16 მაისი 2020, 13:26 / სანდო წყარო

უნდა ველოდოთ თუ არა შემოდგომაზე კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ზრდას - პაატა იმნაძის პროგნოზი

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

ყველა პროგნოზით და დიდი ალბათობით, საფრთხე იარსებებს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს, რადგან დაიწყება რესპირატორული დაავადებების სეზონი და შესაბამისად, საფრთხეც გაიზრდება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“.

„უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, დავიცვათ სოციალური დისტანცია, თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, დახურულ სივრცეებში პირბადე ვატაროთ. ხელის დაბანას აღარ გავიმეორებ, რადგან ეს სხვა დროსაც არ გვაწყენს“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ტურისტული სეზონის გახსნა განსაკუთრებულ რისკთან არაა დაკავშირებული, რადგან სასაზღვრო კონტროლი ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანის შემოსვლის რისკს გამორიცხავს.

„მთელი ეს პერიოდი ძალიან კარგად იმუშავა საზღვრებზე მაქსიმალურმა კონტროლმა და იმან, რომ ყველა ჩამოსული საკარანტინო სივრცეში გადაჰყავდათ. ასეთივე მკაცრი კონტროლი იქნება ტურისტების შემთხვევაშიც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - ტურისტი რომ ჩამოდის, პრაქტიკულად, ისეთი რეკომენდაციებია მომზადებული სამასპინძლო ბიზნესისთვის, რომ, მოდით, ასე ვთქვათ, თითქმის კარანტინში იქნებიან“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მან საზღვაო სეზონის გახსნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პლაჟებზე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ გარშემომყოფებთან კონტაქტისგან.

„რა თქმა უნდა, ცურვისას გვერდით მოცურავეს არ ვეხუტებით ხოლმე ადამიანები. აქედან გამომდინარე, ზღვაში ცურვა პრობლემა არ იქნება, მაგრამ პლაჟზე ყოფნისას, ოჯახებს თუ არ ჩავთვლით, გარშემომყოფებთან სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2021, 22:59

ეკონომიკა

ევროპაში ნახშირის ფასი 13 წლის მაქსიმუმზეა

2022 წლის ფიუჩერსების ფასი ნახშირზე 2008 წლის მაქსიმუმზეა და ტონაზე $137 შეადგინა, - ამის შესახებ bloomberg წერს. სააგენტოს ცნობით, ნახშირზე მოთხოვნა გაზზე ფასის ზრდამ გამოიწვია, შედეგად ნახშირის მარაგები შემცირდა. ამასთან ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და კოლუმბიიდან მიწოდება გართულებულია, ხოლო რუსეთიდან ექსპორტი საკმარისი არაა.

ნიკოლ ფაშინიანი

24 სექტემბერი 2021, 22:33

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს

სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანგელა მერკელი

24 სექტემბერი 2021, 22:25

ტაბლოიდი

ანგელა მერკელი მარლოუს ფრინველების პარკს ეწვია. ფოტო

გერმანიის კანცლერი მეკლენბურგის მხარეში (ჩრდილოეთ გერმანია) ვიზიტისას მარლოუს ფრინველების პარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ Spiegel წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

24 სექტემბერი 2021, 21:57

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ

დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

24 სექტემბერი 2021, 21:52

ეკონომიკა

ჩინეთში კრიპტოვალუტით ფინანსური ოპერაციები აიკრძალა

დღეიდან ჩინეთში ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია უკანონოა. ამის შესახებ DW (დოიჩე ველე) წერს. გამოცემა ჩინეთის სახალხო ბანკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვინც კრიპტოვალუტით ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

24 სექტემბერი 2021, 21:25

ტექნოლოგიები

კომპანია MAD Architects-ი ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს

კომპანია MAD Architects-ი ახალ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ techcult წერს. კომპანია ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, ეს შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისთან გუშინ მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 20:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო

სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. იქ საუბარია , თითქოს 2 პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. ნიკა მელია მიეჭრა პირდაპირ ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის აკეთებდა კომენტარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი

24 სექტემბერი 2021, 20:35

COVID19

ჯო ბაიდენი: არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ მიუღია და რომ არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 20:25

კულტურა

ილია ჭავჭავაძის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებელს ჯავახიშვილის N7-ში ხვალიდან უმასპინძლებს. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

24 სექტემბერი 2021, 20:12

მსოფლიო

ევროკავშირი: რუსეთს მოვუწოდებთ, კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები დაიცვას

ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

24 სექტემბერი 2021, 20:09

საზოგადოება

ცესკოში ეუთოს წარმომადგენლებთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს და კომისრის საქართველოს ოფისის კოორდინატორ ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ.

ნათია თურნავა

24 სექტემბერი 2021, 20:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესსერვისების მიწოდების ინდუსტრია საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება და ამას ადასტურებს უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა

საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება ბიზნესსერვისების მიწოდების ინდუსტრია და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-ი შემოვიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 19:50

პოლიტიკა

ავთანდილ თალაკვაძე: გამარჯვების შემდეგ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოეულ პროფესიონალთან, ვინც დღეს მერიაშია დასაქმებული

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მივიღეთ არაერთი ინფორმაცია, რომ მოქმედი მერი, რომელიც დღეს, გახლავთ ოპოზიციური კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში, ასევე, მერიის ზოგიერთი თანამდებობის პირი თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თითქოს „ყველას სამსახურიდან გაუშვებენ“ და „თუ უნდათ სამსახურის შენარჩუნება, ხმა უნდა მისცენ კ. შარაშენიძეს“- ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 19:44

მსოფლიო

ადვოკატებად გადაცმულმა განგსტერებმა სასამართლო დარბაზში მაფიის ბოსი მოკლეს

ინდოეთის ქალაქ დელიში ადვოკატებად გადაცმულმა განგსტერებმა სასამართლო დარბაზში მაფიის ბოსი ჯიტენდერ მაან გოგი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

24 სექტემბერი 2021, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და დიმიტრი სამხარაძე თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

დერეკ შოვინი

24 სექტემბერი 2021, 19:27

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

24 სექტემბერი 2021, 19:10

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უფასო და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 სექტემბერი 2021, 19:02

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის Moselle Open-ის 250 მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. მე-8 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან სამ საათიანი მატჩი გამართა, ოთხი მატჩ პოინტი გადაარჩინა და ანგარიშით 0:6, 6:4, 7:6 (7:4) მოიგო.

24 სექტემბერი 2021, 18:44

მსოფლიო

ნიდერლანდების პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა

ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს.