსნა. ცნობილი ღირშესანიშნაობის ნახვა მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილი ბილეთებითაა შესაძლებელი. შესვლამდე ყველა ვიზიტორი თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლის. ბილეთის ფასი უცვლელი რჩება: 24 საათის განმავლობაში ბილეთის ფასი 16 ევრო იქნება. ამასთან ერთად, 14:00 საათის შემდეგ ბილეთის ფასი 9,5 ევრომდე დაიკლებს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინი

01 ივნისი 2020, 16:50

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირებული ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

01 ივნისი 2020, 16:49

სამართალი

სამეგრელოში, გურიასა და ზემო სვანეთში უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტები გამოვლინდა

25-31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის შენახვის 35 ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ჯამში ამოღებულია უაქციზო სიგარეტი (5,154 კოლოფი), თუთუნი (43,8 კგ.), თვითნაკეთი სიგარეტი (3,820 ღერი) და უაქციზო ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი - 10 ბოთლი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აქედან 2 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

01 ივნისი 2020, 16:44

საზოგადოება

ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგო ორფენიანი ასფალტი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ასევე, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „პარმა“ შეასრულა.

01 ივნისი 2020, 16:43

მსოფლიო

„თალიბანმა“ 45 ტყვე გაათავისუფლა

გათავისუფლებულებს შორის არიან ქვეყნის არმიისა და პოლიციის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლის შესახებ ქაბულში აპრილის დასაწყისში დაიწყო. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 16:42

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

01 ივნისი 2020, 16:29

პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, UNICEF-ის გუნდთან და სახალხო დამცველთან ერთად ვიდეოკონფერენციის ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა.

არჩილ თალაკვაძე

01 ივნისი 2020, 16:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ვაქცინა კორონავირუსი

01 ივნისი 2020, 16:24

COVID19

ყოველი მეორე გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს

ყოველი მეორე გამოკითხული გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს, თუ მეცნიერები ვაქცინას შექმნიან. DW-ს ცნობით, ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მეტყველებს. კვლევაში სულ 2056 რესპონდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაციის მომხრეთა შორის კაცები სჭარბობენ.

01 ივნისი 2020, 16:20

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს. ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში, კომისიის წევრები საზოგადოებისგან შეკითხვებსაც მიიღებენ და უპასუხებენ.

სოფო კილაძე

01 ივნისი 2020, 16:19

საზოგადოება

სოფო კილაძე: ბავშვების დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, სრული დატვირთვით ამოქმედდა

„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით - 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ალექსანდრე გოგინავა

01 ივნისი 2020, 16:13

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა

„ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

01 ივნისი 2020, 16:11

COVID19

ბოლო 11 კვირის განმავლობაში პირველად შვედეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

13 მარტის შემდეგ პირველად შვედეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსი შვედეთში 37 542 ადამიანს დადასტურდა, 4 395 ადამიანი გარდაიცვალა.

01 ივნისი 2020, 16:10

სამართალი

საქართველოს მთავრობა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თემაზე HELP-ის დისტანციური სწავლება შსს-ს 15-მა თანამშრომელმა გაიარა

2019 წელს გაიზარდა როგორც შეტყობინებებსა და ფაქტებზე რეაგირების ხარისხი, ისე საქმეებში დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთისა და იდენტიფიცირების შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობაში გამოიკვეთა გენდერული ნიშნით ძალადობა, - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. მთავრობის ანგარიშის თანახმად, ეუთოსთან გაფორმებული მემორანდუმისა და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა სასწავლო მოდულები, რომელთა კომბინირების საფუძველზე, 2020 წლის იანვრიდან დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კასკადური გადამზადების პროცესი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და გამოძიების თემაზე.

01 ივნისი 2020, 16:06

COVID19

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში 13 256 მოქალაქე დააბრუნეს და 75 ავიარეისი განხორციელდა

31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში დაბრუნებულ იქნა 13 256 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ადგილზე სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 21 521 მოქალაქეს. განხორციელდა 75 ავიარეისი მსოფლიოს 24 ქვეყნიდან, - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.