imedi /  16 მაისი 2020, 03:28 / სანდო წყარო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი: 1-ლი ივნისისთვის აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს

რობერტ რედფილდი

რობერტ რედფილდი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა განაცხადა, რომ პროგნოზირების მოდელები ცხადყოფენ, რომ 1-ლი ივნისისთვის აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს.

„დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აშშ-ში კორონავირუსით შესაძლო სიკვდილიანობის პროგნოზირების 12 სხვადასხვა მოდელს ადევნებს თვალს. 11 მაისის მდგომარეობით, ყველა მოდელი სიკვდილიანობის ზრდას პროგნოზირებს მომდევნო კვირებში. 1-ლი ივნისისთვის ეს მაჩვენებელი 100 ათასს გადააჭარბებს“, - განაცხადა რობერტ რედფილდმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 87 185 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

28 მაისი 2020, 02:07

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 01:02

ეკონომიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პოსტკრიზისული გეგმა ძალიან მრავალმხრივია და ბევრ სეგმენტს შეიცავს

პოსტკრიზისული გეგმა ძალიან მრავალმხრივია, ძალიან ბევრ სეგმენტს შეიცავს. ეს გეგმა მუშავდება უკვე დიდი ხანია. მუშავდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად და არის უკვე დასრულების ფაზაში. შემდეგ უკვე შემოვა პარლამენტში, შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან იქნება გარკვეული კონსულტაციები. სოციალური მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვეული აქტივობები - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2020, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ იმედგაცრუებულები

ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებულები, - ამის შესახებ ოპოზიციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა. წულუკიანმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს, რომ მთელი დღე სწორედ მთავრობის მოსმენას დაეთმო.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 00:47

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: თუკი ჩვენ ამ რეგულაციებს ხელიდან გავუშვებთ, შეიძლება ეპიდემიის ტალღა კიდევ უფრო მძლავრი იყოს

ჩვენ გვქონდა 2 ძირითადი მიზანი, რომელიც ახლაც ისევე აქტუალურია: ერთი ის, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და მეორე, არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები, თუმცა უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობა - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 00:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენც მეტი მუშაობა გვმართებს, რომ ადამიანს, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, ვინმემ პოლიტპატიმარი არ უწოდოს

ჩვენც მეტი მუშაობა გვმართებს იმისათვის, რომ ადამიანს, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, თავის პარტიულ აქტივზე დაანაწილა და თავის პარტიას მოახმარა, ვინმემ პოლიტპატიმარი არ უწოდოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში არიან კოლეგები, რომლებიც სუბიექტურები არიან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობენ.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 00:36

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: „პლაქვენილით“ მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია

„არის რეკომენდაცია, რომ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოვიყენოთ „პლაქვენილი“ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. ვირუსი არ არის ბოლომდე შესწავლილი, ამიტომ მთელი მსოფლიო ძალიან ფრთხილად უდგება ამ საკითხს. ახლა არის აქტიური კვლევის პროცესი, რომ მიაგნონ ანტივირუსულ პრეპარატს, შექმნან ვაქცინა და ეს კვლევები არის ძალიან საფრთხილო, რადგან სპეციალისტებს მოკლე დროში უწევთ იმ სამუშაოს შესრულება, რასაც უფრო მეტი დრო სჭირდება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

28 მაისი 2020, 00:32

მსოფლიო

SpaceX-მა და NASA-მ ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადადეს

SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადაიდო. შემდეგი მცდელობა შაბათს, 30 მაისს შედგება.

28 მაისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სიტყვით გამოსვლისას მექანიკურად გამომრჩა, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს

პრემიერ მინისტრის გამოსვლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ აღმოჩნდა აბსოლუტური აბსურდი, რაშიც დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, როდესაც პრემიერ მინისტრისგან მოისმინა ძალიან დამაჯერებელი ანგარიში ამ სამი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.

მაია ცქიტიშვილი

28 მაისი 2020, 00:24

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: პოსტკრიზისული გეგმა ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს კრიზისი შესაძლებლობად

ეკონომიკური პროგნოზი და გეგმა რა თქმა უნდა გაგვაჩნია. როდესაც ჩვენ პოსტკრიზისულ გეგმაზე ვსაუბრობთ, აქ არის მნიშვნელოვანი იმის განცალკევება თუ რას ნიშნავს პოსტკრიზისული და ანტიკრიზისული გეგმა - ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

28 მაისი 2020, 00:24

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: საგანგებო ვითარების დროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული

რიკოთის პროექტი არ შეჩერებულა არ ერთი დღით, მაგრამ გვქონდა შეფერხება. თუნდაც მაშინ, როდესაც ჩინეთთან ჩაიკეთა საზღვარი, რადგვან ჩვენ გვყავს ამ პროექტში ჩინური კონტრაქტორები - ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ინფრაქტრუტურ სამუშაობზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

28 მაისი 2020, 00:01

მსოფლიო

SpaceX-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორ ასტრონავტს გაგზავნის

SpaceX-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორ ასტრონავტს გაგზავნის. SpaceX-ი პირველი კერძო კომპანია გახდება, რომელიც ადამიანებს კოსმოსში გაგზავნის და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს.

მაია ცქიტიშვილი

27 მაისი 2020, 23:59

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: 58 ათასი თვითდასაქმებული შემდეგი კვირიდან დაიწყებს თანხის მიღებას

ჩვენი პაკეტი მოიცავს რამდენიმე სფეროს. პირველი „შოკური პაკეტი“, როგორც დღეს პრემიერმა უწოდა, ეხებოდა კომუნალური გადასახადების გადახდას სამი თვის განმავლობაში. ელექტრო ენერგიის ნაწილში ეს შეეხო მილიონ 200 ათას აბონენტს. გაზის ნაწილში ეს სუბსიდირება 670 ათას ოჯახს და თუნდაც ამ ნაწილში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მოსახლეობის 10%. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ თავიდანვე სესხების გადავადება - ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითდასაქმებულები და თვითდასაქმებულთა საკომპენსაციო პაკეტი. ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ დაახლოებით 200 ათასი თვითდასაქმებულისთვის გადაგვეხადა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია, რა ტქმა უნდა იმ პირობით, რომ ელემენტარული დასტური იქნებოდა იმისა, რომ თვითდასაქმებული იყო ეს ადამიანი. ანუ ეს ადმიანი გარკვეული სახის ეკონომიკურ აქტივობას ახორციელებდა. ასეთი დღეისთვის გვყავს დარეგისტრირებული 58 ათასი ადამიანი და შესაბამისად ეს 58 ათასი ადამიანი უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყებს თანხის მიღებას“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

27 მაისი 2020, 23:57

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილმა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პაკეტის დეტალები განმარტა

ჩვენი ყველა პაკეტი, რომელიც შევთავაზეთ ტურიმზს, სოფლის მეურნეობას და ზოგადად ანტიკრიზისული პაკეტი, ემსახურება ორივე სეგმენტს: მოქალაქეებსა და ბიზნესს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ იპოთეკური სესხის სუბსიდირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

27 მაისი 2020, 23:50

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: დღეს პრემიერმა, რთული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა

დღეს პრემიერმა, რთული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა. მან 3-თვიანი, 24-საათიანი მუშაობა ძალიან დინამიკურად და წარმატებით მოაქცია ერთსაათიან გამოსვლაში. ძალიან ტევადი და ამომწურავი გამოსვლა იყო. ყველა კითხვაზე სათითაოდ პასუხი გასცა, თუმცა კითხვების ხარისხთან მიმართებაში ჩემი შეფასება იქნებოდა, რომ უფრო სწორი, კონსტრუქციული კითხვებიც მოგვესმინა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 მაისი 2020, 23:49

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მთავარი, რაც დღეს გამოიკვეთა, არის უპირატესობა საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის

მთავარი, რაც გამოიკვეთა დღეს, ეს არის ის უპირატესობა, რაც არის საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის, - აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, არსებული შედეგი არის გონივრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდმა გადადგა.

მაია ცქიტიშვილი

27 მაისი 2020, 23:36

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: დღეს ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მოზომილი კრიტიკა იყო

მაია ცქიტიშვილის თქმით, სამხუხაროდ, როდესაც უსაგნო კომენტარებს, შენიშვნებს და პოლიტიკურ დემაგოგიას ისმენ, ეს ინსტიტუციის პრესტიჟზეც მოქმედებს. „მეორე თემა, რაც მინდა აღვნიშნო, არის ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მოზომილი კრიტიკა იყო და ჩემთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ხანდახან ოპოზიციაც ხედავს იმას, რაც გაკეთდა“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

თეა წულუკიანი

27 მაისი 2020, 23:28

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გიგა ბოკერიასგან არ არის უჩვეულო ამ ტიპის მასკარადი, როდესაც მე მხედავს, ბნედა ემართება

გიგა ბოკერიასგან არ არის უჩვეულო მისგან ამ ტიპის მასკარადი, განსაკუთრებით როდესაც მე მხედავს ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, გიგა ბოკერია მის პარტიას ბნელეთისკენ მიაქანებს.

ირაკლი კობახიძე

27 მაისი 2020, 23:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩაგიტარათ

„დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 23:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია: უაღრესად რთული და გამოწვევებით სავსე 6 თვე გველის, მაგრამ ჩვენ აქაც გავიმარჯვებთ

მე მინდა საბოლოო ჯამში გულწრფელი და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ჩვენი საერთო ნაბიჯებია, ჩვენი საერთო მიღწევებია და ამ მიღწევებს დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია საბოლოო გამარჯვება დავარქვათ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გადავლახეთ პირველი ტალღა - ამის შესახებ საქართველოს გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანას წინ კრიზისული 6 თვე ელის და ეს იქნება შესაძლებლობა ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. პრემიერ-მინისტრმა თითოებ=ულ მოქალაქეს გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გედევან ფოფხაძე

27 მაისი 2020, 23:08

საზოგადოება

გედევან ფოფხაძე: თუ 15 ივლისიდან გამოსახლებას შეეცდებით, გპირდებით, რომ ხელჩართულ ბრძოლებს გავუმართავთ აღსრულების სამსახურს

გედევან ფოფხაძე არჩევნებამდე გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, ხელჩართულ ბრძოლებს გამართავენ და აღსრულების სამსახურს აღსრულებაში ხელს შეუშლიან - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.